რატომ და როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ყურსასმენების მუდმივი მოხმარებისგან
სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ არაერთი პრობლემა გააჩინა. ბავშვები უფრო დიდ დროს ატარებენ ციფრულ მოწყობილობებთან. დღევანდელ პირობებში ისინი ისედაც ხშირად ატარებენ ყურსასმენებს, თუმცა ონლაინგაკვეთილებმა ამის საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა. ჯერ კიდევ არ ვიცით, სექტემბერში სწავლა როგორი პირობებით აღდგება, თუმცა სმენის დაზიანების საფრთხე უკვე არსებობს.
ბავშვები ყურსასმენებზე არიან მიჯაჭვულები. დღევანდელ რეალობაში ეს ნაცნობი სურათია.
ლორენ ბრიზი ნეშვილიდან ამბობს, რომ მისი 15 წლის შვილი, დეკლანი მთელი დღე ყურსასმენებს ატარებს.
"ის ყოველთვის მუსიკის დიდი ფანი იყო, მაგრამ ეს რაღაც ახალია და მას შემდეგ დაიწყო, რაც კარანტინის გამო სახლში ვართ. თითქოს მის ცხოვრებას მუსიკა უნდა გასდევდეს".
მისი პოზიციაა, რომ დღე რამენაირად უნდა გადააგორონ.
"არ მიცდია მისი შეჩერება, განსაკუთრებით ახლა, როცა ყველაფერი სხვანაირადაა. აქამდე სახლში ასე არ დადიოდა".
რამდენადაც კორონავირუსის გამო მეტ ოჯახს უწევს დროის მეტი პერიოდის განმავლობაში სივიწროვეში თავმოყრა, იზრდება ინდივიდუალური მოსასმენი სივრცის საჭიროება. მაგრამ დიდი ხნით ყურსასმენების გამოყენება საზიანოა — და ხმის სიძლიერე ამ განტოლების მხოლოდ ნაწილია.
სინამდვილეში, ხმის მოცულობა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. უხეშად რომ ვთქვათ, ეს მონაცემი მოსმენის ხანგრძლივობის ხმის სიძლიერეზე გამრავლებით მიიღება. როდესაც ერთი იზრდება, მეორე უნდა მცირდებოდეს.
უსაფრთხოების სათანადო ზომების გარეშე ბავშვებმა, შესაძლოა, სმენა დაკარგონ, გაუჩნდეთ კომუნიკაციის პრობლემა, ყურებში ზარის რეკვის შემაშფოთებელი სიმპტომები, ყურის დაგუბება, ზედმეტი მგრძნობელობა და ტკივილი.
"არაადამიანური სამუშაო გავწიეთ იმისთვის, რომ ხალხისთვის გვესწავლებინა, თავიანთი სმენა დაეფასებინათ", — განაცხადა ბავშვთა აუდიოლოგმა, ბრაიან ფლიგორმა.
სან-დიეგოში მცხოვრები დანა დინერმანი თავის 8 წლის შვილს ახსენებს ხოლმე, რომ ყურსასმენებში ხმა დაბალზე ჰქონდეს. დანას დედა, რომელიც აერობიკის ყოფილი ინსტრუქტორია და ვარჯიშებს მაღალი მუსიკის ფონზე ატარებდა, ახლა სმენის აპარატს იყენებს.
"ხალხი უფრო მეტად შეწუხებულია სოციალური ქსელების, ვიდეოთამაშებისა და ეკრანთან გატარებული დროის გამო. ექიმი კითხვების ჩამონათვალს გაძლევთ: ეწევა ვინმე სახლში? რამდენი ხანი უყურებს ტელევიზორს? რას ჭამს? მაგრამ არავინ გეკითხება ყურსასმენებზე, მაღალ ხმაზე ან რამე მსგავსზე", — ამბობს დანა დინერმანი.
ის ასევე ღელავს თავის 10 წლის ძმისწულზე, რომელიც ვიდეოთამაშების დროს მუდმივად ყურსასმენებს ატარებს. დინერმანის თქმით, ყურსასმენებში ხმა იმდენად მაღალია, რომ თუ ბავშვს კითხვას დაუსვამ, ის მას ვერ გაიგონებს.
არის თუ არა ბავშვებისთვის დამზადებული ყურსასმენები უსაფრთხო?
ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. საბავშვო ყურსასმენებს 85 დეციბალზე აქვთ შეზღუდვა, რაც დამხმარე საშუალებაა, თუმცა ეს ყველაფერი არაა.
"85 დეციბალის ხმის უსაფრთხო სიძლიერედ განსაზღვრა აზრს მოკლებულია", — განაცხადა მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა, რიკ ნეიცელმა — "ზემოქმედება მიემართება არა მხოლოდ ხმის ინტენსივობას, არამედ მოსმენის ხანგრძლივობას და სიხშირესაც. დროის იგნორირება ყველაფერს აზრს უკარგავს. 85 დეციბალი მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს ხმის უსაფრთხო სიძლიერეა, არამედ იმიტომ, რომ ეს ერთ-ერთია იმ გზებს შორის, რომლითაც სამრეწველო ხმაური რეგულირდება".
გარდა ამისა, ზოგიერთი საბავშვო ყურსასმენი, რომელსაც ხმის მოცულობა ლიმიტირებული აქვს, კომფორტული ყურის ჩიხოლებითა და გამძლე ელემენტით იყიდება, რის გამოც ბავშვებს მათი ტარება მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ.
"ეს ყოვლად წინააღმდეგობრივი გზავნილებია", — ამბობს ექიმი ნეიცელი.
ხმის დაბალი მოცულობის მუდმივი ზემოქმედება, რომელთა შესახებაც ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, ასევე ძალიან დამაზიანებელია.
მოსმენის რა რაოდენობაა უსაფრთხო?
ამაზე უნივერსალური პასუხი არ არსებობს. ნეიცელი და ფლიგორი ამბობენ, რომ თუ ასეთ რთულ კონცეფციაში ციფრებს შევიყვანთ, მაშინ მომხმარებლების უმრავლესობისთვის ულიმიტო მოსმენის უსაფრთხო ხმის სიძლიერე 70 დეციბალია.
დღეში რვასაათიანი ხმაურის ზემოქმედებისთვის უფრო "ლიბერალური" მიდგომაა: 83 დეციბალის ზღვარი. თუმცა 75 დეციბალი "რეალური კომპრომისია".
მუსიკისგან მიღებულ სიხარულზე უარის თქმა არ ღირს. ექიმი ფლიგორის სიტყვებით, ასეთი მაქსიმუმის დაწესება ადამიანებს პროტესტის გრძნობას უჩენს და აშკარა გზავნილების მიღებაში ხელს უშლის. მაგალითისთვის რომ შევადაროთ, 70 დეციბალი პატარა მტვერსასრუტის ხმაურს უდრის, ხოლო 85 — ძლიერი მტვერსასრუტის.
თუმცა ხმაური ყოველთვის მდგრადი არ არის. ის თავის თავში მოიცავს პიკსა და ვარდნას, ასევე, ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სიხშირე, ჰარმონიულობა და რევერბერაცია (ჟღერა, რომელიც შენარჩუნებულია ბგერის წყაროს მოქმედების შეწყვეტის შემდეგ).
ამასთან, ხმაურის ზემოქმედება კუმულატიურია. თუ ყურსასმენების მოყვარული ბავშვი დრამებზე უკრავს, გაზონს კრეჭს ან ყოველ საღამოს ქვაბზე უკაკუნებს, მაშინ ხმაურის დღიური დოზა მკვეთრად იმატებს. ამ აქტივობებისთვის უმჯობესია დამცავი ყურსასმენების გამოყენება.
უცნობ ფაქტორად რჩება ინდივიდუალური აღქმა. შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ვისი ყურია უფრო გამძლე და ვისი — არა.
"ხმაურის ერთი და იგივე დოზა ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს", — ამბობს ბრაიან პოლარდი, Hyperacusis Research-ის პრეზიდენტი, რომელიც ხმაურით გამოწვეული ტკივილის კვლევებს აფინანსებს.
მუდმივი დაბალი ხმაურისგან გამოწვეული ზიანი პატარ-პატარა გაფრთხილებებით ვითარდება. ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა ოდენობის რისკთან გრძნობენ თავს კომფორტულად.
როგორ გავიგოთ, რომ ჩვენს ყურებს ვაზიანებთ?
ამის მიხვედრა ხშირ შემთხვევაში რთულია მანამ, სანამ ძალიან არ დაგვიანდება.
"სმენის აღქმის ცვლილება შეიძლება თანმიმდევრული ან მოულოდნელი იყო", — ამბობს პოლარდი.
სმენის კარგვა არ ნიშნავს, რომ რაღაცები უფრო რბილად ისმის. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია რთულდება — ადამიანებს ესმით, მაგრამ ვერ იგებენ. მეტყველება დახშობილად ისმის, მუსიკა — ყრუდ. იოლი საუბრები რთულდება.
ამასთან, ყურში ჩნდება წუილი — ხმაური, რომელიც მოსახლეობის 10-20 პროცენტს აწუხებს. ჩვეულებრივ, მცირე მოცულობის ხმაურის ზემოქმედება ყურებში წუილს უფრო იწვევს, ვიდრე სმენის დაქვეითებას.
ექიმი ნეიცელის თქმით, ყურებში წუილი ერთობ უსიამოვნოა ადამიანებისთვის. ამას ხშირად თან ერთვის წნევისა და დაგუბების შეგრძნება.
უფრო სერიოზულად მიიჩნევა ჰიპერაკუსიტი — მგრძნობელობა, რის გამოც გარშემო არსებული ხმები არაკომფორტულად ხმამაღალი ჩანს და შეიძლება იმ დონემდე განვითარდეს, რომ სადილის დროს ჭურჭლის ჩხარუნი აუტანელ ტკივილს იწვევდეს.
რა შეიძლება გააკეთონ მშობლებმა და ბავშვება, რომ ყურსასმენებით მოსმენის პროცესი უსაფრთხო იყოს?
მშობლები უნდა დარწმუნდნენ, რომ თავიანთი შვილის ყურსასმენებიდან გარეთ გამოღწეულ ხმებს არ უსმენენ. მათ უნდა ესმოდეთ, როცა ესაუბრებიან. ყურსასმენების გამოყენებისგან კი დროდადრო უნდა შეისვენონ.
ხმაურის დამხშობი ყურსასმენები ძვირი ღირს, თუმცა კარგია ფონური ხმაურის დასახშობად, მაგალითად, მანქანით მგზავრობის დროს, როცა მუსიკისთვის ხმის აწევის გარეშე ბავშვი მას გარკვევით მოუსმენს. ასეთი ყურსასმენები არ უნდა აგერიოთ ისეთ მოწყობილობაში, რომელსაც ხმის აწევის ლიმიტირებული ფუნქცია აქვს ან სრულად ახშობს ხმაურს და სპეციალური სამუშაოების დროს გამოიყენება.
ექიმი ფლიგორი მშობლებს სთავაზობს, ბავშვებს სმენა სამ წელიწადში სულ მცირე ერთხელ მაინც შეუმოწმონ. ამან შეიძლება სამომავლო პრობლემებიც გამოავლინოს. ამასთან, მშობლებს შეუძლიათ დააკვირდნენ, რამდენად ხშირად იყენებენ ბავშვები კითხვას — "რა?".
როგორც ექიმები ამბობენ, ნებისმიერი სიმპტომი საშიშია — ყურებში ზარის ხმა, დახშული ხმა, სენსიტიურობა, ტკივილი, სმენის ცვლილება — მაშინაც კი, თუ ისინი დროებითია. ფლიგორის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ სამომავლოდ სმენას პრობლემები შეექმნება:
"სმენა შეიძლება საკმაოდ ადვილად დაიკარგოს და ამის გამოსწორების გზა არ არსებობს".
სტატია ითარგმნა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები