საქართველოს ბანკი ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად ქალთა გაძლიერების ხელშემწყობ ინიციატივას იწყებს
საქართველოს ბანკმა ხუთ ევროპულ საფინანსო ინსტიტუტთან ერთად (DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund) 2X Challenge ინიციატივის მხარდაჭერაზე განაცხადა. ინიციატივა ქალი მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ბიზნესის მხარდაჭერას და განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
2X Challenge ინიციატივის შეერთებით საქართველოს ბანკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა მისი მიზნები, რაც ქალებისთვის ხარისხიან დასაქმებასა და ეკონომიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ბანკში დასაქმებულთა 40%-ზე მეტი ქალია და საქართველოს ბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქალთა როლის და წინსვლის გაძლიერების მიმართულებით. ეს გამოიხატება ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა დეკრეტულ შევებულებასთან დაკავშირებული კომპენსაცია, პრემია ქორწინებისას და დამატებითი ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღეები.
"ჩვენ, საქართველოს ბანკში ვცდილობთ ხელი შევუწყოთ გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, წავახალისოთ კულტურა, რომელიც აქტიურად აფასებს განსხვავებებს და აღიარებს, რომ სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ სამუშაო პროცესსა და გარემოში. მოხარული ვარ, რომ 2X Challenge-მა აღიარა ბანკის წარმატებული პრაქტიკა ქალთა როლის გაძლიერების, ბანკის პოლიტიკისა და მის მიერ განხორციელებული პროგრამების მიმართ, რომელიც ქალთა დასაქმების, განვითარების და წინსვლის ბარიერების აღმოფხვრისაკენ არის მიმართული", — განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
2X Challenge-ის შექმნა 2018 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გენდერული უთანასწორობის გლობალურ ანგარიშს მოყვა. მასში აღნიშნული იყო რომ გენდერული დისბალანსის წინააღმდეგ, არსებული ტემპებით ბრძოლის შემთხვევაში, საჭიროა 202 წელი, რათა ეკონომიკურ პროცესებსა და თანაბარ გენდერულ შესაძლებლობებში განსხვავება დაიძლიოს.
ინიციატივამ G7-ის ქვეყნებსა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს მოუწოდა ძალების გაერთიანებისკენ, რათა 3 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება მომხდარიყო, რაც განვითარებად ქვეყნებში ქალებისთვის ლიდერობის შესაძლებლობებზე წვდომას, ხარისხიან დასაქმებას, დაფინანსების მოპოვებას, ქალი მეწარმეების ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
საფინანსო ინსიტუტების, როგორიცაა DEG, Finfund, FMO, SIFEM და Swedfund-ის გაერთიანებული ძალისხმევა არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლიათ საფინანსო ინსტიტუტებს მხარი დაუჭირონ გენდერულ თანასწორობას. მიმდინარე მდგომარეობით, FMO-ს მიერ განხორციელებული 13 ინვესტიცია უკვე აკმაყოფილებლს 2X Challenge-ის კრიტერიუმებს, რის შედეგადაც 270 მლნ აშშ დოლარი მიმართულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები