იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არცერთ ნორმალურ სახელწიფოს სურს — ბადრი ჯაფარიძე
ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებასა და მასში შემავალ ერთ-ერთ პუნქტზე - მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაზე საუბრობს.
"მმართველი გუნდის განცხადება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არ არსებობის შესახებ რეალობას არის აცდენილი. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, არცერთ ხელისუფლებას არ უღიარებია პოლიტიკური პატიმრების არსებობა. თუმცა, ისე, როგორ მაშინ, დღეს ქართული ოცნების განცხადების საპასუხოდ, მთელი მსოფლიო საუბრობს და წერს ჩვენი ქვეყნის პოლიტპატიმრებზე. ისინი მოუწოდებენ ქვეყნის ხელისუფლებას, შეწყვიტონ მართლმსაჯულების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება, რაც ქვეყნის რეპუტაციას ანგრევს", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შეწყვეტა არის პრინციპული ნაბიჯი, რადგან სხვა შემთხვევაში ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება კარგავს აზრს, თუკი ჩვენ არ გვაქვს სამართლიანი საარჩევნო გარემო. შეთანხმების სრულად შესრულება კი მმართველი გუნდის ინტერესში უნდა შედიოდეს.
"8 მარტის შეთანხმების შესრულება ხელისუფლების ინტერესში უნდა შედიოდეს, რადგან ამ საკითხის ასე ღიად დატოვება აზიანებს ქვეყანას და თავად ხელისუფლებას. პრობლემა უნდა გადაწყდეს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რადგან სადაც პოლიტპატიმრები არიან, იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ სურს. ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები აფერხებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მმართველი გუნდის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ გვყავს, ლელოს ლიდერი პასუხობს, რომ ხელისუფლების უარყოფით ეს არ შეიცვლება, რადგან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან არცერთი ხელისუფლება არ აღიარებდა პოლიტპატიმრებს, თუმცა ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა.
პარტიის ლიდერის თქმით, ქართული ოცნების მიზანი იყო, დაეტოვებინა ძველი საარჩევნო სისტემა, თუმცა ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მივიღეთ პროპორციული არჩევნები და შედგა 2020 წლის 8 მარტის შეთანხმება, რომლის ერთი ნაწილი იყო საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რაც მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკისათვის.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები