Constantine-ს ახალ ფილმს, შესაძლოა, ჯეი ჯეი აბრამსი გაუძღვეს
როგორც ცნობილი გახდა, მუშაობა მიმდინარეობს Constantine-ს ახალ ფილმზე ჯეი ჯეი აბრამსის თაოსნობით. DC Comics-ის ცნობილი პერსონაჟი დიდ ეკრანებზე უკვე გამოჩნდა 2005 წლის Constantine-ში, რომელშიც ოკულტისტი დეტექტივის როლს კიანუ რივზი ასრულებდა.
NBC-მ მოგვიანებით შექმნა Constantine-ს სერიალი მეტ რაიანის მონაწილეობით, თუმცა ის ერთი სეზონის შემდეგ შეწყდა. მიუხედავად ამისა, რაიანმა პერსონაჟის განსახიერება CW-ს Arrowverse-ში გააგრძელა, სადაც ჯერ Arrow-ში გამოჩნდა, მოგვიანებით კი დროებითი პერსონაჟის სახით შეუერთდა Legends of Tomorrow-ს მესამე სეზონს და გუნდის მუდმივი წევრის სახით — მე-4 სეზონს. მან აგრეთვე გაახმოვანა კონსტანტინის პერსონაჟი DC-ს რამდენიმე ანიმაციურ პროექტში, მათგან უახლესი კი Justice League Dark: Apokolips War არის.
ამჟამად DC-ს არაერთ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, როგორც DC Extended Universe-ში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მეტიც, DC-ს, როგორც ჩანს, უფრო მეტი მიმდინარე პროექტი აქვს, ვიდრე მის მთავარ კონკურენტ Marvel-ს. DCEU-ს უამრავი მოსალოდნელი ფილმის (მათ შორის მეტ რივზის The Batman-ის და ჯეიმზ განის The Suicide Squad-ის) გარდა, CW-ზე Arrowverse აგრძელებს გაფართოებას და 2021-ში Superman & Lois-ის შოუს ვიხილავთ. ამასთანავე DC-ს კარგი პლაცდარმი აქვს DC Universe-სა და HBO Max-ის სახით — ორი სტრიმინგ სერვისის, რომლებიც ერთგულ ფანებს ემსახურება.
The Direct-ის ცნობით, Warner Bros. მუშაობს Constantine-ს ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე, რომლის პროდიუსერიც აბრამსი იქნება თავის კომპანია Bad Robot-თან ერთად. ჯერჯერობით უცნობია, დაუბრუნდება როლს კიანუ რივზი თუ ახალი ფილმი სრული რიბუთი იქნება.
მართალია, The Direct შედარებით ახალი საიტია და, შესაბამისად, მისი სანდოობა ბოლომდე აშკარა არ არის, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ინფორმაცია ლოგიკურია, თუკი გავითვალისწინებთ აბრამსის სხვა მიმდინარე პროექტებს. WarnerMedia-სთან შეთანხმებით აბრამსი ქმნის Justice League Dark-ის სატელევიზიო სერიალს. The Direct აცხადებს, რომ ამ ახალ Constantine-ს ექნება Justice League Dark-ისთვის დამახასიათებელი ტონი და სტილი, რაც მათ შემდგომ კავშირზე შეიძლება მიანიშნებდეს. სხვა თუ არაფერი, ჯონ კონსტანტინი Justice League Dark-ის გუნდის საკვანძო წევრია, რომელიც სპეციალიზდება უფრო ბნელ, მისტიკურ საფრთხეებში.
და მაინც, გავიმეორებთ: ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ ახალ Constantine-ზე მუშაობა უკვე დადასტურებულია, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ ეს ასე იყო. შესაძლოა, უფრო კონკრეტული ინფორმაცია მივიღოთ DC FanDome-ზე, ფანების ვირტუალურ ღონისძიებაზე, აგვისტოში. ამ კონვენციას მოყვება ბევრი დიდი სიახლე DC-ს სამომავლო პროექტების შესახებ და ის მშვენიერი ადგილია ახალი ფილმის დასაანონსებლად. ცხადია, ყოველივე ეს სპეკულაციაა; დიდი ალბათობით, Warner Bros. ოფიციალურად დააანონსებს Constantine-ს, როცა ამის დრო მოვა.
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები