ალდაგი 30 წლისაა — ნახეთ 30 ვიდეორგოლი
ყველაფერი 1990 წელს დაიწყო. საქართველოს ჯანმრთელობის ფონდთან ერთად სადაზღვევო სამედიცინო კომპანია ალდაგი შეიქმნა. დღეს კი, 30 წლის შემდეგ ის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და საქართველოს სადაზღვევო ბაზრის 28% ფლობს.
ამ სტატიაში ალდაგის 30 ვიდეორგოლი მოვაგროვეთ, რომელშიც სახალისო რეკლამებთან ერთად სასიამოვნო მუსიკასაც მოისმენთ, ნოსტალგიურ დროს და ალდაგის დანერგილ ინოვაციურ ინიციატივებსაც გაიხსენებთ.
1. ალდაგი — დაზღვევის ლიდერი საქართველოში
ალდაგი პირველი კერძო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში. 2004 წელს მან 10 მილიონ ლარზე მეტი პრემია მოიზიდა და ასობით ათასი კლიენტი ჰყავდა.
2. დაეზღვიე, როცა გჭირდება
"მედიქ ქარდით" ალდაგის მომხმარებლები, თანხას ექიმთან მისვლამდე 5 წუთით ადრე იხდიდნენ, შემდეგ კი სადაზღვევო პროდუქტებით მთელი წლის განმავლობაში სარგებლობდნენ.
3. მშობიარობის ხარჯების დაზღვევა
— ორსულად ვარ!
— ბიჭია თუ გოგო? ბავშვი.. რა ჰქვია?.. ვაიმე, რა ვქნა?
ამ სახალისო ვიდეორგოლში ალდაგმა მომხმარებლებს კიდევ ერთი პროდუქტი, მშობიარობის ხარჯების დაზღვევა შესთავაზა.
4. ხელოვნებათმცოდნე ინგა თაბაგარის ისტორია
ხელოვნებათმცოდნე მეგობრებთან ერთად რესტორანში მეტად მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს, თუმცა, რაღაც აუხსნელ შფოთვას ჰყავს შეპყრობილი. რესტორანში ყოფნისას სხვადასხვა ნიშნები მას სახლში დატოვებულ ჩართულ უთოს გაახსენებს. "გვიხარია, რომ თქვენ გიმართლებთ", გვეუბნება ალდაგი ვიდეოს ბოლოს და შესავალში მოყვანილ ბულგაკოვის ციტატასაც გასაგებს ხდის.
5. ეკონომისტ ბაადურ ლაგვილავას ისტორია
ინგას მსგავსად უმართლებს ეკონომისტ ბაადურ ლაგვილავასაც. ამ ვიდეოში ალდაგი მოვლენების ისეთ თანხვედრაზე გვიამბობს, როცა ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს.
6. დერმატოლოგ ლევან ბუხრაშვილის ისტორია
თქვენ ფიქრობთ, რომ მათ გაუმართლათ? — კი, თუმცა იღბალს ყოველთვის აქვს გამომწვევი მიზეზი.
7. გარეცხეთ თქვენი მანქანა უფასოდ
...რა მიზეზითაც გინდათ, როცა გინდათ, რამდენჯერაც გინდათ, მთელი წლის განმავლობაში, რადგან თქვენი ავტომობილი დაზღვეულია ალდაგში.
8. შინაური ცხოველების დაზღვევა
...რადგან ყველაზე ერთგული მეგობრების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას მოფრთხილება სჭირდება.
9. იმგზავრე მშვიდად და თავისუფლად
რა პრობლემაა აუზზე ან კლუბში მანქანით შესვლა როცა საწვავის ავზი სავსე გაქვს? — მათ, ვისაც მანქანა ალდაგში ჰყავდათ დაზღვეული, 2012 წლის ზაფხულში შეეძლოთ, ევლოთ რამდენიც უნდოდათ და სადაც უნდოდათ, რადგან საჩუქრად გალფის ბენზინგასამართი საგურის ვაუჩერს იღებდნენ.
10. On The Road — Green Room ft. Dato Lomidze
ალდაგის სარეკლამო რგოლში გამოყენებული მწვანე ოთახის ეს სიმღერა, ალბათ, ყველას ერთხელ მაინც ჩაგვირთავს მანქანაში ზაფხულის შორეული მოგზაურობისას.
11. Summer — Green Room ft. Dato Lomidze
მწვანე ოთახის და დათო ლომიძის ამ მელოდიასაც არ უნდა ავუაროთ გვერდი, თუ ზაფხულის ცხელი დღეების თავგადასავლებზე ვსაუბრობთ.
12. Lost — Green Room ft. Dato Lomidze
ამ კლიპში კი მწვანე ოთახი და დათო ლომიძე აღმოსავლეთის მომაჯადოვებველ ადგილებს გვაჩვენებენ.
13. Let's Fall in Love — Green Room ft. Dato Lomidze
სრულყოფილი ფლეილისტის შესადგენად ეს სიმღერაც არ უნდა გამოგრჩეთ.
14. დუელი - კაცი
ვისია მანქანა? — ამ საკითხზე ოჯახში ხშირად დაობენ. თუმცა, ალდაგი მიგვანიშნებს, რომ პრობლემის გადასაჭრელად დუელის გამართვა საჭირო არაა. უბრალოდ, უნდა დააზღვიო მანქანა მათთან და მოიგო მეორე.
15. დუელი - ქალი
შეიძლება, ყველაფერი პირიქითაც მოხდეს.
16. დუელი - Happy End
ასე ხდება, როცა დავას დაასრულებთ.
17. ჩემები
ამ ძველი და ნოსტალგიური კლიპით ალდაგი საყვარელ ადამიანებზე ზრუნვის მნიშვნელობას შეგვახსენებს.
18. ოჯახის დაზღვევა
"ჩემების" სერიის გაგრძელებაა ეს ვიდეოც, რომელიც გვიჩვენებს, რა მნიშვნელობა აქვს, როცა ოჯახის ყველა წევრი, მითუფრო ყველაზე პატარები, დაცულია.
19. ჯანმრთელობის დაზღვევა
მესამე სერიაში კი ჯანმრთელობის დაზღვევის აუცილებლობასა და ოჯახში სიმშვიდეზე გვიყვებიან.
20. უნივერსალი
ალდაგმა პროდუქტით "უნივერსალი" მომხმარებლებს პირველად მისცა შესაძლებლობა, რომ თავად შეექმნათ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი.
21. სასამართლო პროცესის ხარჯების დაზღვევა
ალდაგმა მომხმარებლებს სასამართლო პროცესის ხარჯების დაზღვევა შესთავაზა. დაზღვევა მაშინაც კი მოქმედებდა, თუ დავა მიმდინარე იყო.
22. მეორე ავტო მეორე ნახევრისთვის
ალდაგი წლების განმავლობაში ხშირად ანებივრებდა თავის მომხმარებლებს მოულოდნელი სიურპრიზებითა და ნანატრი ოცნებების ახდენით, რის გასახსენებლადაც ამ ყველასათვის კარგად ნაცნობი ტელეწამყვანის ხილვაც კი საკმარისია.
23. მეორე ავტო მეორე ნახევრისთვის — II ნაწილი
...რადგან ასე ყველაფერი უფრო მარტივია.
24. ბინის დაზღვევა
რა არის იმაზე უფრო მეტად სიმშვიდის მომგვრელი, ვიდრე ის, რომ იცი, შენი ახალი სახლი დაზღვეულია? ალდაგმა 2008 წელს მომხმარებლებს უძრავი ქონების დაზღვევის განსაკუთრებული პირობები შესთავაზა.
25. პირადი სადაზღვევო აგენტი
... რომელიც თქვენი ექსკლუზიური სუპერგმირია.
26. მპპდ
არ გეგონოთ, რომ რაიმე დაშიფრულ კოდთან გაქვთ საქმე. ეს მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევას ნიშნავს, რომელიც გამოსავალს ისეთი უსიამოვნო სიტუაციებიდანაც კი გაპოვნინებთ, როგორიც ამ ვიდეოში ნახეთ.
27. თუ იცავ
ამ ერთდროულად სახალისო და თან სენტიმენტალური ვიდეოთი ალდაგმა პასუხისმგებლიანი მძღოლები წესების დაცვისთვის გაანებივრა და ფასდაკლებებით დაასაჩუქრა.
28. მადლობის ეკიპაჟი — გუგა მიქაძე
2019 წელს ალდაგმა კარგი მძღოლების წასახალისებლად მადლობის ეკიპაჟი მოიხმო. ამ ვიდეოში ისინი გუგა მიქაძეს ესტუმრნენ, ადამიანს, რომელიც კარგ მძღოლებზე ზრუნავს.
29. საახალწლო სიურპრიზი მადლობის ეკიპაჟისგან
ახალი წლის წინა დღეებში ყველას სადღაც მიგვეჩქარება, თუმცა ისე გამოდის, რომ ვერავინ ვერსად მივდივართ, რადგან საცობში ვდგავართ. საცობში დგომა რომ აუტანელი არ იყოს, ალდაგმა მძღოლებისთვის სახალისო სტიკერები გამოუშვა.
30. როგორ შეცვალა ალდაგმა ახალი წელი ხუთი ადამიანისთვის
რა უნდა აჩუქო ადამიანებს, რომლებიც ახალ წელსაც მუშაობენ? — ალდაგი ამბობს, რომ ისეთი რამ, რაც ყუთში არ ეტევა. სწორედ ასეთი, მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთა ალდაგმა ტაქსის მძღოლს, მოლარე-კონსულტანტს, მედდას, დაცვის თანამშრომელს და მიმტანს.
გულისამაჩუყებელია, არა?
-
გადახედვანიკა მელია: მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ ნიკა მელია: მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ
-
გადახედვაელენე ხოშტარია: მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა ელენე ხოშტარია: მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა
-
გადახედვადიმიტრი გვრიტიშვილი: უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ დიმიტრი გვრიტიშვილი: უფლება გვაქვს, რომ წელიწადში ერთხელ მაინც კორპორაციულ საღამოზე შევიკრიბოთ
-
გადახედვაჯო უილსონი: ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით ჯო უილსონი: ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით
-
გადახედვარესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების შეკრება მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს რესტორან "ბაბილოში" მოსამართლეების შეკრება მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს
-
გადახედვანათია მეზვრიშვილი: [გია ჯვარშეიშვილზე] აქვს ტვინის შერყევა და იზოლატორში განუვითარდა ნერვული შეტევა ნათია მეზვრიშვილი: [გია ჯვარშეიშვილზე] აქვს ტვინის შერყევა და იზოლატორში განუვითარდა ნერვული შეტევა
-
გადახედვასახალხო დამცველი: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ სახალხო დამცველი: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაკავებულები მოინახულეს, ისინი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებენ
-
გადახედვადაკავებული მზია ამაღლობელის ადვოკატი, თამარ წულუკიძე საქმის დეტალებზე საუბრობს დაკავებული მზია ამაღლობელის ადვოკატი, თამარ წულუკიძე საქმის დეტალებზე საუბრობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დიდ ქალაქებში დემონსტრაციების პარალელურად, დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს დიდ ქალაქებში დემონსტრაციების პარალელურად, დემონსტრანტების დაპატიმრება და წამება გრძელდება
-
გადახედვამედიის ადვოკატების კოალიცია: დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მედიის ადვოკატების კოალიცია: დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას
-
გადახედვა"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ორჯერ დაიჭირეს — მიმდინარეობს გამოძიება "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ორჯერ დაიჭირეს — მიმდინარეობს გამოძიება
-
გადახედვაომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან ომბუდსმენი: ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან
-
გადახედვაგამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს გამოცემა ბათუმელების ხელმძღვანელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და ხელმეორედ დააკავეს
-
გადახედვარუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი რუსთაველზე დაკავებული გია ჯვარშეიშვილი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე "ბათუმელების" დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს
-
გადახედვასაია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა საია: 8 პირის საქმეზე აღკვეთი ღონისძიებების გადასინჯვის სხდომა სამართლიანი სასამართლოს უფლების უხეში დარღვევით წარიმართა
-
გადახედვაბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე ათამდე აქტივისტი დააკავეს
-
გადახედვადოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას 20 იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ მოქმედებაზე დოიაშვილი: მოვითხოვთ ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას 20 იანვრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადავალთ მოქმედებაზე
-
გადახედვაბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს
-
გადახედვააქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან აქციის 45-ე დღე — პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ადვოკატი: სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე
კომენტარები