ცინიკურად ცდილობს, ნაკისრი ვალდებულებებისგან საკუთარი თავის დისტანცირებას — ზალკალიანი რუსეთის განცხადებაზე
საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთი ნაკისრი ვალდებულებებისგან დისტანცირებას ცდილობს.
საუბარია განცხადებაზე, სადაც ოკუპანტი ქვეყანა ბოლო პერიოდში რუსი მესაზღვრეების მიერ მოქალაქეების გატაცებას ეხმაურება და საქართველოს, აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, რუსეთი საკუთარი თავის ნეიტრალურ აქტორად და ფასილიტატორას წარმოჩენას ცდილობს.
"რუსეთი ცინიკურად ცდილობს, ამ განცხადებაში საკუთარი თავის დისტანცირებას ნაკისრი ვალდებულებებისგან ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ის ცდილობს, რომ ფოკუსი გადაიტანოს საქართველოსა აფხაზეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებს შორის სავარაუოდო მოლაპარაკებების, იგივე ძალის არგამოყენება, ცეცხლის შეწყვეტა და ა.შ. და ჩვენთვის ახალი არ არის", — განაცხადა ზალკალიანმა რუსთავი 2-თან.
ზალკალიანის თქმით, საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულ პოლიტიკას გააგრძელებს, რაც სიტუაციის დეესკალაციასა და მშვიდობიან მოგვარებაზეა მიმართული.
რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ, რომელიც 11 ივლისს რუსმა სამხედროებმა დაჭრეს და გაიტაცეს , ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა.
ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები 2008 წლის შემდეგ ოკუპირებული აქვს, "პოლიტიკური სპექტაკლის" მოწყობაში თბილისს ადანაშაულებს. თუმცა პრობლემის მოგვარების გზად რუსეთი მხოლოდ საზღვრის დელიმიტაცია/დემარკაციაში ხედავს.
საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს, მოლაპარაკებების ფორმატების გამოყენებით პროვოკაციას ბოლო მოუღონ:
"საქართველოს ხელისუფლებისგან ველით ენერგიულ მუშაობას თავის მოსახლეობასთან, რათა საზღვრის უკანონო კვეთა აღარ მოხდეს".
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციულს უწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საელჩოს განცხადებებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ეხება.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები