Westworld-ის შემქმნელები ვიდეოთამაშ Fallout-ის მიხედვით სერიალს გადაიღებენ
ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციების შემდეგ სულ უფრო პოპულარული ხდება ცნობილი ვიდეოთამაშების მიხედვით ფილმებისა თუ სერიალების გადაღება და აი, მალე ერთ-ერთი საკულტო თამაშის სატელევიზიო ეკრანიზაციასაც ვიხილავთ.
Amazon თავისი სტრიმინგ სერვისისთვის სულ უფრო მასშტაბურ პროექტებს აანონსებს და მათ შორის ერთ-ერთი ვიდეოთამაშ Fallout-ის ფრენჩაიზის მიხედვით გადაღებულია ახალი სატელევიზიო შოუ იქნება.
რაც ყველაზე მთავარია, ამ პროექტზე HBO-ს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ სერიალ Westworld-ის შემქმნელები, ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი იმუშავებენ, რაც იმის გარანტს გვაძლევს, რომ წინ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის კიდევ ერთი ძვირადღირებული და მასშტაბური სანახაობა გველოდება.
Fallout პირველად 1997 წელს გამოვიდა და დღემდე უმრავი ადამიანის საყვარელი ვიდეოთამაშია. ამდენწლიანი ფრენჩაიზის ძირითადი სიუჟეტური ხაზი 22-ე და 23-ე საუკუნეში ვითარდება და ატომური ომის შემდგომი მსოფლიოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეტწილად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკული კულტურის გავლენითაა შექმნილი.
"Fallout ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული თამაშია. ბევრმა ჩვენგანმა ის აურაცხელი დრო, რომელიც შეგვეძლო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაგვეტარებინა, ამ წარმოუდგენელი ფანტაზიის მქონე ისტორიის ყოველ ნაწილს მივუძღვენით. შესაბამისად, აღფრთოვანებულები ვართ, რომ შესანიშნავ გუნდთან ერთად ამ მასიურ, გამანადგურებელ და შავი იუმორით სავსე სამყაროს Amazon Studios-სთვის გავაცოცხლებთ", — წერია ჯოისა და ნოლანის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Fallout ერთადერთი ცნობილი ვიდეოთამაში არ არის, რომლის ეკრანიზაციაზეც მუშაობენ: HBO სერიალ Chernobyl-ის შემქმნელთან ერთად ასევე საკულტო ვიდეოთამაშ The Last of Us-ის მიხედვით ახალ სერიალს გადაიღებს; ამავდროულად კი ქეით ბლანშეტი Borderlands-ის მიხედვით დაგეგმილ ფილმში ლილითის როლს შეასრულებს.
მოკლედ, სატელევიზიო შოუებისა და ვიდეოთამაშების მოყვარულებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ უახლოეს მომავალში მასშტაბური და შთამბეჭდავი სანახაობა არ მოაკლდებათ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები