თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ამირხანაშვილთან — შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ტელეკომპანია ფორმულამ და მთავარმა არხმა ახალი ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც აქამდე უცნობი თეთრი მიკროავტობუსი და თეთრპერანგიანი პირი ფიქსირდება.
7 ივლისს გადაცემა პოლიტმეტრში ვახო სანაიამ ისაუბრა აქამდე უცნობ მანქანაზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე, მცხეთაში არსებულ ხიდზე გადაადგილდებოდა.
ტელეკომპანიის მტკიცებით, ხიდზე ინდიციდენტის შემდეგ ტოიოტა ქამრის ავტომობილი ჯერ თბილისისკენ წავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა და დადგა იქ, საითკენაც ბიჭები გაიქცნენ. მანქანა გაჩერდა ფერად შენობასთან. როგორც ვახო სანაიამ თქვა, იმ ადგილას, სადაც სავარაუდოდ ტოიოტა ქამრი დადგა, ორ წუთში გამოჩნდა კიდევ ერთი ავტომანქანა და ისიც ხიდის თავთან გაჩერდა. მანქანის სერია და მარკა არ ჩანს და მას ავარიული ფარები აქვს ჩართული. სანაიას თქმით, ამ მდგომარეობაში მანქანა ხუთი წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული. რა მანქანაა ეს, ვის ეკუთვნის და რატომ დგას იქ, უცნობია.
ვახო სანაიას გადაცემაში, სადაც ეს კადრები გავრცელდა, ფერად შენობასთან უცნობ მანქანაზე კითხვა დაუსვეს გიორგი შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს. მისი ინფორმაციით, უცნობი მანქანა თბილისი-ჭიათურის სამარშრუტო ტაქსია, რომელიც გაჩერდა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იდგა ტოიოტა ქამრი. ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ პოლიციამ მძღოლი და მანქანა უკვე დაადგინა. კითხვაზე, რატომ იდგა იქ აღნიშნული მანქანა და რატომ გაჩერდა, ნიკოლაძე ამბობს, რომ ზუსტი მიზეზი არ იცის.
მოვლენები, რომელსაც ვახო სანაია აღწერს, ვითარდება ფერად შენობასთან, სადაც გიორგი შაქარაშვილის მეგობარი, გუკა ამირხანაშვილი იმალებოდა. ამ ადგილას ტოიოტა ქამრის მგზავრებმა ამირხანაშვილი იპოვეს, მანქანაში ჩაისვეს და თბილისში წაიყვანეს.
კიდევ ერთი ვიდეოკადრი იმავე საღამოს მთავარმა არხმა გაავრცელა. ამჯერად მოქმედება თბილისში, დიდუბის მეტროსთან ვითარდება და კადრში თეთრი სატვირთო მიკროავტობუსი, თეთრპერანგიანი პირი და გუკა ამირხანაშვილი ჩანან.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც ამირხანაშვილი მანქანიდან ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოსვეს, ის რამდენიმე მეტრს გადის, გზის გადაკვეთას ცდილობს, თუმცა უკან ბრუნდება და სიბნელეში ჩერდება.
მალევე ბენზინგასამართ სადგურთან ჩერდება თეთრი ფერის მიკროავტობუსი, რომელსაც ფანჯრები არ აქვს. იქიდან გადმოდის თეთრპერანგიანი პირი, რომელიც ამირხანაშვილისკენ მიდის. მთავარი არხის ინფორმაციით, ეს ადამიანი ამირხანაშვილს 4 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდა.
ნიკა გვარამიას თქმით, აღნიშნული კადრები საქმის მასალაში დევს.
ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის თეთრპერანგიანი პირი ფურგონიდან. ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ აღნიშნული პირი ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის შვილია.
რა მანქანა იდგა მცხეთაში არაგვის ხიდზე, არის თუ არა ეს იგივე მანქანა, რომელიც დიდუბეში გაჩერდა და ვინ არის თეთრპერანგიანი პირი — უცნობია.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 7 ივლისს ბრიფინგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. კიდევ ერთი საეჭვო გარემოება, რომელიც ამ საქმეში იკვეთება გუკა ამირხანაშვილს ეხება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ადგილი ფერად შენობასთან, სადაც ის თავდასხმის შემდეგ იმალებოდა, დაიწვა.
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები