პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, აღდგება რეისები, რომლითაც სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სამშობლოში დააბრუნებს. პრემიერმა ამ თემაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბილეთის ფასი 200 ევროზე მეტი არ იქნება.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ ის პროგრამა რომლითაც ევროპის სხვდასხვა ქალაქებიდან გამოგვყავდა ჩვენი თანამემამულეები. ეკონომიკის სამინისტროს აქვს უკვე მიღებული დავალება, რომ სასწრაფოდ ორშაბათისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული განრიგი მოქალაქეებისთვის ბილეთის მისაღები ფასებით და ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტრო ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი მოლაპარაკებების რეჟიმშია "მწვანე კოლიდორებთან" დაკავშირებით. მისი თქმით, ეს პროცესი დროში რომ არ გაიწელოს მოქალაქეებს ქვეყანაში შეთანხმების მიღწევამდე დააბრუნებენ.