ტესტი: რამდენად კარგად იცი ადამიანის მიერ კოსმოსის დაპყრობის ისტორია?
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
კოსმოსში გაჭრა და უცხო ციური სხეულების შესწავლა ჩვენი ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი და მიზანია. სფეროს ექსპერტები უკვე სხვა პლანეტების კოლონიზაციის პერსპექტივაზეც კი წარბშეუხრელად საუბრობენ და დედამიწელთა მომავალს სწორედ უცხო მიწაზე ფესვების გადგმაში ხედავენ.
მართალია, ტექნოლოგიური პროგრესი დღითიდღე სწრაფდება და ის, რაც გუშინ წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, დღეს შესაძლო მომავლად მიიჩნევა, წარსულში გახედვას და ამ სფეროში გადადგმული პირველი ნაბიჯებისთვის თვალის შევლებასაც თავისი ღირებულება აქვს.
თუ თვლი, რომ მშვენივრად ერკვევი მეოცე საუკუნეში მომხდარ იმ მოვლენებში, რომლებმაც ადამიანები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს მიღმა გაიყვანეს, შენი ცოდნის შემოწმება ამ ტესტით შეგიძლია.
ტესტი: რამდენად კარგად იცი ადამიანის მიერ კოსმოსის დაპყრობის ისტორია?
ტესტის დაწყება1 / 10 რომელი ორი სახელმწიფო იყო ჩართული XX საუკუნის შუა წლებში მიმდინარე "კოსმოსურ რბოლაში"?
2 / 10 რა მოვლენით დაიწყო "კოსმოსური რბოლა"?
- პირველი ძაღლის კოსმოსში გაშვებით
- ნილ არმსტრონგის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმით
- გაგარინის კოსმოსში გაფრენით
- ხელოვნური თანამგზავრის, სპუტნიკ 1-ის ორბიტაზე გაშვებით
3 / 10 რომელი რეკორდი არ ეკუთვნის საბჭოთა კავშირს?
- ეკიპაჟიანი ხომალდით მთვარის ორბიტაზე გასვლა
- ცოცხალი არსების კოსმოსში პირველად გაშვება
- ღია კოსმოსში ასტრონავტის პირველად გასვლა
- მთვარის ბნელი მხარისთვის პირველი სურათების გადაღება
4 / 10 რა მთავარი მიღწევითაა ცნობილი იური გაგარინი?
- ის გახდა პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა
- ის იყო ადამიანი, რომელმაც XX საუკუნეში ყველაზე დიდი ხანი დაჰყო კოსმოსში
- მას ეკუთვნის სიტყვები, "პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის — გიგანტური ნახტომი კაცობრიობისთვის"
- ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა
5 / 10 რა ერქვა პირველ ქალს, რომელიც კოსმოსში გაფრინდა?
6 / 10 რომელმა მისიამ წაიყვანა ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მთვარემდე?
7 / 10 ამათგან რომელი მისია არ დარსულებულა ტრაგიკულად?
8 / 10 ოფიციალურად, რა მოვლენით დასრულდა "კოსმოსური რბოლა"?
- ამერიკელების მთვარეზე ფეხის დადგმით
- აშშ-ს ასტრონავტისა და სსრკ-ს კოსმონავტის მიერ კოსმოსში ხელის ჩამორთმევით
- აშშ-ს ასტრონავტისა და სსრკ-ს კოსმონავტის ღია კოსმოსში ერთად გასვლით
- საბჭოთა კავშირის დაშლით
9 / 10 რა მოვლენა შევიდა ცივი ომის ისტორიაში "ვარსკვლავური ომების" სახელით?
- აშშ-სა და სსრკ-ს შორის მიმდინარე "კოსმოსური რბოლა"
- რეიგანის მიერ "სტრატეგიული თავდაცვის ინიციატივის", SDI-ის დაანონსება
- დედამიწის ორბიტაზე პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვება
- 1977 წელს ჯორჯ ლუკასის ფილმის, "ვარსკვლავური ომები: ახალი იმედის" ეკრანებზე გამოჩენა
10 / 10 რამდენი ქვეყნის წარმომადგენელს დაუდგამს მთვარეზე ფეხი?
ერთი წუთით...
კომენტარები