ელექტრონული ანკეტა და სხვა მოთხოვნები — რა პროცედურები უნდა გაიაროს მოგზაურმა საქართველოში შემოსვლამდე
საქართველო იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვის საზღვარი გახსნილია, სპეციალურ მოთხოვნებს უწესებს. პროცედურა დღეს, 8 ივლისის ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააჟღერა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის გზით, ხოლო პროცედურა შემდეგნაირი იქნება:
- საზღვრის გადმოკვეთამდე მოგზაურმა უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა, მათ შორის, საქართველოში ვიზიტამდე, ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია;
- მოგზაურმა ანკეტაში უნდა მიუთითოს, სად აპირებს დროის გატარებას საქართველოში ყოფნის დროს, მათ შორის, მისი საკონტაქტო ინფორმაცია;
- თუ თერმოსკრინინგის დროს დაუფიქსირდა 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურა, მგზავრს აეროპორტში ჩაუტარდება PCR ტესტი;
- სავალდებულო კარანტინს გაივლიან ის პირები, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია ექნებათ.
ჩიქოვანის თქმითვე, საქართველოში ჩამოსულ პირებთან, ქვეყანაში დარჩენის პერიოდში, აქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.
საქართველო ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას დღეიდან, 8 ივლისიდან საზღვრებს უპირობოდ უხსნის. პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით ეს ქვეყნებია:
- გერმანია;
- საფრანგეთი;
- ლიეტუვა;
- ლატვია;
- ესტონეთი.
მთავრობაში განმარტავენ, რომ რეგულარული ავიამიმოსვლას ამ ქვეყნებთან აგვისტოში კომპანია Lufthansa დაიწყებს, მანამდე კი ჩარტერულ რეისებს შეასრულებს საქართველოს ავიახაზები.
თავდაპირველად, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვრები საერთაშორისო ვიზიტორებისთვის პირველ ივლისს უნდა გახსნილიყო. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ისრაელთან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან. ისრაელში ეპიდსიტუაციის გაუარესების მიზეზით, საზღვრის გახსნის შეთანხმება ჩაიშალა.
მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდებოდა და საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი მწვანე ზონის ქვეყანა, რომელიც საჰაერო საზღვრებს გახსნიდა. მოგვიანებით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საზღვრების გახსნა 31 ივლისამდე გადაედო და ამის მიზეზად ისევ ეპიდსიტუაცია და ეკონომიკური ზარალი დაასახელა.
კერძოდ, სახელისუფლებო გუნდი ამბობდა, რომ ტურისტების შემოსვლა, ქვეყანას ეკონომიკურად კი არ გააძლიერებდა, პირიქით, შეეძლო დაეზარალებინა კიდეც, თუკი გავრცელდებოდა ვირუსი და ქვეყანაში გაურესდებოდა ეპიდსიტუაცია.
ამის პარალელურად, ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა, რომ "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15 ქვეყნისთვის საზღვრები გაეხსნათ. ამ ქვეყნებს შორის იყო საქართველოც. წევრი ქვეყნების ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და საზღვრები სხვადასხვა პირობით გახსნა, ნაწილმა არა.
რაც შეეხება სახმელეთო საზღვრების გახსნას, პრემიერმინისტრის განცხადებით, ეს ჯერ არ იგეგმება.
გაიგეთ მეტი:
- ესტონეთი საქართველოსთან საზღვრებს ხსნის
- დანია საქართველოს საზღვრებს არ უხსნის
- 2 ივლისიდან გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის
- ესპანეთი საქართველოს საზღვრებს უხსნის
- ნიდერლანდებმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა
- ისლანდია "ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო" 15-ვე ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსაც უხსნის საზღვარს
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები