ნახეთ პირველი კადრი Call Me by Your Name-ის რეჟისორის ახალი სერიალიდან
როგორც ჩანს, იტალიელ რეჟისორს ლუკა გუადანინოს განსაკუთრებულად აინტერესებს თინეიჯერების ყოველდღიური ცხოვრება და მათი ურთიერთობა ერთმანეთთან თუ სამყაროსთან: სულ მალე მის ახალ სერიალს ვიხილავთ, რომელიც სწორედ მოზარდების შესახებ მოგვითხრობს.
We Are Who We Are — ასე ჰქვია ახალ სერიალს, რომელიც ლუკა გუადანინოს პირველი სატელევიზიო პროექტი იქნება. რეჟისორმა ეს სატელევიზიო შოუ HBO-სთვის გადაიღო.
ამ პროექტის ხილვას სატელევიზიო შოუების მოყვარულები განსაკუთრებულად ელიან და სულ ცოტა ხნის HBO-მ პირველი კადრები გაავრცელა და დააანონსა, რომ პრემიერა ამ წლის სექტემბერში შედგება.
We Are Who We Are ორი ამერიკელი მოზარდის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც იტალიაში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ. სწორედ მაშინ იწყება მათი მოულოდნელობებით სავსე თავგადასავალი, რომელიც მეგობრობის, პირველი სიყვარულისა და იდენტობის აღმოჩენაში დაეხმარებათ.
სერიალში ძირითადად ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა მსახიობები იღებენ მონაწილეობას, მათ შორის არიან მარტინ სკორსეზეს შვილი ფრანჩესკა სკორსეზე და ცნობილი მომღერალი Kid Cudi.
გასულ წელს HBO-მ თინეიჯერული თემატიკით სატელევიზიო შოუ Euphoria გამოუშვა, რომელიც არაერთმა კრიტიკოსმა და მაყურებელმა ამ ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად აღიარა. შესაბამისად, წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც ლუკა გუადანინოსთან თანამშრომლობით გაგვიცრუებენ იმედებს.
შეგახსენებთ, რომ ეს ერთადერთი ახალი პროექტი არ იყო, რომელზეც ლუკა გუადანინო მუშაობდა: ის ამავდროულად საკულტო ფილმ Scarface-ის მიხედვით ახალ ფილმს გადაიღებს და ერთგულ მაყურებლებს 2017 წელს გამოსული დრამატული სასიყვარულო ისტორიის Call Me by Your Name-ის გაგრძელებას შესთავაზებს, სადაც კვლავ ტიმოთი შალამე და არმი ჰამერი ითამაშებენ.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები