ნაგვის დაყრისთვის ორმაგად ან სამმაგად დაჯარიმდებით
ქუჩაში, ეზოში, ტრანსპორტში და ა.შ. ნაგვის დაყრისთვის ორმაგად ან სამმაგად დაჯარიმდებით. საქართველოს პარლამენტმა დღეს დაამტკიცა ცვლილებები ნარჩენების მართვის კოდექსში, რომელიც ნაგვის დაყრისთვის ჯარიმების გაზრდას გულისხმობს.
სახლიდან ან სხვა შენობიდან 2 კილოგრამზე მეტი ნაგვის გადმოყრისთვის ამიერიდან 100 ლარის ნაცვლად, 200 ლარით დაჯარიმდებით.
თუ ორ კილოგრამზე ნაჯლებ ნარჩენებს კერძო მანქანიდან გადმოყრით, მძღოლი დაჯარიმდება, ხოლო თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან — თქვენ. ორივე შემთხვევაში ჯარიმა აქამდე 120 ლარი იყო და ახლა 250 ლარი გახდა.
ორი ან ორ კილოზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკურ პირებს 150 ლარის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებთ, ხოლო იურიდიულ პირებს 1000 ლარის ნაცვლად, 1500.
100 ლარით დაჯარიმდებით იმ შემთხვევაში, თუ ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიას დააბინძურებთ.
სამმაგზე მეტი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ, თუ გარემოს 5-ზე მეტი საბურავით დააბინძურებთ (გარდა ველოსიპედის საბურავისა). აქამდე ჯარიმა 150 ლარი იყო, ახლა კი 500 გახდა. ხოლო ხუთი ან ხუთზე მეტი საბურავის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად 2000 ლარი გახდა.
100 ლარის ნაცვლად 500 ლარით დაგაჯარიმებენ, თუ გარემოს ორ კილოგრამამადე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენებით დაანაგვიანებთ.
აქამდე 300 ლარით დაჯარიმდებოდით, თუ გარემოს 1მ³-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით დაანაგვიანებდით, ახლა კი ჯარიმა 1000 ლარი გახდა. თუ იურიდიული პირი ხართ, ჯარიმა ამ შემთხვევაშიც გაიზარდა და 1000 ლარის ნაცვლად 3000 ლარი იქნება.
აქამდე არსებული ჯარიმა 4-ჯერ გაიზარდა დიდი მოცულობის ნარჩენით (მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების, ელექტრო ან ელექტროტექნიკური დანადგარის, სამშენებლო დანადგარის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის) გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში — ფიზიკურ პირს 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირს — 6000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.
ცვლილებების ინიციატორები პარლამენტის წევრები: სულხან მახათაძე და გუგა გულორდავა არიან. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როცა მიუხედავად ჯარიმებისა, გარემოს სხვადასხვა ტიპის ნარჩენით მაინც ანაგვიანებენ.
"ფაქტია, რომ მათთვის, კანონით დაწესებული ჯარიმები არ არის სამართალდარღვევების ჩადენისაგან შემაკავებელი ფაქტორი. არსებული რეგულაციების ფონზე, დამრღვევი პირები არ ერიდებიან დადგენილ ჯარიმებს. ამ პრობლემის აღმოფხვრის ეფექტური გზა კი დაწესებული ჯარიმების გონივრულ რაოდენობამდე გაზრდაა", — აღნიშნულია დოკუმენტში.
გაიზარდა ჯარიმები სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზეც — 1მ³-მდე მოცულობის ასეთი ნაგვით დაყრისთვის ფიზიკურ პირი 200-ის ნაცვლად 500 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული კი — 500-ის ნაცვლად 2000 ლარით. თუ ამ ტიპის ნარჩენების რაოდენობა უფრო მეტია, კარიმა 1500 ლარი იქნება. იურიდიულ პურებს ამ შემთხვევაში 3000 ლარის გადახდა მოუწევთ.
ადამიანი, ვის მიმართაც ამგვარ დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს შეადგენენ, ვალდებული იქნება დაასუფთაოს სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით დანაგვიანებული ტერიტორია დაუყოვნებლივ ან მითითებულ გონივრულ ვადაში.
ჯარიმები გაიზარდა არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისთვის, ასევე, ცხოველის სხეულის ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის, მათ შორის, სასაკლაოდან; სახიფათო ნარჩენების საკანალიზაციო სისტემაში ჩაშვებისთვის, ფეკალური მასებით ტერიტორიის დაბინძურებისთვის და ა.შ.
კანონში ნათქამია ისიც, რომ ნარჩენები სპეციალურ ურნებში დანიშნულებისამებრ უნდა განვათავსოთ, თუმცა პასუხისმგებლობა არ გავრცელდება იმ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც არ ფუნქციონირებს ნარჩენების ამგვარად შეგროვებისა და გატანის სისტემა.
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
კომენტარები