გაცილებით ადრეულ ეპოქაზე იქნება — ელაიჯა ვუდი ბეჭდების მბრძანებლის სერიალზე
როგორც უკვე ვიცით, ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებით გამკლავების შემდეგ რამდენიმე დიდი ჰოლივუდური პროექტის მესვეურებს უფლება მისცა, რომ ქვეყანაში დაგეგმილი გადაღებები განეახლებინათ და ბეჭდების მბრძანებლის სერიალის შემოქმედებითი გუნდიც სულ მალე გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდება.
ერთგულ მაყურებლებთან ერთად ამავე სახელწოდების მქონე საკულტო ფილმების ტრილოგიის მონაწილეებიც მოუთმენლად ელიან, თუ როგორი იქნება ჯ.რ.რ. ტოლკინის ფენტეზის ჟანრის წიგნების სატელევიზიო ეკრანიზაცია: პიტერ ჯექსონის ფილმებში ფროდო ბეგინსის როლის შემსრულებელმა, ელაიჯა ვუდმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში სერიალის მიმართ მის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"მოხიბლული ვარ იმით, რასაც ამ შოუში აკეთებენ. ამ პროექტს ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიას უწოდებენ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ოდნავ შეცდომაში შემყვანია. როგორც გავიგე, ქრონოლოგიურად ისინი შუახმელეთის ისტორიის გაცილებით ადრეულ ეპოქაზე მუშაობენ — იქამდე, ვიდრე ბეჭდების მბრძანებლიდან ცნობილი გმირები გამოჩნდებოდნენ. ეს უფრო სილმარილიონის ეპოქას ჰგავს", — განაცხადა მსახიობმა.
ელაიჯა ვუდმა ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, უახლოეს მომავალში ახალ ზელანდიაში გადაღებების დაწყებასთან დაკავშირებით:
"სწორედ ამის გამო ცნობისმოყვარეობა მკლავს, თუ რა იქნება სერიალის მთავარი სიუჟეტური ხაზი. ყველასთვის ცნობილია, რომ მოვლენები კვლავ შუახმელეთში განვითარდება და მიხარია, რომ გადაღებები კვლავ ახალ ზელანდიაში იქნება: მომავალ სერიალს სულ მცირე ვიზუალური კავშირი მაინც იქნება იმასთან, რაც ჩვენ ყველამ მანამდე ფილმებში შევქმენით".
როგორც უკვე ვიცით, მომავალ სერიალში ბეჭდების მბრძანებლის ფილმებიდან ცნობილ მსახიობებს არ ვიხილავთ: შოუს სრულიად ახალი სამსახიობო გუნდი ჰყავს. შესაბამისად, ელაიჯა ვუდი მის შექმნაში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ნებისმიერ დროს ჩაერთოს გადაღებებში:
"იმ ეპოქის სამყარო რომ იყოს, რომელშიც ბუნებრივი და შესაძლებელი იქნება ჩემი მონაწილეობა, რა თქმა უნდა, მზად ვარ. ნებისმიერი საბაბი ახალ ზელანდიაში სამუშაოდ გასამგზავრებლად და უკვე მზად ვარ".
ბეჭდების მბრძანებლის სერიალის შესახებ ინფორმაციის დიდი ნაწილი მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა ვიცით, რომ გადაღებების სულ მალე განახლება, ამავდროულად კი შოუსთვის აქტიურად ეძებენ "უჩვეულო გარეგნობის" ადამიანებს.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
კომენტარები