ამ ცნობილი მიმის გმირი გაიზარდა და თავისი უეცარი პოპულარობის ისტორიას ჰყვება
უკვე საკმარისად დიდი ხანი გავიდა, რომ ადამიანები, ვის სახეებსაც ძველი მიმებიდან ვიცნობთ, საკუთარ პოპულარობას შეგუებოდნენ. ზოგმა გადაწყვიტა, ინტერნეტში ვირუსულად მოდებული ფოტოების მიღმა არსებული ისტორიები მსოფლიოსთვის გაეზიარებინა, ან, როგორც ეს ცნობილი "წარმატებული ბავშვის" ფოტოგმირის შემთხვევაშია — უკვე იმდენად დიდები არიან, რომ მზად არიან, ისაუბრონ, რას ნიშნავს, ინტერნეტვარსკვლავად იზრდებოდე.
სემ გრინერი, მუშტით ქვიშაჩაბღუჯული ბიჭი, რომელიც ალბათ მილიონჯერ მაინც შეგვხვედრია სოციალურ ქსელებში, ახლა უკვე თინეიჯერია და საკუთარი მოსაზრებები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი გრძნობაა, როცა შენი ბავშვობის ფოტოს მთელი მსოფლიოს ინტერნეტსივრცე აქვს მოცული.
"უცნაურია, ცნობილი ბავშვი იყო", — ამბობს სემი, სანამ დედამისი ახსნის, თუ როგორ იქცა ფოტო პოპულარულად.
2007 წელს, როგორც იგი ჰყვება, ოჯახი სანაპიროზე წავიდა, მან კი ახალი კამერის გამოცდა გადაწყვიტა. გადაღებულ ფოტოებში მისი 11 თვის შვილიც აღმოჩნდა, რომელსაც მუშტით ხრაშუნა ქვიშა ჰქონდა ჩაბღუჯული. დედამ, რომელმაც ჩათვალა, რომ სურათში მისი შვილი ძალიან საყვარელი იყო, ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა და სემის ვარსკვლავური ცხოვრებაც დაიწყო. მისი მშობლები ჰყვებიან, თუ როგორ ადევნებდნენ თვალს ინტერნეტში გამოჩენილ ფოტოს სხვადასხვა ვერსიებს და იმედოვნებდნენ, რომ ბოლოს ორიგინალი ვერსია ყველაზე პოპულარული გახდებოდა.
და იმედი გაუმართლდათ კიდეც, როცა ე.წ. წარმატებული ბავშვის ფოტო მის დამუშავებულ ვერსიებზე პოპულარული გახდა. სემის დედა ამბობს, რომ მისი ვაჟი ნაადრევად დაიბადა და ჩვილს რთული ოპერაციების გადატანა მოუხდა. ამის გამო, ინტერნეტში "წარმატებული ბავშვის" წოდების მოპოვება მისთვის გულისამაჩუყებელი იყო. თვითონ ფოტოს რაც შეეხება, სემი ამბობს, რომ ვერ ჩამოყალიბდა, მოსწონს იგი თუ არა, თუმცა, საბოლოოდ, საკუთარი ვარსკვლავობის უცნაური ისტორია მას და მის ოჯახს დაეხმარა, მამის გადაუდებელი ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეეგროვებინათ.
ახლა კი, მხოლოდ დროის ამბავია, როდის გაიზრდება "არაქისის კარაქით მოთხუპნული ბავშვი", რომელიც მოგვიანებით ფოტოს ისტორიასაც გაგვიზიარებს.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები