მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა ამერიკის ხელისუფლების სანქციებს დააჩქარებს — პოლიტიკური პარტია რეფორმერის წევრი გიორგი ავაზაშვილი
საქართველოს პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო.
ახალი პოლიტიკური პარტია რეფორმერის გამგეობის წევრის, იურისტ გიორგი ავაზაშვილის განცხადებით — "ეს ცვლილება ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს, რომლის მეშვეობითაც მას ექნება საშუალება საჭიროების შემთხვევაში მკვეთრად ჩაერიოს მაუწყებლობის საქმიანობაში და ხელი შეუშალოს მის მაუწყებლობას".
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონი, ზოგადად, ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებზე და არ ვრცელდება მაუწყებლებზე. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგს: თუ კომისიის მიერ ავტორიზებული ლიცენზიის მფლობელი პირისათვის ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.
"ერთი შეხედვით ეს ცვლილება არ ეხება მაუწყებლებს, მაგრამ ამ კანონპროექტში მაინც ჩანს ის წყალქვეშა ქვები, რომელიც შესაძლოა მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი აღმოჩნდეს. კანონის ანალოგიით ან მისი ფართო განმარტების გზით შესაძლებელია უკვე ამ რეგულაციის გამოყენება მაუწყებლების საქმიანობაში ჩარევის მიზნით.
ამასთან, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ რეგიონებში მაუწყებლები ამავდროულად წარმოადგენენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირებს, ანუ მაუწყებლობას თავისივე მულტიპლექსით გადასცემენ. ისინი ერთდროულად გამოდიან მაუწყებლები და ავტორიზებული პირებიც. ეს გარემოებაც კარგად გვაჩვენებს თუ რა საფრთხის შემცველია ერთი შეხედვით "უწყინარი" კანონპროექტი.
იმედია, სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ასევე თავად საკანონმდებლო ორგანოც არ დაუშვებს ამ კანონპროექტების მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ მედიაში ჩარევის ახალ მექანიზმებსა და ბერკეტებს, რომელიც ნელ-ნელა შეზღუდავს და საფრთხეს შეუქმნის სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ით შემცირებას, ეს უკვე ნიშნავს რომ ამერიკის შეერტებული შტატების ხელისუფლებამ გადაწყვიტა სანქციების დაწესება. თუ ეს კანონპროექტი მიღებულ იქნება როგორც კანონი ჩვენი პარლამენტის მიერ, ჩვენ სახეზე გვექნება მედიის შეზღუდვა, ეს კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას ჩვენთვის სტრატეგიულად მთავარ პარტნიორთან და გამოიწვევს დასავლური კურსის შეფერხებას. ეს შემაშფოთებელი იქნება არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ ევროკავშირისთვის, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის". — აცხადებს პარტია რეფორმერის წევრი გიორგი ავაზაშვილი.
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
კომენტარები