ბრწყინვალე ფინალი — როგორ აფასებენ Dark-ის მესამე სეზონს
შენიშვნა: სტატია არ შეიცავს სიუჟეტთან დაკავშირებულ სპოილერებს, თუმცა კინოკრიტიკოსების შეფასებებმა, შესაძლოა, სერიალის მესამე სეზონზე წინასწარი ემოციური შთაბეჭდილებები შეგიქმნათ.
27 ივნისი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღე იყო სატელევიზიო შოუების მოყვარულებისთვის: სწორედ ამ დღეს დაიწყო და დასრულდა ყველაფერი.
თუ ვერ ხვდებით, რა იგულისხმება ამ სიტყვებში, როგორც ჩანს, ნეტფლიქსის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და მაღალრეიტინგული სერიალი — Dark ჯერ არ გინახავთ და ჯონასთან ერთად დროის ლაბირინთებში არ გიმოგზაურიათ.
ხოლო მათ, ვისაც ამ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის დრამატული სერიალის სულ რამდენიმე დღის წინ გამოსული ფინალური სეზონი არ გინახავთ და გაინტერესებთ, თუ როგორ აფასებენ მას კრიტიკოსები, ან კიდევ პირიქით — ერთ ღამეში დააგემოვნეთ ფინალური სეზონის რვავე ეპიზოდი და გსურთ, სხვების შთაბეჭდილებებიც გაიზიაროთ, ამ სტატიაში სწორედ ასეთ გამორჩეულ შეფასებებს გთავაზობთ.
შინა სკოტი, Forbes: "Dark ის სერიალია, რომლის ყურებაც ყოველთვის შეგიძლია ხელახლა დაიწყო და ახალ-ახალ საიდუმლოებებს ახადო ფარდა"
"მესამე სეზონის პირველი ნახევარი უფრო მეტად დაგაბნევთ, ვიდრე ერთად აღებული პირველი და მეორე სეზონი. ამის მიუხედავად, მართალია ნელა, მაგრამ პაზლის ნაწილები მაინც უკავშირდება ერთმანეთს. ფანები მუდამ ცდილობდნენ, რომ სხვადასხვა თეორიით სიუჟეტის ახსნა ეცადათ, სერიალი კი, ალბათ, ყველასთვის დამაკმაყოფილებლად და სასიამოვნოდ დასრულდა. რაღაც პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ დარჩა, მაგრამ ეს ამ შოუს უხდება კიდეც.
მრავალი კითხვისა და მისტიკური დეტალის ახსნასთან ერთად მთელი ისტორია დამაჯერებელი და მომნუსხველი იყო, რაც ამ სერიალს უდავო ბრწყინვალებას სძენს. ეს არის ამბავი, რომელიც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ფილოსოფიურ მსჯელობაზეა დამყარებული, როგორებიცაა თავისუფალი ნება, დეტერმინიზმი და რაღა თქმა უნდა, დრო".
სტივ გრინი, IndieWire: "ნეტფლიქსის ბრწყინვალე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალის ჩინებული დასასრული"
"სერიალში ყველა დეტალს თანამიმდევრული ყურადღება დაეთმო და ყველა მნიშვნელოვანი მონაკვეთი ისე იყო ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ Dark-მა თავისი განვითარების ყოვლისმომცველი ტრაექტორია არ დაკარგა. როცა პერსონაჟები ერთმანეთის წარსულის ან მომავლის ვერსიას პირისპირ ხვდებიან, ატმოსფერო უცნაური ემოციებით იმუხტება და იმ დაბნეულობასა და შიშს შეიგრძნობ, რომელიც ამ გმირებს ერთმანეთის მიმართ აქვთ. სერიალი ახერხებს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ პერსონაჟების თავგადასავალი მაყურებლებისთვის ერთგვარ სარკედ იქცეს და სხვადასხვა მნიშვნელოვანი და დავიწყებული დეტალი სიუჟეტის განვითარებასთან ერთად ეტაპობრივად გაახსენდეთ".
ჯეკ სილი, The Guardian: "ამაღელვებელი და წარმოუდგენლად მოულოდნელი სამეცნიერო ფანტასტიკის ფინალი"
"Dark-მა ამ სეზონში თავისი არსის ყველაზე წმინდა და ზუსტი იდეა შემოგვთავაზა, რომელიც სავსე იყო ეპიკური ფილოსოფიური მსჯელობებითა და სევდიანი ეპიზოდებით დანაკარგისა და ღალატის შესახებ. ეს ყველაფერი კი გადმოცემული იყო მოულოდნელობებით სავსე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრითა და შემოქმედებითი გუნდის ბრწყინვალე იდეებით. მაგალითად, მაყურებელს დროში მოგზაურობის ძალიან გრძელი გზის გავლა მოუწევს, რათა ისეთივე აბსურდულად სასიამოვნო რამ ნახოს, როგორიცაა ბიჭის, კაცისა და ბაბუის შეხვედრა, რომელთაგან სამივე ერთი და იგივე პიროვნებაა".
დეიზ ჯონსტონი, Inverse: "Dark-ის მესამე სეზონი, ალბათ, საუკეთესო სატელევიზიო ფინალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ისტორიაში"
"რთულია, Dark-ის ერთ კონკრეტულ ასპექტზე ისაუბრო ისე, რომ სხვა ყველაფერს არ შეეხო, მაგრამ დასასრული ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, სასიამოვნო იყო. მცდელობა, რომ ყველა კვანძი ფინალში შეკრულიყო, წარმატებული გამოდგა და ამავდროულად სერიალმა ის მისტიკურობაც არ დაკარგა, რომელიც მის ფანებს ასე ძალიან ხიბლავს".
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები