პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ლომია ფიქრობს, რომ გენდერული კვოტები კონსტიტუციის დარღვევაა
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი გიორგი ლომია ფიქრობს, რომ გენდერული კვოტირების შემოღებით პარლამენტი კონსტიტუციას დაარღვევს. ლომიას მტკიცებით, არ სჯერა, რომ "მანდილოსნებს" პარტიულ სიაში სქესის გამო ბლოკავენ. მეტიც, დეპუტატი ამ აზრს აბსურდულს უწოდებს და იხსენებს, რომ 21-ე საუკუნეა.
"მე, უბრალოდ, მგონია, რომ ჩვენ კონსტიტუციას ვარღვევეთ. კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ ქალი და მამაკაცი არის თანასწორი ჩვენს ქვეყანაში. მგონი ყველგან ეგრეა, 21-ე საუკუნეა. მე არამგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში არსებობდეს ან ქალი, ან კაცი, რომელსაც ბლოკავენ სქესიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ ეს აბსურდია.
თუ პარტიას ყავს მანდილოსნები, რომლის ჩასმა შეიძლება ათეულში, მე არამგონია, რომ მაინცდამაინც მამაკაცებს ჩასვამენ და მათ გადაიყვანენ ოცეულში ან ოცდაათეულში და რატომ ვაკეთებთ?", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, დეპუტატი დაინტერესდა, რატომ ახალისებენ ფინანსურად იმ პარტიებს, რომლებიც კვოტირებას დაიცავენ.
"ეს ფინანსური წახალისება რა მიზანს ემსახურება, მე არ მესმის. ძალით ჩვენ გვინდა, რომ გავაზავოთ ადამიანებით მხოლოდ იმის გამო, რომ პარტიამ მიიღოს დაფინანსება? ამის გამო ვაკეთებთ ამას? მე არ მგონია, რომ ეს პოლიტიკურ ხარისხს აუმაღლებს პოლიიტკურ პარტიას", — განაცხადა მან.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალ საარჩევნო სისტემას გულისხმობს, საჭირო გახდა ახალი საარჩევნო კოდექსიც. ახალი წესები დაარეგულირებს, როგორ მიიღებენ პოლიტიკური პარტიები დაფინანსებას, როგორ განაწილდება უფასო სარეკლამო დრო და რა ეღირება ფასიანი, მინიმუმ რამდენი ქალი უნდა იყოს პარლამენტში.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, პოლიტიკურმა სუბიექტმა პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს. კობახიძის განცხადებით, ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს.
"დღეს არის 21 ქალი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში და მინიმუმ 30-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა 2020-წლისთვის. მინიმუმ 37-მდე გაიზრდება 2024 წლის პარლამენტში. 2028 წლიდან უკვე ყოველი მესამე იქნება სიაში და 50-მდე გაიზრდება ქალების რაოდენობა", — განაცხადა მან.
გარდა ამისა, გენდერული კვოტირების დაცვის შემთხვევაში, პარტიები ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები