რამდენიმე წუთის წინ ახალი ქართული სერიალის, თესეას, პრემიერის თარიღი გახდა ცნობილი.

სერიალის პირველი სერია ხვალ, 3 ივლისს, ჩემი ცოლის დაქალების დასრულებისთანავე გავა ფორმულაზე.

სერიალში მთავარ როლს ჯგუფ არას სოლისტი ზურა ჯავახია შეასრულებს. სცენარის ავტორი ქეთი დევდარიანია, რეჟისორი კი — გიორგი ლიფონავა.

როგორც პირველი ტრეილერიდან ჩანდა, სერიალის მთავარი გმირი პირად ცხოვრებაში შექმნილი პრობლემების გამო ბებიასთან ჩადის, სადაც ბავშვობის სცენების თავიდან განცდის საშუალება ეძლევა. პერსონაჟი გადაწყვეტს, რომ რეჟისორი გახდეს და ვეფხისტყაოსანი მიუზიკლის სახით დადგას. ჩანაფიქრის განხორციელების პროცესში კი ის ხალხის მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება.