Normal People-ის გმირები Fleabag-ის მღვდელს აღსარებას აბარებენ — ნახეთ სახალისო ვიდეო
ვინ გაუგებს სერიალ Normal People-ის სევდიან და ვნებიან გმირებს იმაზე უკეთ, ვიდრე Fleabag-ის წარმოუდგენლად სექსუალური მღვდელი? არც არავინ, ჰოდა ამიტომაც აღმოჩნდნენ ისინი სწორედ ამ მღვდლის კაბინაში ცოდვების მოსანანიებლად.
Amazon Prime-ისა და Hulu-ს ეს ორი ცნობილი სერიალი გაერთიანდა, რათა ირლანდიური საქველმოქმედო ფონდისთვის შემოწირულობები შეეგროვებინათ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს განსაკუთრებულად დაზარალებულ მოქალაქეებს ეხმარება.
შეგახსენებთ, რომ ენდრიუ სკოტი, რომელიც Fleabag-ში მღვდელს განასახიერებს და პოლ მესკალი, რომელიც Normal People-ში კონელის როლს ასრულებს, ირლანდიელები არიან.
საქველმოქმედო მიზნით სწორედ ამ ორი შოუს საერთო ვიდეო შექმნეს, რომელიც ის იშვიათი გამონაკლისია, როცა Normal People-ის პერსონაჟების მოსმენისას დამწუხრების ნაცვლად, ალბათ, უფრო გაიცინებთ:
"დამლოცეთ, მამაო, რადგან შევცოდე. შეყვარებული ვარ, მაგრამ ყველაფერი უფრო რთულადაა", — ეუბნება კონელი მღვდელს ვიდეოს დასაწყისში.
Fleabag-ის ერთგული მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი მომხიბვლელი მღვდელი კი მიუგებს:
"მომიყევი ამის შესახებ".
"თავს ისე ვგრძნობ, რომ ჩემთვის საყვარელ ადამიანს ტკივილს ვაყენებ. ძალიან დაბნეული ვარ. ჩვენი ურთიერთობის ფიზიკური მხარე იდეალურადაა, მაგრამ როცა ვცდილობ, რომ ვისაუბრო და გრძნობები გამოვხატო, მაშინ უკვე ყველაფერი ჩახლართული ხდება", — უმხელს კონელი მას.
ვისაც Fleabag უნახავს, კარგად იცის, რომ ენდრიუ სკოტის პერსონაჟს სულაც არ სჭირდება ახსნა, თუ როგორი შეიძლება იყოს გაურკვეველი, დამაბნეველი და ჩახლართული ურთიერთობა წყვილს შორის.
Fleabag ფიბი უოლერ-ბრიჯის ემის მფლობელი სერიალია, Normal People კი მწერალ სალი რუნის ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა და მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
კომენტარები