Kill Bill-ის ვარსკვლავს სურს, რომ მესამე ნაწილში ზენდეიამ ითამაშოს
თითქმის ორი ათწლეულია კვენტინ ტარანტინოს შემოქმედების გულმხურვალე ფანები ელიან, რომ რეჟისორი თავისი საკულტო ფილმების მესამე, ფინალურ ნაწილს გადაიღებს — Kill Bill: Vol. 3
ჯერ კიდევ 2004 წელს მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა ტარანტინომ, რომ მესამე ფილმზე ფიქრობდა და ის პერსონაჟ ვერნიტა გრინის შვილის ისტორიაზე იქნებოდა, რომელსაც დედას უმა თურმანის პერსონაჟი უკლავს:
"უკვე ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები: სოფი ფატალი მიიღებს ბილის მთელ ფულს და გაზრდის ნიკის, რომელიც შურს იძიებს. ნიკიმ ისევე დაიმსახურა ეს შურისძიება, როგორც თავის დროზე ბრაიდმა", — განაცხადა რეჟისორმა 16 წლის წინ.
ვისაც ფილმები უნახავს, ალბათ, კარგად ახსოვს სცენა, როცა უმა თურმანის პერსონაჟი პატარა გოგოს დედის მკვლელობის შემდეგ მიმართავს:
"განზრახული არ მქონდა, რომ ეს შენ თვალწინ გამეკეთებინა. ამის გამო ვწუხვარ... როცა გაიზრდები, თუ ამის გამო კვლავ გაბრაზებული იქნები, დაგელოდები".
სულ ახლახანს მომავალ ფილმზე ისაუბრა მსახიობმა ვივიკა ფოქსმა, რომელიც Kill Bill-ში ვერნიტა გრინის როლს ასრულებს (ქალი, რომელსაც უმა თურმანის პერსონაჟი შვილის თვალწინ კლავს).
სხვა მილიონობით ფანთან ერთად მსახიობმაც სურვილი გამოთქვა, რომ ტარანტინომ მესამე ნაწილი გადაიღოს:
"ფილმის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ცნობები არ მსმენია. ვფიქრობ, ტარანტინო ისეთ მსახიობს ელოდება, რომელიც ჩემი პერსონაჟის შვილის როლს შეასრულებს. ინტერვიუში მკითხეს, ვის ვისურვებდი ჩემი შვილის როლზე. ვუპასუხე, რომ კვლავ ამბროსია კელის, ვინც თავდაპირველად შეასრულა ეს როლი. თუმცა თუ უფრო ცნობილი მსახიობზე ვიფიქრებ, მაშინ ზენდეია!"
ვივიკა ფოქსის მოსაზრებით, ზენდეია იდეალურად შეეფერება ამ როლს:
"ის იმდენად კარგი კანდიდატურაა, რომ პროექტზე მუშაობის დაწყება ამის გამოც უკვე შეიძლება. ზენდეია და უმა ორივე მაღლები არიან და მათი ბრძოლის სცენები საოცარი იქნება".
რთული სათქმელია, ვიხილავთ თუ არა ზენდეიას ტარანტინოს მომავალ ფილმში, თუმცა რეჟისორი Kill Bill-ის გაგრძელებაზე რომ ფიქრობს, ეს დანამდვილებით ვიცით: გასულ წელს მიცემულ ინტერვიუში კვენტინ ტარანტინომ აღნიშნა, რომ მასაც ძალიან სურს მესამე ფილმის გადაღება და ეს უბრალოდ დროის ამბავია.
"რაღაც სულელური ისტორიის შეთხზვა არ მინდოდა, ამ პერსონაჟს არ დაუმსახურებია ეს. ახლა კი უკვე მაქვს იდეა, რომელიც, ალბათ, საინტერესო იქნება. თუმცა ამის ხორცშესხმას დრო სჭირდება, მინიმუმ სამი წელი მაინც. რაც მთავარია, Kill Bill-ის მესამე ნაწილის გადაღების რეალური შესაძლებლობა უკვე არსებობს", — განაცხადა მან.
2023 წელს ამ საკულტო ფილმის გამოსვლიდან 20 წელი გადის და დიდი ალბათობით, სწორედ ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად გაგვახარებს ტარანტინო მესამე ნაწილით.
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
კომენტარები