მე ვარ თურმე რაღაცის მოწმე, რაც ვიკითხე და ვერ ამიხსნეს — სამნიძე "საბოტაჟის საქმეზე"
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ხათუნა სამნიძის თქმით, ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რა კავშირშია საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებასთან. მისი თქმით, ეს კითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვისას დასვა. ამ თემაზე სამნიძემ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"აქ გავიგე, დღეს გავიგე, რომ საქმე, რისი მოწმეც თურმე მე ვარ და მოწმის სტატუსით ვიყავი დაბარული, ეხება საბოტაჟის მუხლით აღძრულ საქმეს, იმ სიუჟეტის წინააღმდეგ, რომელიც გავიდა თქვენს [მთავარი არხის] ეთერში. ამას მოჰყვა ის, რომ მე ვარ თურმე რაღაცის მოწმე, რაც ვერ ამიხსნეს, ვიკითხე რა კავშირშიათქო, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე", — თქვა ხათუნა სამნიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, სახელმწიფოს სურს პრობლემა პირდაპირ დაუკავშიროს ოპოზიციას და ეს პროცესი გამოძიებას არ უკავშირდება. მისი თქმით, ხელისუფლება "სახელმწიფო მანქანის" ამუშავებით ცდილობს ზეწოლა მოახდინოს და დააშინოს ყველა, ვინც მათ საქმიანობაში ეჭვს შეიტანს, განსხვავებულ აზრს დააფიქსირებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს მთავარი არხის სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებიც კოვიდსტატისტიკის გაყალბებაზე საუბრობდნენ. უწყების განმარტებით, ისინი საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძების ფარგლებში გამოიკითხებიან, რომელიც რამდენიმე თვის წინ კორონავირუსზე ცრუ შეტყობინებების დაგზავნის შემდეგ დაიწყო.
სიუჟეტი მთავარი არხის ეთერში 20 ივნისს გავიდა. რესპონდენტები მარნეულიდან ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბოტაჟის საქმეზე გამოკითხული მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ მათი კომენტარები დაამონტაჟა. უწყებაში აცხადებენ, რომ მთავარმა არხმა აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორად თარგმნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, მოქალაქეებს 3 000-დან 10 000 ლარამდე სთავაზობენ.
პასუხად მთავარ არხში აზერბაიჯანულენოვანი ვერსია, ტიტრებით გაუშვეს.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები