ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ტელევიზია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს — TI
კომპანია, რომლის დამფუძნებელიც ამჟამად ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ვარდანიანია, ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. ნინოწმინდის ადგილობრივ ტელე-რადიო კომპანია ფარვანასთან დაკავშირებით კვლევა საერთაშორისო გამჭირვალობა — საქართველომ ჩაატარა.
დოკუმენტის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვარდანიანი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე დაინიშნა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან მისი ტელე-რადიო კომპანიის ანგარიშზე 320 645 ლარი გადაირიცხა. ფარვანამ შვიდი წლის განმავლობაში მიღებული 12 შესყიდვიდან 9 ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან გააფორმა. გარდა ამისა, ვარდანიანის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, აღნიშნულმა კომპანიამ მერიისგან ნინოწმინდაში უსასყიდლოდ 273 კვ.მ. ფართიც მიიღო.
კონსტანტინ ვარდანიანმა ფარვანა 2001 წლის 12 იანვარს, ოთხ ადგილობრივთან ერთად დააფუძნა. ხელისუფლების სათავეში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ნინოწმინდის ადგილობრივი ტელევიზიის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. 2013 წლის გაზაფხულიდან 2020 წლის მარტამდე ვარდანიანს ერთდროულად ორი თანამდებობა ეკავა — ფარვანას დირექტორიც იყო და ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. ვარდანიანმა ტელევიზიაში ხელმძღვანელის პოზიცია მიმდინარე წლის 9 მარტს დატოვა და კომპანიის დირექტორად მისი ცოლი, ალბინა ვარდანიანი დაინიშნა. თუმცა, TI ამბობს, რომ კომპანიამ ყველა სახელმწიფო შესყიდვა კონსტანტინ ვარდანიანის ხელმძღვანელობის პერიოდში მიიღო.
ფარვანას ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ შესწავლილი ინფორმაციით, თვითმმართველობაში ვარდანიანის თანამდებობაზე არჩევამდე, 2011-2013 წლებში, ფარვანას ნინოწმინდის მუნიციპალურ ორგანიზაციებთან სულ 44 010 ლარის ღირებულების 5 გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა მიღებული. თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, 2014-2020 წლებში, კომპანიამ 339 745 ლარზე 12 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო. მათ შორის ნინოწმინდის მერიის მიერ გამოცხადებული 5 ტენდერით. ჯამში 250 000 ლარი, უკონკურენტოდ მოიგო. ასევე, ნინოწმინდის მერიასთან და მის ააიპ-ებთან 70 645 ლარის ჯამური ოდენობის 4 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა.
2014 წლიდან დღემდე ნინოწმინდის მერია ფარვანასთან სატელევიზიო მომსახურების შესყიდვაზე ერთწლიან ხელშეკრულებებს აფორმებს. შესაბამისად, კომპანია, მთელი წლის განმავლობაში, მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს აშუქებს. არც ადგილობრივ რადიო ნორს, რომელიც ნინოწმინდაში 2012 წლიდან მაუწყებლობს და არც ადგილობრივ ინტერნეტ გამოცემა ჯეინიუსს, რომელიც ჯავახეთის ამბების გაშუქებაზე 2014 წლიდან აქტიურად მუშაობს, ნინოწმინდის მერიისგან სახელმწიფო შესყიდვა არასდროს მიუღიათ. ამავე დროს, ამავე რეგიონში, მაგალითად, ბორჯომის მერია საინფორმაციო მომსახურებისთვის გათვალისწინებულ თანხას, როგორც ადგილობრივ ტელევიზიაზე, ასევე, ინტერნეტ გამოცემასა და გაზეთზე ანაწილებს.
ფარვანამ 2014-2016 წლებში ნინოწმინდაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული 3 ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო, რისთვისაც ჯამში 19 100 ლარი დაერიცხა.
ხელშეკრულებები
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხელშეკრულებებს თავად აფორმებს, როგორც ფარვანას დირექტორი. ასევე, კონსტანტინ ვარდანიანია მითითებული კომპანიის დირექტორად ნინოწმინდის ააიპ-ებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც.
რაც შეეხება ნინოწმინდის მერიასთან ფარვანას ხელშეკრულებებს, აქ ყველა დოკუმენტში კომპანიის დირექტორად მისი ცოლი, ალბინა ვარდანიანია მითითებული. მათ შორის, ერთ-ერთ დოკუმენტს 35 000 ლარიან პირდაპირ შესყიდვაზე ხელს კონსტანტინ ვარდანიანის უშუალო ხელმძღვანელი, ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე, სუმბატ კიურეღიანიც აწერს. თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანია ფარვანასთან ალბინა ვარდანიანს (2020 წლის მარტამდე) ოფიციალური შემხებლობა არ აქვს.
კონსტანტინ ვარდანიანის ცოლმა, ალბინა ვარდანიანმა 2015 წლის 22 ივნისს შპს ტელეკომპანია ფარვანა დააფუძნა. თავადაა მისი დირექტორიც და 100 პროცენტიანი წილის მფლობელიც, თუმცა, ამ შპს-ს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არასდროს მიუღია.
"გამოდის, რომ სახელმწიფო შესყიდვებს ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, კონსტანტინ ვარდანიანის ფარვანა იღებს. ხელშეკრულებებს კი სხვა კომპანიის, შპს ფარვანას დირექტორი აფორმებს", — აღნიშნავენ TI-ში.
ასევე, ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობას კონსტანტინ ვარდანიანის ფარვანა იღებს, ამ კომპანიის სამართლებრივი ფორმა კი დაფუძნების დღიდან დღემდე ააიპ-ია, ხელშეკრულებების ნაწილში კომპანიის სამართლებრივ ფორმად მითითებულია ხან სსიპ, ხან კი შპს.
ვარდანიანების კომპანია ექვსი წელია ნინოწმინდის მერიის ბალანსზე რიცხულ შენობაში უსასყიდლოდ ფუნქციონირებს. თავისუფლების N37-ში არსებული 273 კვ.მ. ფართობი, ფარვანას უზურფრუქტის წესით 2015 წლის თებერვალში გადაეცა.
კონსტანტინ ვარდანიანს, 2013 წლიდან დღემდე, არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში, არც მასზე და არც მეუღლეზე რეგისტრირებული ფარვანას შესახებ მითითებული არ აქვს. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიუთითებს, რომ ამით, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის "კ" ქვეპუნქტი ირღვვა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, შეისწავლონ ტელე-რადიო კომპანია ფარვანას თითოეული სახელმწიფო შესყიდვა და დაადგინონ, ხომ არ იყო ეს შესყიდვები მისთვის სასურველ პირობებში გამოცხადებული და იკვეთება თუ არა კორუფციის ნიშნები. ასევე, მოუწდებენ საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს კონსტანტინ ვარდანიანის ქონებრივი დეკლარაციები და კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედოს შესაბამისად.
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები