სასამართლომ გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში დატოვა
მთავარი არხის მეწილი გიორგი რურუა სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.
დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა კერძო კომპანიის წარმომადგენელი, რომლის შენობის კამერასაც უნდა დაეფიქსირებინა გიორგი რურუას დაკავება ვაკის სასაფლაოსთან. ადვოკატის თქმით, დღევანდელი მოწმის დაკითხვამ დაადასტურა, რომ არსებობდა ვიდეოკამერა რომელიც უყურებდა დაკავების პროცესს და გამოჩნდებოდა იქ რომ არ ჩატარებულა გიორგი რურუას ჩხრეკა. პოლიციამ შეარჩია და ამოიღო ის ჩანაწერი, სადაც ეს არ ჩანდა. დაცვის მხარეს ეს გარემოება მიაჩნდა გათავისუფლების შუამდგომლობის საფუძვლად. ისინი ითხოვდნენ გირაოს პატიმრობის ნაცვლად.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძების შესაცვლელად, არ არსებობს ახალი გარემოება და ნაკლებად მკაცრი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის მიზნებს.
რამდენიმე წუთში პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებას უყრიან კენჭს. როგორც ცნობილია ოპოზიციისთვის გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი პრინციპულია. მათი მტკიცებით, ეს 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო და რურუას გათავისუფლების გარეშე კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
8 მარტის შეთანხმება და საარჩევნო სისტემა
8 მარტის შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსს და მართლმსაჯულების სისტემას ეხებოდა. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილი იყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რასაც მმართველი გუნდი უარყოფს. 2 პოლიტიკოსი გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა შეიწყალა, მაგრამ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა, რის გამოც ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობს.
არსებულ ცვლილებებს ორი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. ნაციონალურმა მოძრაობამ არც ერთ კენჭისყრაში არ მიიღო მონაწილეობა, რის მიზეზადაც რურუას პატიმრობა დაასახელა. პირველ მოსმენაში პროექტს მხარი დაუჭირა ევროპულმა საქართველომ, თუმცა რურუას მიზეზით მესამე მოსმენაზე არ მივიდა.
იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევიდეს, მესამე მოსმენით მხარდაჭერაა საჭირო. კენჭისყრა 29 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე გაიმართება.
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები