სქროლის მოძრაობა უსაფრთხო გზებისთვის
სქროლის გუნდმა, სკუტერის უსაფრთხო მართვის შესახებ რეკომენდაციების კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისთვის, გადაწყვიტა, წამოეწყოთ კამპანია, რომლის ფარგლებში "სქროლის მართვის აკადემია" ატარებს ტრენინგების სერიას სკუტერის მართვისა და უსაფრთხოების წესების შესასწავლად, სადაც მონაწილეები საჩუქრად დაცული მგზავრობის ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტს — ჩაფხუტს მიიღებენ.
"ჩვენთვის, სქროლის გუნდისთვის, ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, სკუტერის უსაფრთხო მართვის შესახებ რეკომენდაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს", — აცხადებენ კომპანიაში.
სკუტერის მართვა მარტივი და სახალისოა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქალაქში არსებობს სხვადასხვა დაბრკოლება, რომელმაც შესაძლოა ახალბედა სქროლერი შეაფერხოს, იქნება ეს ქვეითები, ავტომობილები, თუ გზის წინაღობები. "სქროლის მართვის აკადემიის" ღონისძიების ფარგლებში აკადემიის ტრენერები მონაწილეებს სკუტერის მართვას ასწავლიან ისეთ უსაფრთხო გარემოში, სადაც სატესტო გასქროლვა დამწყებებს გაცილებით გაუმარტივდებათ. ასევე, აუხსნიან იმ ფუნდამენტურ წესებს, რაც უნდა გაითვალისწინონ მგზავრობის დროს, რათა იმგზავრონ კომფორტულად და უსაფრთხოდ.
"მართალია უსაფრთხოების წესებს ონლაინ სივრცის საშუალებით აქტიურად ვავრცელებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრულიად ახალი სატრანსპორტო საშუალების კარგად ასათვისებლად თეორიულ გაკვეთილებთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილებაც საჭიროა", — გვიყვებიან სქროლში.
ასევე, სქროლის მართვა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, მხოლოდ სრულწლოვანებისთვისაა ნებადართული, ამიტომაც ამ უსაფრთხოების წესის დარღვევების მინიმუმამდე შესამცირებლად, ბანკებთან თანამშრომლობის ფარგლებში აპლიკაციაში აკრძალულია სასკოლო ბარათების გამოყენება და სამუდამოდ იბლოკება ის ანგარიში, რომლის გამოყენებაშიც არასრულწლოვანი იქნება შემჩნეული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აპლიკაცია მომხმარებლებს თავადაც აძლევს მითითებებს და უხსნის წესებს, რომელთა დაცვაც უსაფრთხო მგზავრობაში დაგვეხმარება. უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, აპლიკაციაში არსებობს ზონები, სადაც გადაადგილების სიჩქარე შეზღუდულია, მაგალითად: ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა პარკები და სკვერები ვერ გასქროლავ მაღალი სიჩქარით, რადგან შესაძლებელია ამით საფრთხე შეუქმნა სხვებსაც და საკუთარ თავსაც. სწორედ ამიტომ, ასეთ ტერიტორიებზე შესვლისას, შენივე და სხვისი უსაფრთხოებისთვის, სქროლის გადაადგილების სიჩქარე იკლებს. აპლიკაციაში ასევე მონიშნულია ზონები, სადაც სკუტერის გაჩერება არ შეიძლება.
გარდა ამისა, კომპანია სქროლმა და ფონდმა პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიზანიცა ეკომეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია, ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცოდნისა და ცნობიერების დონის ამაღლება და ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
წესები უსაფრთხო მგზავრობისთვის:
- სკუტერზე დადექი მარტო
- მართვა ნებადართულია 18 წლიდან
- რეკომენდებულია ატარო ჩაფხუტი
- არ გაიკეთო ყურსასმენები
- ატარე ორივე ხელით
- იყავი ფხიზელი
- დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები
- სამანქანო გზაზე სქროლვის დროს სკუტერი მოძრაობის მიმართულებით, სავალი გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს ატარე
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
კომენტარები