ეროვნული გამოცდები იწყება — რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
6 ივლისიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. ამას მოჰყვება საგრანტო კონკურსი და სამაგისტრო გამოცდებიც, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება.
ჯანდაცვის სამინისტრომ გამოცდების ჩატარების განახლებული რეკომენდაციები დაამტკიცა. უკვე ცნობილია, რომ გამოცდის წერის დროს ნიღბის ტარება სავალდებულო არ იქნება, ხოლო თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, საგამოცდო ოთახში კონდიცირება დასაშვები იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოცდის დროს კალამს დაარიგებენ, გამოსაცდელებს უფლება აქვთ, საკუთარი გელიანი კალმით მივიდნენ. კალმებს ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდება. ასევე, ყოველი სესიის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტარდება ლეპტოპებსაც.
ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი რეკომენდაციების თანახმად, აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის წინასწარ ადგილები მოინიშნება. რეგისტრატორებს დამცავი ფარი/ნიღაბი ეკეთებათ ან სამუშაო მაგიდაზე დამცავი, გამჭვირვალე ბარიერი გაკეთდება.
ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება დეზობარიერი და ხელის დასამუშავებელი ხსნარები, ასევე, ჩატარდება თერმოსკრინინგი.
გამოსაცდელებმა აუცილებელი ნივთებისა და კალმის გარდა საგამოცდო ცენტრში სხვა არაფერი უნდა იქონიონ. სხვა შემთხვევაში ნივთები სპეციალურ პარკებში მოთავსდება და შეინახება.
საგამოცდო სექტორებში სამუშაო მაგიდების განთავსება
- სექტორში სამუშაოდ მხოლოდ სივრცის 50 პროცენტი გამოიყენება;
- სამუშაო მაგიდების წინ დამონტაჟდება გამჭვირვალე ფარები/ბარიერები;
- მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს სულ მცირე ორი მეტრი, ხოლო ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი სულ მცირე 1 მეტრი.
კონდიცირება და ვენტილაცია
გამოცდის პერიოდში უსაფრთხო ვენტილაციისთვის ფანჯრები იქნება გაღებული. თუმცა სესიის დაწყებამდე ოთახი კონდიციონერით გაგრილდება.
გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერის ჩართვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო სივრცეში ჰაერის ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს მიაღწევს:
- კონდიციონერის მუშაობის პროცესში საგამოცდო სივრცეში მყოფ ყველა პირს უნდა ეკეთოს ნიღაბი;
- კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული სივრცეში მყოფი პირებისკენ;
- კონდიციონერის მუშაობის პროცესში აუცილებელია ფანჯრების ღიად დატოვება.
თერმოსკრინინგი და გამოსაცდელთა გამოცდაზე დაშვების პირობები
რეკომენდაციის თანახმად, თუ გამოსაცდელს გამოცდის წინა დღეებში ექნება მაღალი ტემპერატურა, მან უნდა ჩაიტაროს PCR-ტესტი და წარმოადგინოს ცნობა, რომ არ არის კოვიდით ინფიცირებული. ასევე, თუ აქვს ქრონიკული სიცხე, უნდა მოიტანოს სამედიცინო დაწესებულების ოჯახის ექიმის (ან ქრონიკული დაავადების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ექიმ-სპეციალისტის) ცნობა (ფორმა #100).
თუ გამოსაცდელს 37°С ან 37°С -ზე მეტი ტემპერატურა აღენიშნა, 15 წუთში უნდა გადაუმოწმოთ ტემპერატურა ვერცხლისწყლის თერმომეტრით. გადამოწმების შემდეგ 37,5°С-მდე (37,4°С-ის ჩათვლით) შედეგის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
- თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ მისი განთავსება ხდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო დარბაზში. შემთხვევა კი აღინიშნება შენიშვნით, რომელსაც მომდევნო გამოცდაზე უნდა მიექცეს ყურადღება;
- თუ გამოსაცდელს არა აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული და მიღებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, გამოსაცდელის გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტა ხდება ექიმის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე.
მეორე ვარიანტის შემთხვევაში მოვლენები შეიძლება განვითარდეს ასე:
- თუ სიცხის გარდა გამოსაცდელს არ აღენიშნება რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი (ხველა, ცემინება, სურდო, ქოშინი), იგი განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
- იმ შემთხვევაში, თუ 37°С-დან 37,4°С-მდე ტემპერატურას თან ახლავს რესპირატორული ინფექციისათვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, მაშინ გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასეთმა გამოსაცდელმა PCR ტესტი სასურველია ჩაიტაროს მომდევნო გამოცდამდე;
- 37,5°С ტემპერატურისას (რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც) გამოსაცდელის განთავსება ხდება ცალკე სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდებულია მომდევნო გამოცდამდე PCR-ტესტის გაკეთება.
ტემპერატურის 37,5°С-ზე მეტის შემთხვევაში:
- თუ გამოსაცდელს არ აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCRტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ის მოიხსნება გამოცდიდან და რეკომენდაციის თანახმად, უნდა მიმართოს ექიმს/დარეკოს 112-ზე;
- თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რესპირატორული სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, განთავსდება ჩვეულებრივ სხვა გამოსაცდელებთან საერთო სექტორში;
- თუ გამოსაცდელს აქვს გამოცდამდე, არაუმეტეს 2-3 დღით ადრე, ჩატარებული PCR-ტესტირების დასკვნა კოვიდ-უარყოფითი შედეგით, მაშინ ექიმი აფასებს მის მდგომარეობას და რომელიმე რესპირატორული სიმპტომის არსებობის შემთხვევაში, გამოსაცდელის განთავსება ხდება სარეზერვო ოთახში დამცავი ფარის მქონე მაგიდასთან და ორმეტრიანი რადიუსის დისტანციით ამავე ოთახის სხვა მაგიდებთან. ასევე რეკომენდაციის თანახმად, შემდეგ გამოცდამდე უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს კონსულტაციის მიზნით.
გამოსაცდელის ვალდებულებები
აუცილებელი ნივთებისა და გელიანი ნივთების გარდა საგამოცდო ცენტრში სხვა ნივთების მიტანა საჭირო არაა.
საგამოცდო ცენტრში სავალდებულოა ნიღბის ტარება:
- სამუშაო მაგიდასთან კუთვნილი ადგილის დაკავებამდე;
- საგამოცდო სექტორის დატოვების დროს;
- სხვა პირებთან კომუნიკაციის დროს;
- საგამოცდო სექტორში კონდიციონერის მუშაობისას;
- 37°С-ზე მეტი სხეულის ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში (მიუხედავად PCRტესტირების კოვიდ-უარყოფითი შედეგისა).
მითითების შემთხვევაში გამოსაცდელებმა სადეზინფექციო ხსნარით ხელები უნდა დაიმუშავონ. ამასთან. სავალდებულოა სოციალური დისტანციის მაქსიმალური დაცვა.
ცენტრის პერსონალის ვალდებულებები
- სამუშაო ადგილზე დაცული უნდა იყოს ჰიგიენალ
- სამუშაოს შესრულებისას გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
- სამუშაოს დასრულების შემდე დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს ადგილსა და ხელსაწყოებს;
- აუცილებელია ხელის ხშირი ჰიგიენა;
- ხელების მიტანა თავლებზე, ცხვირსა და პირზე სასურველი არაა. მუშაობსი პერიოდში კი თმა მჭიდროდ უნდა იყოს დამაგრებული, რათა ის სახეს არ შეეხესო.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვანახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა ნახეთ: კომპანია Boston Dynamics-მა ბეწვიანი რობოძაღლი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები