არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს — კობალაძე შვილზე
ქართული ოცნების დეპუტატი, კობა კობალაძის თქმით, შვილი ისე არ გაუზრდია, რომ დანები ატრიალოს. ამის შესახებ კობალაძემ 23 წლის ბიჭის ცემის საქმეში მისი შვილის მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, მისი შვილი სრულწლოვანია და ყველაფერი გათავისებული აქვს.
"აქვს ინტერესი კონკრეტულად გამოძიებას ალბათ მასთან და შესაბამისად, ჩატარდება ის პროცედურები, რაც უნდა ჩატარდეს და ამისდა მიხედვით გაირკვევა ყველაფერი. სრულწლოვანია, გათავისებული აქვს ყველაფერი. არ გამიზრდია ისე, რომ დანები ატრიალოს. ის არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ჩემთვის უმთავრესი ის არის, რომ პრინციპში, არ არის მსხვერპლი. გამოჩნდება ყველაფერი და დამნაშავე პასუხს აგებს", — განაცხადა ფორმულასთან კობალაძემ.
ტელეკომპანია პირველის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატ კობა კობალაძის შვილი და კიდევ რამდენიმე პირი ქუჩაში ადამიანს თავს დაესხნენ და სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ჟურნალისტი დაზარალებულის მამის ფარულ ინტერვიუზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბიჭს დაზიანებები თავშიც აქვს მიყენებული.
სიუჟეტის ეთერში გასვლამდე გადაცემის წამყვანმა, ნოდარ მელაძემ თქვა, რომ მას დაზარალებულის მამა დაუკავშირდა და სთხოვა, მასალა არ გასულიყო და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტმა კითხვებით დეპუტატ კობალაძესაც მიმართა.
TV პირველის ინფორმაციით, შემთხვევა 24 ივნისს, საბურთალოზე მოხდა და გამოძიება არ დაწყებულა.
გადაცემის ანონის გასვლის შემდეგ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც უწყება ამტკიცებს, რომ 23 წლის ბიჭის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაიწყო.
გარდა ამისა, შსს-ს თქმით, ანონსის გავრცელების შემდეგ "საქმეში გამავალი პირების მიმალვის" საფრთხე შეიქმნა, რადგან დანაშაულის შესახებ პირდაპირ ეთერში გაჟღერდა. უწყება ამბობს, რომ ამის გამო ამ პირების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს და ორი ადამიანი დააკავეს, კობა კობალაძის შვილი კი თავად მივიდა განყოფილებაში. ყველა მათგანი სრულწლოვანია.
როგორც შსს განცხადებაში მიუთითებს, ერთი დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, მეორე დაკავებულის წინააღმდეგ კი — ძალადობისა და ცივი იარაღის ტარებისთვის. რაც შეეხება "ოცნების" დეპუტატის შვილს, მის შესახებ უწყება მხოლოდ იმას ამბობს, რომ "განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა". შსს არ აკონკრეტებს, ედავებიან თუ არა რომელიმე დანაშაულს მას.
დეპუტატმა კობა კობალაძემ შსს-ს განცხადების შემდეგ რუსთავი 2-ს უთხრა, რომ განყოფილებაში შვილთან ერთად მივიდა, ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები და ფაქტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა.
"ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. მილიონი რაღაცაა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო ქმედებები და რეალურად, სამართლებრივი შეფასება მიეცემა ამას. არც არავის ხელს ვაფარებთ და არც უდანაშაულობას დანაშაულად არ ვიზამთ. ბავშვი არის სპორტსმენი, ჯანმრთელი, ამბავი... არ ვიცი, გაერკვევიან", — ამბობს კობალაძე.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები