Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს
- ევროპაბეთის მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი მენტალ ჰაბი გაიხსნა
- Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები მენტალ ჰაბშიც შეძლებენ
მენტალ ჰაბი მეორე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრია, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის პარტნიორი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრი ლუდომანიით დაავადებული ადამიანების გარდა, უფასო ფსიქოთერაპიულ დახმარებას იმ სამედიცინო პერსონალსაც გაუწევს, ვინც უკვე რამდენიმე თვეა covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული.
"მენტალ ჰაბი ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მულტიპროფილურ გუნდს აერთიანებს. გუნდის წევრები მუშაობენ როგორც ფსიქო-სოციალური საჭიროებების მქონე პაციენტებთან — თერაპიული და სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხით, ასევე აქტიურად არიან ჩართულები აკადემიურ საქმიანობაში, ატარებენ ფსიქოლოგიურ ვორქშოპებსა და სემინარებს. ჩვენ გვაერთიანებს იდეა, რომ პაციენტზე ორიენტირებული გარემო სტიგმასთან და სტერეოტიპებთან ბრძოლით იწყება.
სწორედ ასეთ ნაბიჯად მიგვაჩნია ჩვენი ჩართვა responsible.ge-ს პროექტშიც. თანამშრომლობის ფარგლებში, თავდაპირველად მხოლოდ თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი საჭიროება შესაძლოა ძალიან დიდი იყოს იმ სამედიცინო პერსონალისთვისაც, ვინც მთელი ეს პერიოდი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ", — ამბობს ფსიქიატრი და მენტალ ჰაბის დამფუძნებელი აკაკი ბურკაძე.
ევროპაბეთში აღნიშნავენ, რომ უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსები როგორც ლუდომანებისთვის, ისე სამედიცინო პერსონალისთვის მათი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებისა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკის ნაწილია. მათივე განცხადებით, ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ღირებულების, პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვას ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან ცდილობს.
"პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა: პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. ჩვენი გახმაურებული თანამშრომლობა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ კამარასთან სწორედ უკანასკნელი პუნქტის ნაწილია. უფასო ფსიქორეაბილიტაციის კურსი, რომელიც თებერვალში გამოცხადდა, ამ დრომდე მიმდინარეობს. კამარას ფსიქოთერაპევტების პროფესიონალიზმის დამსახურებით, კურსი არც პანდემიის გამო შეჩერებულა და ონლაინ რეჟიმშიც წარმატებით გაგრძელდა.
მიუხედავად ჩვენს პროექტზე საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურებისა, პროგრამის გამოცხადებიდან 2 დღეში ადგილები სრულად შეივსო, რამაც მსგავსი შესაძლებლობის გაფართოების საჭიროებაში დაგვარწმუნა. კამარასთან თანამშრომლობის ფარგლებში კურსს 40-ზე მეტი ადამიანი გადის. მენტალ ჰაბის რესურსით კიდევ რამდენიმე ჯგუფი შედგება. ასევე დაემატება სეანსები სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ვფიქრობთ მნიშვნელოვანი შეთავაზებაა პანდემიასთან გამკლავებისთვისაც.
responsible.ge-ის ეგიდით მომავალში მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით პარტნიორების ჩამონათვალის გაფართოებას და ამით თამაშზე დამოკიდებულთათვის ფსიქორეაბილიტაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას კვლავ ვგეგმავთ", — ამბობს ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგოუა.
რეგისტრაცია მენტალ ჰაბში 8 ივლისიდან დაიწყება. მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე 0322 051911. ოპტიმალური კურსი 3-6 თვეს მოიცავს და კვირაში 8 საათიანი ინტენსიური დატვირთვით ჩატარდება. თუმცა, ცენტრის დამფუძნებლის განცხადებით, გამონაკლის შემთხვევებში კურსი გახანგრძლივდება და მუშაობის ინტენსივობაც გაიზრდება საბოლოო, წარმატებული შედეგების მიღწევამდე.
ევროპაბეთის ინფორმაციით, პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა 2019 წლის დეკემბერში წარადგინეს და პირველი მასშტაბური ნაბიჯი რეკლამის თვითრეგულირება გახდა — კომპანიამ გარეთ განთავსებული ყველა ბანერი ჩამოხსნა და მედიაში საკუთარი კომუნიკაციის რეგულირება დაიწყო. მცირე ხანში კი ინოვაციური ტექნოლოგია "დროის კონტროლი" დანერგა.
"რეკლამაში დაზოგილი თანხა ევროპაბეთს საშუალებას აძლევს, ბიუჯეტი სპორტის განვითარების, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობისა და სხვა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხებისკენ მიმართოს. ვებგვერდზე responsible.ge დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც ევროპაბეთის მომხმარებლები სარგებლობენ.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები