მაჭავარიანი მეწარმეებს: შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, შესაძლოა, კორონავირუსი ფართოდ გავრცელდეს, რაც ეკონომიკური ზრის ნაცვლად კლებას გამოიწვევს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში ეკონომიკის კლება მოსალოდნელ 6%-ზე უფრო მაღალი იქნება და -7 ან -8%-ს შეადგენს. ამიტომ, მინისტრი ქართველ მეწარმეებს ეუბნება, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში მათ შემოსავლები არ მოემატებათ.
"მე მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მას მოემატება შემოსავლები, ცდებიან იმიტომ, რომ გახსნის შემთხვევაში, იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების. ეს საკმარისი იქნება კოვიდის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რამე მატერიალური სიკეთე რომ მოიტანოს. [...]
ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა მინუსდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, -6%-ზე ავა, მაგრამ უკონტროლო გახსნის შემთხვევაში -7%, -8% იქნება, ჩვენ დათვლილი გვაქვს", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
კერძოდ, მაჭავარიანი განმარტავს, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში, წლის ბოლომდე დაახლოებით 50 000 ტურისტი შეიძლება შემოვიდეს, რაც 0,5% იქნება წინა წლებში შემოსული ტურისტების რაოდენობისა და არ იქნება საკმარისი ეკონომიკის გაძლიერებისთვის. მისი თქმით, ვინაიდან ახლა არ გვაქვს შიდა გავრცელება და პრაქტიკულად ყველა შემთხვევა საზღვარზევეა დაფიქსირებული, მარტივად ამუშავდა შიდა ტურიზმი; მაგრამ მისივე თქმით, თუ საზღვრის გახსნის შემდეგ ვირუსი ისევ გავრცელდება, შიდა ტურიზმი დაიკლებს, რაც ეკონომიკაზე უფრო მეტად აისახება. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ეს უფრო მეტად დაარტყამს ადგილობრივ მეწარმეებს, კაფეებისა და რესტორნების მფლობელებს და ა.შ.
"შეიძლება ეს არ იყოს დიდი გავრცელება და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფა, შეიძლება ჩვენმა ჯანდაცვამაც გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს, მაგრამ ის, რომ თითო-ოროლა შემთხვევა იქნება აჭარაში, კახეთში ან სხვაგან, ქართული შიდა ტურიზმის სენტიმენტებსაც ისე დააქვეითებს, როგორც ეს არის მსოფლიოში დაქვეითებული.
ეს ნიშნავს სინამდვილეში რას შიდა მეწარმისთვის, ვისაც აქვს რესტორანი, კაფე, პატარა საასტუმრო რეგიონში და ა.შ.? ეს ნიშნავს იმას, დღეს რა შემოსავალიც აქვთ, რამდენი კლიენტიც და სტუმარიც შედის, შეიძლება, იმაზედ ნაკლები მიიღონ. უყურეთ რა პარადოქსია. შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ კონტრინტუიტიურია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. ერთეული შემთხვევები, რომელიც სხვადასხვა რეგიონში გაჩნდება, დააგდებს და შეამცირებს სენტიმენტებს, შიდა მოგზაურობის, შესაბამისად ვერ გადაგვიწონის", — განაცხადა მაჭავარიანმა იმედის ეთერში.
საერთაშორისო ტურისტებისთვის საზღვრების გახსნა პირველ ივლისს იყო დაგეგმილი. მთავრობის წარმომადგენლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებოდით, ვინც საზღვრებს გახსნიდა, თუმცა ასე არ მოხდა და პროცესი 31 ივლისამდე გადაიდო. ახლა მთავრობაში აცხადებენ, რომ ტურისტების მიღების შემთხვევაში, არსებობს ეპიდაფეთქების საფრთხე, რაც უფრო მეტად დააზარალებს ეკონომიკას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები