წყევლა 3-ის გამოსვლის თარიღმა, შესაძლოა, 2021-მდე გადაიწიოს
Warner Bros.-მა შესაძლოა, წყევლის მესამე ნაწილის, The Conjuring: The Devil Made Me Do It-ის, გამოსვლის თარიღი სექტემბრიდან 2021 წლამდე გადაწიოს. წყევლის სამყაროს მორიგი ფილმი ტოვებს დაწყევლილი სახლის გარემოცვას და სასამართლოს სხდომის დარბაზში ინაცვლებს. წინა ფილმების მსგავსად, The Devil Made Me Do ეფუძნება ედ და ლორეინ უორენების რეალურ სასამართლო საქმეს. მეტიც, ფილმის მესამე ნაწილის ქვესათაური, სინამდვილეში, უორენების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის სახელია არნ შაიან ჯონსონის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ.
გასაკვირი არაა, რომ ჰოლივუდს კორონავირუსმა დიდი ზიანი მიაყენა. მას შემდეგ, რაც პანდემიის დასაწყისში კინოთეატრები დაიხურა, სტუდიებს თავიანთი ახალი ფილმების პრემიერების გადაწევა მოუწიათ, რაც დღემდე გრძელდება. რამდენიმე კინოთეატრის, მაგალითად, AMC-ს, დაბრუნება ივლისში იგეგმება ისეთი ახალი ფილმებისთვის, როგორებიცაა მულანი და კრისტოფერ ნოლანის Tenet, თუმცა აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევების ბოლოდროინდელი მოჭარბების გამო, შესაძლოა, ესეც შეიცვალოს. ახლა, როგორც ჩანს, წყევლის ახალი ნაწილის ჯერიც დადგა.
Deadline-ის მიხედვით, სიქველს მნიშვნელოვანი დაყოვნება ემუქრება და შესაძლოა, ის, სულაც, 2021 წლამდე გადაიდოს. გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, რადგან Warner Bros.-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ფილმის პრემიერის გადაწევა.
კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია წყევლის ფილმების სერიით და წლების განმავლობაში არაერთი სიქველი და სპინ-ოფი გამოუშვა. წყევლის ფრენჩაიზი ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო, თუმცა მას შემდეგ ფილმის მხოლოდ ერთი, პირდაპირი გაგრძელება გამოვიდა. მართალია, ფრენჩაიზის სპინ-ოფებს, Annabelle-სა და The Nun-ს, სხვადასხვაგვარი წარმატება ხვდა წილად, წყევლის ორ მთავარ ფილმს შედარებით კარგად შეხვდნენ ფანები და კრიტიკოსები, Warner Bros.-მა კი მშვენიერ შემოსავალს გამოჰკრა ხელი. ფანები სულმოუთქმელად ელოდნენ ფილმების სერიის ახალ ნაწილს, მაგრამ ახლა უკვე შესაძლოა, რომ მათ მოსალოდნელზე დიდხანს მოუწიოთ ცდა.
თუკი Warner Bros. 2021 წლამდე გადადებს The Conjuring: The Devil Made Me Do It-ის პრემიერას, სავარაუდოა, რომ მის გამოშვების თარიღს კომპანია თავის რომელიმე სხვა ფილმს გადასცემს, მაგალითად, Tenet-ს. კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის პრემიერის თარიღი რამდენჯერმე უკვე გადაიწია, თუმცა, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გათვალისწინებით, ჯერ უცნობია, გადმოიწევს თუ არა ფილმის თარიღი. The Conjuring: The Devil Made Me Do-ის 2021-ის გადაწევა სტუდიას მისცემს იმის თავისუფლებას, რომ ჯერ Tenet გამოსცეს. მართალია, ფანები იმედგაცრუებულები დარჩებიან, თუკი Warner Bros. დაადასტურებს ამ ცვლილებას, მაგრამ არც იმის გარანტია არსებობს, რომ ყველაფერი კვლავ "ნორმალურად" იქნება იმ დროს, რა დროისთვისაც The Conjuring: The Devil Made Me Do It-ის გამოშვება იგეგმება ახლა.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები