ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ავიაკომპანია აირზენა ბილეთებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებლად ყიდის. როგორც თურნავა ამბობს, ეს არასწორი ქმედებაა, რომელიც ადამიანებს საკმაოდ რთულ ვითარებაში აყენებს, ვინაიდან ასეთ რეისებზე ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბილეთების შეძენა ისეთ რეისებზე, რომელიც არ არის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეთანხმებული. სამწუხაროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია აირზენა ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს ჩვენთან შუთანხმებლად ყიდის და ეს რეისები არ არის ჩვენს მიერ ოფიციალურად გაცხადებულ მიმართულებებში. მოვუწდებთ ავიაკომპანია აირზენას, რომ შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები", — განაცხადა თურნავამ.

მან, ასევე მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელონ ფრენების მხოლოდ იმ ჩამონათვალით და განრიგით, რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდებზეა განთავსებული.