14 გზა, რომლითაც სამსახურში სტრესს და გადაწვას აირიდებთ თავიდან
რაც არ უნდა საყვარელ საქმეს ვაკეთებდეთ, ზოგჯერ მაინც დგება ჩვენს ცხოვრებაში ეტაპი, როცა საქმისგან ძალიან ვიღლებით, ვშფოთავთ ან გადაწვის პირას მივდივართ. ასეთ დროს აუცილებელია, შევჩერდეთ და ყოველდღიურობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ამ სტატიაში მოგიყვებით 14 ხერხზე, რომელიც სამსახურში სტრესის მართვასა და გადაწვის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ.
1. შეაფასე, როგორ გავლენას ახდენს სტრესი შენზე
შეიძლება ეს ძალიან მარტივად ჟღერს, მაგრამ ხშირად სათანადოდ არ ვაფასებთ იმ ზიანს, რაც სტრესს ჩვენს ჯანმრთელობაზე მოაქვს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ხშირად მოინიშნავ, როგორ იგრძენი თავი დამღლელი დღის ბოლოს, თუ გადაიღალე ემოციურად ან პესიმისტურად განეწყვე.
თუკი დიდი ხნის განმავლობაში სტრესის ქვეშ ხარ და მის მართვას ვერ ახერხებ, ამან, შესაძლოა, შენს სხეულსა და გონებრივ ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა მოახდინოს. სამსახურთან დაკაშირებული გადაწვა, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ზოგჯერ დეპრესიას და შფოთვით აშლილობასაც იწვევს.
სტრესის ნიშნები
- დაღლილობა და ენერგიის არქონა
- თავის ტკივილი
- უძილობა
- მადის ცვლილება
- საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები
- გულისცემის სწრაფი ცვლილება
- ოფლიანობა
- დაბალი თვითშეფასება
- ლიბიდოს დაქვეითება
- ხშირი ავადმყოფობა
2. ჩამოწერე სტრეს-ფაქტორები
თუკი ჩაინიშნავ სტრესულ სიტუაციებს, ეს დაგეხმარება, გაიგო, რა გაწუხებს ყველაზე მეტად. მაგალითად, დაძაბულობის გამომწვევ უჩინარ მიზეზებს შორის, შესაძლოა, უსიამოვნო სამუშაო გარემო ან სახლიდან სამსახურამდე ხანგრძლივი მგზავრობა იყოს.
დაიწყე ერთი კვირით — ჩაიწერე, რა იწვევს შენში სტრესს და როგორ რეაგირებ მასზე. კარგია, თუ ჩანაწერში ის ადამიანები, ადგილები და მოვლენებია გამოკვეთილი, რომელთაგან ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური ცვლილებები იგრძენი.
როცა წერას დაიწყებ ჰკითხე შენს თავს:
- როგორ ვიგრძენი თავი ამ მოვლენის შემდეგ?
- რა რეაქცია მქონდა ამ ყველაფერზე?
- რა გზებით შემიძლია პრობლემის მოგვარება?
3. მიეცი შენს თავს დრო ძალების აღდგენისთვის
გადატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, საკუთარ თავს რამდენიმე წუთი მაინც დაუთმე. ეს გადაწვას აგარიდებს თავიდან.
სამსახურეობრივ შეხვედრებს შორის საინტერესო პოდკასტის ან სასაცილო ვიდეოს ნახვაც ზოგჯერ საკმარისია იმისთვის, რომ ცოტა ხნით დამღლელ რუტინას მოწყდე და შემდეგ განახლებული ძალებით განაგრძო საქმე.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ არასამუშაო საათებში სამსახურთან დაკავშირებულ მეილებზე ან საქმეზე ფიქრი შეამცირო და რამდენადაც შესაძლებელია, საღამოს ტელეფონიც ნაკლებად შეამოწმო.
4. გააუმჯობესე დროის მართვის უნარები
ზოგჯერ სამსახურის საკითხებზე ღელვა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ორგანიზებული ხარ. სცადე, კვირის დასაწყისში პრიორიტეტულად დაალაგო საქმეები და მნიშვნელობების მიხედვით შეაფასო ის. ასევე, საქმის გაჭიანურების ნაცვლად, ეცადე, მუშაობის პროცესში კონცენტრაციისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები გამორიცხო.
5. დაიცავი ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის
მუდმივად სამსახურის საკითხებზე ზრუნვით, შესაძლოა, გადაწვის პირას მიხვიდე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ზუსტი გამყოფი ხაზი გაავლო სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის. ეს გულისხმობს სოციალიზაციისთვის დროის დათმობას და საკუთარ თავთან მკაცრი რუტინის დაწესებას, თუ როდის შეამოწმებ მეილებს და როდის დაისვენებ.
6. გადააფასე უარყოფითი ფიქრები
როცა დიდი ხნის განმავლობაში რაღაც საკითხზე დარდობ, შესაძლოა, ნაადრევი დასკვნების გაკეთებისა და სიტუაციის უარყოფით ჭრილში დანახვისკენ მიდრეკილება გაგიჩნდეს. მაგალითად, თუ შენი უფროსი დილით ღიმილიანი სახით არ მოგესალმა, შეიძლება იფიქრო, რომ ის შენზე გაბრაზებულია. ავტომატურად დასკვნების გამოტანის ნაცვლად, ეცადე, უარყოფით ფიქრებს თავი დააღწიო და უბრალოდ, მოვლენებს დააკვირდე.
7. დაეყრდენი მეგობრებს და ოჯახის წევრებს
სამსახურისგან შექმნილი სტრესული სიტუაციებიდან თავის დასაღწევად ზოგჯერ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან დროის გატარებაც კარგი საშუალება იქნება.
თუკი მძიმე სამუშაო კვირა გელის, სთხოვე ოჯახის წევრებს, დროებით გადაიბარონ საოჯახო საქმე, რომელსაც, ჩვეულებრივ, შენ ასრულებ ხოლმე. იმის ცოდნა, რომ შენს გვერდით ადამიანები არიან და მხარს გიჭერენ, რთული სიტუაციების შემსუბუქებაში დაგეხმარება.
8. მოუარე თავს
აუცილებელია, საკუთარ თავზე ზრუნვისთვის დრო გამოყო. პრიორიტეტი მიანიჭე ძილს, გართობას და კვების რეჟიმს დღის განმავლობაში. ფიქრობ, რომ დრო არ გაქვს? გახსოვდეს, რომ სამუშაოს უკეთ გაართმევ თავს თუკი შენი საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებული იქნება.
9. ისწავლე სარელაქსაციო ტექნიკები და ივარჯიშე
მედიტაცია, ღრმა სუნთქვის ვარჯიშები, იოგა და სხვა ფიზიკური აქტივობები შფოთვებისა და სტრესის შემცირებაში დაგეხმარება. დაიწყე დღეში რამდენიმე წუთით, მარტივი აქტივობით, რომელზეც მთელს ყურადღებას გადაიტან და ისიამოვნებ — იქნება ეს გასეირნება თუ რამდენიმე აზიდვის გაკეთება. შემდეგ კი თანდათანობით გაზარდე დრო და ფიზიკური აქტივობის ინტენსივობა.
აქციე ეს ჩვევად
- შეჩერდი სამუშაოს დაწყების წინ და განსაზღვრე შენი მიზნები.
- გადმოწერე მედიტაციის აპლიკაციები, რომელსაც მაშინ გამოიყენებ, როცა სამსახურში ან მგზავრობისას უკიდურეს დაძაბულობას იგრძნობ
- დაგეგმე 5-წუთიანი შესვენებები და შეასრულე სუნთქვის ვარჯიშები
- გამოყავი დრო სირბილის ან მსუბუქი ვარჯიშებისთვის
10. თავი შორს დაიჭირე სამსახურში ჭორაობისგან
სამსახურში კონფლიქტი ჩვენს ემოციურ კეთილდღეობაზე დიდ გავლენას ახდენს. ეცადე, სამსახურში საჭორაო საკითხებს თავი აარიდო. ყურადღება გაამახვილე თანამშრომლის დადებით მხარეებზე, შეცვალე საუბრის თემა ან უბრალოდ, გაერიდე სიტუაციებს, სადაც დიდი შანსია, ჭორაობა წამოიწყონ.
11. შეეშვი პერფექციონიზმს
თუკი ოფისში ზედმეტ საათებს ატარებ იმ დოკუმენტების კიდევ უფრო დასახვეწად, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკვე დაასრულე, სჯობს, საქმისადმი მიდგომა შეცვალო.
მიუხედავად იმისა, რომ პერფექციონიზმს დადებითი ეფექტები აქვს, ხშირ შემთხვევაში მას გადაწვამდეც მივყავართ. შეინარჩუნე მაღალი სტანდარტები, მაგრამ შეცდომას ძალიან მტკივნეულადაც ნუ მიიღებ.
12. დაისვენე
სამსახურისა და სხვა პასუხისმგებლობებისგან დროებით "გამოთიშვა" გონებისა და სხეულის დასვენების საშუალებას მოგცემს. აუცილებელი არაა, ხანგრძლივ მოგზაურობაში წახვიდე, ხშირად ქალაქგარეთ გასვლაც საკმარისია "რესტარტისთვის".
13. ესაუბრე შენს ზედამხედველს
დახმარების მიღება შენი უფროსისგან აუცილებლად აგარიდებს თავიდან გადაწვის ნიშნებს. ესაუბრე მშვიდად, აუხსენი შენი მდგომარეობა, ჩივილის ნაცვლად, პრობლემებიდან გამოსავალი შესთავაზე. ხოლო თუ შენს უფროსთან მაინცდამაინც სასიამოვნო ურთიერთობა არ გაქვს, სთხოვე ადამიანური რესურსების დეპარტამენტს ან სხვა თანამშრომელს, გიშუამდგომლონ.
14. სცადე თერაპია
იმისთვის, რომ სპეციალისტთან მიხვიდე და თერაპიას მიმართო, აუცილებელი არაა, მენტალური ჯანმრთელობა შერყეული გქონდეს. სამსახურში გადაღლილობა მშვენიერი მიზეზია იმისთვის, რომ პროფესიონალებისგან დამატებით დახმარება ითხოვო.
ფსიქოთერაპევტი დაგეხმარება, უკეთესად ამოიცნო ის მიზეზები, რაც სამსახურში სტრესს იწვევს და მათ სამართავად გამოსავალიც ერთად იპოვოთ.
ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში Fitpass დაგეხმარებათ. მხოლოდ ერთი ბარათით თქვენ შეგიძლიათ, ერთდროულად სხვადასხვა სპორტული მიმდინარეობით დაკავდეთ და 100-ზე მეტი სპორტული დაწესებულების სერვისებით ისარგებლოთ. ფიტპასი საუკეთესო გზაა თანამშრომლების მოტივაციისთვის, ლოიალურობისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
კომენტარები