ჰაერში კვლავ კა-გე-ბე-ს სუნი დატრიალდა! — ანა ნაცვლიშვილი ჟურნალისტების დაკითხვას ეხმაურება
"მმართველი პარტიის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა არის ცენზურა! სუს-ის გამოძიებას კი ქვეყნის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს", — ასე ეხმაურება ლელო საქართველოსთვის ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სუს-ის მიერ მედიის წარმომადგენლების დაკითხვას.
"სუს-ის მიერ გამოძიების დაწყება მედია-რეპორტაჟის საფუძველზე, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაკითხვაზე დაბარება და დედაქალაქის მერის და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის მიერ დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა ერთი მედლის ორი მხარეა და ამ მედალს ერთადერთი სახელი აქვს: ცენზურა!", — აღნიშნავს ის.
ანა ნაცვლიშვილის თქმით, სუს-ის გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან საერთო არაფერი აქვს.
"არაფერი საერთო სუს-ის ამ გამოძიებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან არ აქვს. ჯერ ერთი, აბსურდული დასაბუთებაა და სამართლებრივი არაკვალიფიციურობა ამ სიუჟეტის საბოტაჟად დანახვა, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი - სუსი არასდროს რეაგირებს იმაზე, რაც მართლა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისთვის. ერთი აგენტი არ გამოუვლენიათ ბოლო 8 წლის განმავლობაში და სახელმწიფოსთვის არც ერთი რეალური საფრთხის შემცველი მოვლენის მიმართ არ ჰქონიათ რეაგირება. რუსული რბილი ძალის მომძლავრებაზე, სიცრუის ფეისბუქ-მანქანაზე, რომლის დაფინანსებასა და მართვაში ფეისბუქმა ღიად დაადანაშაულა მმართველი პარტია, ჰაკერულ ვებგვერდზე საქართველოს 5 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემების გამჟღავნებაზე, თი-ბი-სი ბანკზე მომხდარ კიბერ-შეტევაზე "გამოძიება მიმდინარეობს" და ა.შ.", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ლელოს ლიდერის თქმით, უსაფრთხოების სამსახური არც იმაზე შეშფოთებულა, როცა ღიად დაფიქსირდა ყალბი ანგარიშების და დეზინფორმაციის მანქანის სამიზნე აუდიტორია. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები იყვნენ. ანა ნაცვლიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ცენზურის მცდელობაზეც საუბრობს და მათ მოუწოდებს, ხელები შორს დაიჭირონ კრიტიკული მედიის და საინფორმაციო ველისგან.
"ხელისუფლება რამდენიმე წელია, მოგუდულად საუბრობს დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ახლა კი ღიად აკეთებს განაცხადს! ეს ცენზურის მცდელობაა ბატონებო და იქ, სადაც ცენზურაა, დემოკრატია ქუდს იხურავს და უკანა კარიდან გადის! საქართველოში ეს ვერ მოხდება, მაგრამ თქვენ რომ კრიტიკულ და ხელისუფლებისგან თავისუფალი აზრის წინააღმდეგ შეტევაზე გადადიხართ, ამით ოლიგარქიული ავტორიტარიზმისკენ კიდევ ახალი და დიდი ნაბიჯი გადადგით", — აცხადებს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, როდესაც მედიის მიერ გავრცელებული კონკრეტული ინფორმაცია არღვევს სტანდარტს, ეს თვითრეგულირებით და მედია-ეთიკით უნდა "დაისაჯოს" და არა სისხლის სამართლის კოდექსით.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები