მორთული — ძველი ქართული ორნამენტები თანამედროვე დიზაინში
კომპანია მორთული გასული წლის ბოლოს შეიქმნა, ის მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ძველი ქართული ორნამენტებით მორთულ წინდებს სთავაზობს. წინდა უძველესი დროიდან ქართული ტრადიციული სამოსის განუყოფელი ნაწილი იყო, მატყლისგან იქსოვებოდა და ფერადი ორნამენტებით იყო გაფორმებული. სწორედ ამიტომ ბრენდმა გადაწყვიტა თავდაპირველად უნიკალური და მრავალფეროვანი ქართული ორნამენტები მაღალი ხარისხის ბამბის წინდებზე გადმოეტანა, რომელიც შესაძლებელია ყველა სტილის სამოს მოვუხდინოთ და ყოველ დღე ვატაროთ.
ბიზნეს იდეა კომპანიის დამფუძნებელს, თეა რამიშვილს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხშირი სტუმრობის დროს გაუჩნდა. მან აღმოაჩინა, თუ როგორ საოცარ ორნამენტებს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში. ისინი საქართველოს ყველა კუთხის უძველესს ხელნაწერებში, ქსოვილებში, მხატვრობაში, ოქრომჭედლობასა და კერამიკაში გვხვდება. ამ ორნამენტებს ის ხშირად უღებდა სურათებს ან აკეთებდა ჩანახატებს და საკუთარ თავს ეკითხებოდა, რატომ ასოცირდება ჩვენი ქვეყანა ძირითადად მხოლოდ ხინკალთან და ღვინოსთან, როდესაც ამდენი სხვა ღირებულებაც გვაქვს. სწორედ მაშინ გაჩნდა მორთული, ბრენდი რომელმაც გადაწყვიტა, ქართული ორნამენტების მოტივები თანამედროვე დიზაინში და ჩვენს ყოველდღიურობაში მისი მხატვრული სილამაზით და სიმდიდრით გადმოეტანა.
"წლები ბანკში ვმუშაობდი და ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთი რამე მეკეთებინა, რაც ხელოვნებასთან და შემოქმედებასთან იქნებოდა დაკავშირებული, რადგან ბავშვობიდან ვხატავდი და ეს სფერო ძალიან მაინტერესებდა. ორი წლის წინ დავიწყე გრაფიკული დიზაინის, ხატვის და ფოტოგრაფიის შესწავლა, მაშინვე დავიწყე ფიქრი ჩემს ბრენდზე. მაგ დროისთვის ორნამენტიკით უკვე ღრმად დავინტერესდი, ვყიდულობდი წიგნებს და ვეძებდი ბიბლიოთეკებში ორნამენტებს. ბრენდის სახელიც აქედან გაჩნდა, სიტყვა მორთულობა თითქოს მაშინვე ორნამენტს გვაგონებს. გასულ წელს, 40 წლის ასაკში ჩავაბარე თბილისის სამხატვრო აკადემიაში, დავანებე თავი ბანკში წარმატებულ სამსახურს და მთლიანად ხელოვნების სფეროში გადმოვერთე", — ყვება თეა რამიშვილი.
ბრენდის უმთავრესი მიზანია, თანამედროვე საზოგადოებაში ქართული ორნამენტების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. "ამით კიდევ ერთხელ გვინდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია და მისი მდიდარი წარსული", — ამბობს მორთულის დამფუძნებელი.
სტარტაპს ამ მოკლე დროში საკმაოდ ბევრი ერთგული მომხმარებელი გაუჩნდა და უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს. ქართული ორნამენტების და მათი ისტორიის გაცნობა, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მყიდველისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რაც ბრენდის მთავარი მოტივაციაა. მომხმარებლები ხშირად ყიდულობენ სწორედ იმ ორნამენტით მორთულ წინდებს, რომელი კუთხიდანაც არიან წარმოშობით და ეს ძალიან მოსწონთ. "არიან ერთგული მომხმარებლები ვინც თვითონ გვიგზავნიან თავისი კუთხის ორნამენტებს და ძალიან უხარიათ რომ ეს ორნამენტები გადატანილი იყოს ჩვენს პროდუქციაზე, ერთ-ერთი ასეთი მოწოდებული ორნამენტი გადავიტანეთ ჩვენს ახალ პროდუქტზე, მაისურზე. ეს არის აფხაზეთის, კერძოდ ბიჭვინთის XII საუკუნის ულამაზესი ქართული ორნამენტი".
ფოტო: მორთული
პანდემიის და შექმნილი რთული ვითარების გამო მორთულსაც, როგორც ბევრ სხვა სტარტაპს მოუწია თავისი სტრატეგიის და სამომავლო გეგმების შეცვლა. შეუძლებელი გახდა სტენდების დადგმა და ამიტომ ალტერნატიული გზა იყო პროდუქციის გაყიდვა სხვადასხვა ქართული მარკეტფლეისების (vendoo, shop.entrepreneur, mystartup) მეშვეობით. ასევე რადგან შეჩერებული იყო უმეტესი საწარმო, გართულდა ახალ იდეებზე მუშაობა და მათი შეთავაზება, რადგან ბრენდის ყველა პროდუქცია საქართველოში იწარმოება. გასულ თვეს ბრენდი უკვე აქტიურად ჩაერთო გაყიდვებში და მომხმარებლებს ახალი პროდუქტი - მაისურები შესთავაზა. მაისურებზეც ასევე გადმოტანილია ქართული ისტორიის ის ნაწილი როგორიცაა ორნამენტები. მორთულის პროდუქცია სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს ხიბლავს, ის შეიძლება მოიხდინონ როგორც სპორტული ასევე კლასიკური სტილის მოყვარულებმა.
მორთულის ყველა პროდუქტის დიზაინი მხოლოდ ქართული ორნამენტების მიხედვით არის შექმნილი, რომლებიც დაცულია ქართულ არქივებში და წიგნებში. ბრენდს დიდი სამომავლო გეგმები აქვს და მალე ის მომხმარებელს შესთავაზებს უფრო მეტ და მრავალფეროვან პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხის ორნამენტების უკეთ გასაცნობად.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები