პირბადეების ირგვლივ არსებულ განხილვებს — საჭიროა თუ არა მათი ტარება საზოგადოების თავშეყრის დახურულ სივრცეებში — ცნობილი ინგლისელი ხელოვანი ბენქსიც შეურთდა და თავისი პოზიცია, რაღა თქმა უნდა, ორიგინალური ფორმით დააფიქსირა.

რამდენიმე საათის წინ თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ეს ანონიმური მხატვარი და აქტივისტი ლონდონის მეტროს ვაგონში დასუფთავების სამსახურის რიგითი წევრივით უნიფორმაში გადაცმული შედის და კედლებს მისი შემოქმედებიდან ცნობილი გამოსახულებებით — ვირთხებით ხატავს.

სტენსილებზე გამოსახული ვირთხები პირბადეებს პარაშუტივით იყენებენ, ანტიბაქტერიულ ხსნარს ჰაერში აშხურებენ ან აცემინებენ და პირბადის არქონის გამო მთელ ტერიტორიას აბინძურებენ.

View this post on Instagram

. . If you don’t mask - you don’t get.

A post shared by Banksy (@banksy) on

The Guardian-ის ცნობით, ლონდონის საზოგადოებრივი ტრასპორტის სახელწიფო დაწესებულებამ რამდენიმე დღის წინ გრაფიტი უკვე წაშალა, რადგან ვაგონების მოხატვა მკაცრად იკრძალება. სანაცვლოდ ისინი ბენქსის სთავაზობენ, რომ სხვა "უფრო შესაფერისი" სივრცე გამოიყენოს თავისი სათქმელის დასაფიქსირებლად.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბენქსი კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს გამოეხმაურა: კარანტინში ყოფნისას მან კვლავ ვირთხები დახატა.