გაიცანით Social Impact Award-ის ქართველი ფინალისტები, რომელთაც სამყაროს გაუმჯობესება სურთ
გამოსავლის ძიება ადამიანური ბუნების ნაწილია. სურვილი, რომ პრობლემა გადაჭრა და ამით უამრავ ადამიანს დაეხმარო, პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიებით მრავალი საკითხი მოგვარდა, თუმცა, როცა საქმე სოციალურ საკითხებს ეხება, აქ ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად იგრძნობა ინოვაციის ნაკლებობა.
Social Impact Award ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 20 ქვეყანაში პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე და ბიზნესის მხარდაჭერაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს პროგრამაში ჩართული მხარეებისთვის. მიზეზი ისაა, რომ პროგრამის განხორციელების მიზანი იმ ახალგაზრდების და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა, რომლებსაც აქვთ უნარი, შეცვალონ რეალობა უკეთესობისკენ. სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. სწორედ აღნიშნული ღირებულებების მატარებელია Social Impact Award-ი. ამ პროცესში ახალგაზრდებს უდიდესი როლის შესრულება შეუძლიათ, შესაბამისად მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა საჭირო უნარებითა და ცოდნით, რაც პროექტის ფარგლებში გარანტირებულია კიდეც.
საქართველოში პროგრამა რამდენიმე წელია მიმდინარეობს და მას Impact Hub Tbilisi, საქართველოს ბანკი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებენ.
როგორ იდეებს აქცევენ ყურადღებას Social Impact Award-ზე?
გამო ორი ქართველი სტუდენტის, კონსტანტინე ცაავას და ლუკა ძაგანიას მიერ შექმნილი აპლიკაციაა და ის მომხმარებლებს დამგზავრების შესაძლებლობას სთავაზობს.
"აპლიკაცია ასე მუშაობს: შეგყავს აპლიკაციაში ადგილი, სადაც მიდიხარ და ის გიგდებს ვარიანტებს, რომლებიც შეგიძლია აარჩიო. შეგიძლია დაემგზავრო ვინმეს, ან აიყვანო მგზავრი", — განმარტავს კონსტანტინე ცაავა, გამოს ერთ-ერთი შემქმნელი.
აპლიკაციით სარგებლობა უფასოა, მგზავრი და მძღოლი უბრალოდ საწვავის ხარჯებს იყოფენ, რაც სამართლიანიცაა და ხელმისაწვდომიც.
კონკურსის შესახებ ლუკამ და კონსტანტინემ Facebook-ის საშუალებით გაიგეს და გადაწყვიტეს იდეა, რომელიც საცობში გაუჩნდათ, საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ. გამოცდილი მენტორების დახმარებით ჩანაფიქრის დახვეწა შეძლეს და პროექტის საბოლოო ეტაპზე პროდუქტი ტექნიკურად გამართეს.
"იდეის განხორციელება საკმაოდ ძვირი ჯდება, რადგან რთული სამუშაოა. კომპანიებს ათიათასობით დოლარი და დიდი გუნდი სჭირდებათ მსგავსი იდეების განსახორციელებლად, ჩვენ პატარა გუნდით და მოტივაციით შევძელით, რომ კომპლექსური აპლიკაცია შეგვექმნა და გაგვეშვა. ახლა კომპანიებზე ვტესტავთ. ჯერ მარკეტინგული კამპანია არ დაგვიწყია, რადგან აპლიკაციის დამუშავებისა და ვალიდაციის პროცესში ვართ. შემდეგ მოხდება კოპანიების დამატება”, — აღნიშნავს კონსტანტინე.
აპლიკაციის შემქმნელების თქმით, საერთაშორისო ბაზარზე სულ რამდენიმე კონკურენტი კომპანიაა, რის გამოც აპლიკაციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ამჟამად გამოს გუნდს შემოთავაზება ოთხი ქვეყნიდან აქვს, მათ შორის უკრაინიდან და კანადიდან.
რა პრობლემების გადაჭრაზე ფიქრობენ 2020 წლის ფინალისტები?
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, წელს Social Impact Award სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. წელს პროგრამის ფარგლებში 94 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ, მათ შორის, ექვსი საუკეთესო პროექტი შეარჩია. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით, ძირითადი ფინალისტების გარდა საქართველოს რეგიონებიდან დამატებით ოთხი ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.
2020 წლის ფინალისტი პროექტებია:
- Qandle - ონლაინ სივრცე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას ონლაინ კურსები. სწავლება ხდება Live Video-ს მეშვეობით.
- Village 200 (სამეგრელო-ზემო სვანეთი) - პლატფორმა, რომელიც ამარტივებს აგრომომსახურეობას.
- Dinn.ge - პლატფორმა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას, მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის.
- World United Care - საერთაშორისო პლატფორმა/ფონდი, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს განათავსოს პროექტი და მიიღოს დაფინანსება ან დონაცია.
- UnLimited - აპლიკაცია, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება რუკაზე ნახოს თუ რამდენად ადაპტირებულია ესა თუ ის ობიექტი შშმ პირთათვის.
- Green Space - ურბანულ მაღლივ შენობებში განთავსებული ვერტიკალური ფერმა, სადაც შესაძლებელი იქნება ჯანსაღი პროდუქციის მოყვანა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე.
- ბაბახი (სამეგრელო-ზემო სვანეთი) - ქართული წარმოების ბიოდეგრადირებადი კონფეტი (confetti), რომელიც არ ახდენს გარემოზე მავნე ზეგავლენას.
- თაფლი ლეჩხუმიდან (რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) - პროექტი ხელს უწყობს ლეჩხუმში მეფუტკრეობის განვითარებას და გვთავაზობს ადგილობრივ, ნატურალურ თაფლს, რომლის დამზადებაზეც ადგილობრივი ახალგაზრდები იმუშავებენ.
- ცოდნის ქარხანა (ქვემო ქართლი) - პროექტის იდეაა, სადღვები კარაქის წარმოება სოფელში მცხოვრები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების მიერ. პროექტი ასევე ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის ქართული ენის შესწავლას.
- კერია (გურია) - მულტიფუნქციური კაფე-გალერეა, სადაც დასაქმდებიან შშმ პირები.
წინა გამარჯვებულის თქმით, პროფესიონალებთან ერთად საკუთარ იდეაზე მუშაობა და ხელშესახები პროდუქტის შექმნა "თვალის ახელასავით იყო": "აქ ჩვენი იდეა სხვა თვალით დაგვანახეს და გვაჩვენეს, რომ იგივე რამ სხვა კუთხით შეიძლება განვითარდეს. მსგავსი პროექტები რეალობასთან გაახლოებს და გეხმარება, რომ შეცდომა არ დაუშვა. დარწმუნებული ვარ, მენტორების ცოდნა სხვებსაც დაეხმარება".
მალე ამავე გზას წლევანდელი ფინალისტებიც გაივლიან. ათივე იდეა აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები კი ბიზნესიდეების განსახორციელებლად თანხას მიიღებენ და Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტზე გაემგზავრებიან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები