Wizz Air-მა ოპერაციები არამხოლოდ საქართველოში, ბევრ ქვეყანაში შეამცირა — უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ დაბალბიუჯეტურმა უნგრულმა კომპანია Wizz Air-მა ოპერაციები და ფრენები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში შეამცირა. მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა ყოველთვის ხელს უწყობდა კომპანიის ოპერირებას საქართველოში და ის იმედს გამოთქვამს, რომ Wizz Air მალე იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში.
"ამ პანდემიის პირობებში ძალიან შემცირდა Wizz Air-ის ფრენები, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე ან უნგრეთზე გავრცელებული სპეციფიკა. Wizz Air-მა არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში შეამცირა ოპერაციები და ფრენები.
უნგრეთის მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა Wizz Air-ის ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე და ხელს უწყობდა მის მუშაობას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, უბრალოდ, დროის საკითხია და აუცილებლად Wizz Air იპოვის თავის ადგილს მსოფლიოში", — განაცხადა სიიარტომ. (მთავრობის თარგმანი)
ამ თემაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც. მისი თქმით, არაერთი სპეკულაცია გავრცელდა იმაზე, რომ კომპანია საქართველოდან გადის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და Wizz Air საქართველოში რჩება.
"ჩვენთან არის Wizz Air, როემლიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნგრული კომპანია საქართველოში. ის აგრძელებს საქართველოში ყოფნას. ის არის და იქნება საქართველოში და გააგრძელებს ამ კავშირების გაღრმავებას, როგორც უნგრეთთან, ისე ევროპასთან საქართველოს მოქალაქეების წვდომის თვალსაზრისით", — განაცხადა ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას.
ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას პანდემიის დროს მხარდაჭერისთვის. ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ.
Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის, ანდრაშ რადოს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე დროებით ჩერდება ოპერირება და არ იხურება.
"ჩვენ არ ვხურავთ ბაზას, ჩვენ არ გვაქ რაიმე გეგმა ამასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ვაჩერებთ ბაზის ოპერაციებს, თვითმფრინავები სხვა ბაზაზე გადავიყვანეთ".
ონლაინ პრესკონფერენციაზე მან განმარტა, რომ საქართველოში დასაქმებულების გათავისუფლება არ იგეგმება და მათთვის გამოსავლის პოვნას ცდილობენ.
"ჩვენ ქუთაისის ბაზის თანამშრომლებს ვთავაზობთ საზღვარგარეთ, ვიზეარის სხვა ბაზაზე მუშაობას მანამ, სანამ განვაახლებთ ოპერირებას. არავის გათავისუფლებას არ ვაპირებთ", — თქვა მან.
ამასთან, Wizz Air-მა ამ თემაზე განმარტებითი განცხადებაც გაავრცელა, სადაც წერს, რომ მზადაა ეპისდიტუაციიდან გამომდინარე აღადგინოს ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან და შემდეგ დაამატოს კიდევ ახალი მიმართულებები.
- ქუთაისის ბაზაზე დროებით ჩერდება ოპერირება, თანამშრომლების გათავისუფლება არ იგეგმება — Wizz Air
- Wizz Air ბაზას დროებით აუქმებს, თუმცა მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს მიმართულებები
- Wizz Air რჩება საქართველოში და თავს კომფორტულად გრძნობს — ნათია თურნავა
- მნიშვნელობა არ აქვს თვითმფრინავს Wizz Air ქუთაისის აეროპორტში დააყენებს, თუ რომელიმე თავის ბაზაზე — თურნავა
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
კომენტარები