როგორც არასდროს, ისეა საჭირო კომუნიკაციის გააქტიურება აშშ-სთან, ნდობის რეაბილიტაცია — პატარაია
ახალი პოლიტიკური პარტია რეფორმერი ეხმაურება კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ იმ კანონპროექტის დამტკიცებას, რომელშიც საქართველოსთვის სახსრების 15%-ის "დაკავებაზეა" საუბარი. როგორც პარტიის წევრი ლაშა პატარაია აცხადებს, აშშ-საქართველოს ურთიერთობის ამგვარად განვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკას.
"ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15%-ით გაყინვის შესახებ, კიდევ ერთი ძალიან საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლებისთვის. სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი გადაწყვეტლების მიღება და იმ მოტივით, რომ ქვეყანას აქვს პრობლემები დემოკრატიასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი პოლიტიკური აქტი, რომელიც დიდ პრობლემებს ქმნის არა მხოლოდ ამერიკასთან სამომავლო ურთიერთობებში, არამედ სხვა პარტნიორებთანაც.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სრულფასოვანი სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენთვის გადამწყვეტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამ ინიციატივით ერთიანად დადგა საფრთხის წინაშე ქვეყნის პოზიციონირება, ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკა.
ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან კარგად არ არის გაცნობიერებული ამ პარტნიორობის მნიშვნელობა, რაზეც მეტყველებს ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებში, გამოხატული ოპტიმისტური დამოკიდებულება იმის შესახებ, რომ კანონპროექტი ვერ იხილავდა შუქს. ეს ფაქტი აქამდე არსებული განცხადებებისგან სწორედაც იმით განსხვავდება, რომ საკანონმდებლო ინიციატივის დონეზე დარეგისტრირდა კონგრესში.
ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა კომუნიკაციის გააქტიურება ამერიკასთან, რომ დავარწმუნოთ სტრატეგიული პარტნიორები იმ სამი დაპირების შესრულებაზე, რაც უკვე გამოქვეყნდა ოფიციალურ წყაროებში: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა და ბიზნეს-სამართლებრივი სივრცისა და შესაბამისი პროცესების რეგულაცია უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაში. გარანტია, რომ ინვესტიციების შემოდინებას და მათ შემდგომ უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრება.
მომავალი ფისკალური წლის დაგეგმვისას საგარეო მხარდაჭრის განსაზღვრა მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს პანდემიის შემდგომი კიდევ უფრო მძაფრი ეკონომიკური სირთულეების პირობებში. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ევროპის ქვეყნებიც კი საგარეო ურთიერთობების ფორმატში ითვალისწინებენ ამერიკის პოზიციას. უფრო მეტიც, ხშირად ამერიკის პოზიცია არის ერთგვარი განმსაზღვრელი, რაზეც წამყვანი სახელმწიფოები ახდენენ სწორებას", — აცხადებს პატარაია.
აშშ-ს საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პირობების შეუსრულებლობისას, საქართველოსთვის ფინანსური დახმარების 15 პროცენტის "დაკავებას" ითვალისწინებს. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ჯამში $132 025 000-ის გამოყოფაზე. კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კანონპროექტი გავიდა 29 ხმით, 21-ის წინააღმდეგ.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები