მალე Midsommar-ის ილუსტრირებული წიგნი გაიყიდება
2019 წელს გამოსულ ფილმებს შორის არი ასტერის საშინელებათა ჟანრის კინოსურათი Midsommar ნამდვილად იყო წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, რომელიც სხვადასხვა გავლენიან დაჯილდოებებზე სათანადოდ არ შეიმჩნიეს, თუმცა ჟანრული კინოს გულშემატკივრებმა მაინც განსაკუთრებულად შეიყვარეს ის.
თუ უკვე თქვენც ნახეთ ეს ფილმი, მაშინ არ დაგავიწყდებოდათ მისი გამორჩეულად მომხიბვლელი ატმოსფერო და ესთეტიკა.
Midsommar-ის პრემიერა გასულ ზაფხულს შედგა და ივლისში ამ თარიღიდან ერთი წელი გადის. ფილმის მწარმოებელმა კომპანია A24-მა კი გადაწყვიტა, რომ ამ ფაქტის აღსანიშნავად სპეციალური წიგნი გამოეშვა, რომელიც ფილმში გამოყენებული ნახატებით იქნება გაფორმებული.
ილუსტრაციების ავტორი რაგნარ პერსონია, რომელიც ასევე მუშაობდა ფილმში ნაჩვენები ვიზუალების შექმნაზე: მას თვეები დასჭირდა, რათა სკანდინავიური ფოლკლორი შეესწავლა და ადგილობრივი წარმოდგენების ავთენტური ნახატები შეექმნა.
წიგნი 62-გვერდიანი იქნება და მას თანდართული ექნება რეჟისორ მარტინ სკორსეზეს წინასიტყვაობა.
"რამდენიმე წლის წინ ვუყურე არი ასტერის პირველ ფილმს Hereditary. დასაწყისიდანვე აღფრთოვანებული ვიყავი. ამ ახალგაზრდა ხელოვანს ზუსტად ესმის, თუ რა არის კინო. სიმეტრიის დაცვა, სტრუქტურის აგების სიზუსტე, რიტმის შენარჩუნება და ხმა — ამ ფილმში ყველაფერი ეს ცხადი იყო", — წერს სკორსეზე.
წიგნთან ერთად იყიდება საიუბილეო გამოშვების კომპაქტ დისკი, რომელზეც რეჟისორის მონტაჟით ფილმის უფრო ხანგრძლივი, 171-წუთიანი ვერსიაა ჩაწერილი.
წიგნი და დისკი ერთდროულად $45 ეღირება და მისი შეძენა A24-ის ვებსაიტზეა შესაძლებელი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კინოკომპანია A24 ამ ფილმთან დაკავშირებულ ნივთებს ყიდის: რამდენიმე კვირის წინ საქველმოქმედო აუქციონზე Midsommar-დან ცნობილი სარიტუალო სამოსი გაიყიდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები