ის, რომ ერთი ქალია 30 კანდიდატს შორის, ესაა ქართული ოცნების დამოკიდებულება — ბესელია
მმართველი გუნდის ყოფილი წევრი და პარტია სამართლიანობისთვის დამფუძნებელი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთ ქალი კანდიდატია ქართული ოცნების დამოკიდებულებას აჩვენებს. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა.
ამასთან, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის გზავნილები ძველია და ისინი "საინტერესო აღარაა".
"ის, რომ ერთი ქალია 30 კანდიდატს შორის, ესაა ქართული ოცნების დამოკიდებულება. მეორე ნაწილი კანდიდატების, ესაა ადმინისტრაციული რესურსს ღიად გამოყენების განაცხადი. როცა გუბერნატორებს ასახელებ კანდიდატებად, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ სრულად გინდა გამოიყენო ადმინისტრაციული რესურსი", — ამბობს ბესელია.
ქართულ ოცნებამ მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა. ამასთან, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ყველაფერს "წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას". ლაცაბიძე კენჭს იყრის რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.
"ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის არის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას", — თქვა პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა.
დაახლოებით 2 კვირის წინ, 2 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც გენდერულ კვოტებსაც ითვალისწინებს. ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს. ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს. მმართველ პარტიას პროპორციული სია ჯერ არ წარუდგენია, თუმცა იქ ქალების ჩასმა მოუწევს, განსხვავებით მაჟორიტარებისგან, სადაც მსგავსი ვალდებულება კანონით არ არის.
დღეს, 20 ივლისს ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარების სიაში მოხვდნენ ოცნების, როგორც ძველი, ასევე, ახალი სახეები, მათ შორის ქალი მხოლოდ ერთია. მაჟორიტარად არ წარდუგენიათ იმ დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მაჟორიტარული სისტემის უპირატესობის მოტივით პროპორციულს კანონპროექტი ჩააგდეს.
გაიგეთ მეტი "ოცნების" მაჟორიტარების წარდგენაზე:
- ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა — სია
- ქართულ ოცნებას მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს
- დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც მაჟორიტარული სისტემის გამო პროპორციული ჩააგდო, მაჟორიტარობის კანდიდატი არ არის
- სერგეენკო, სუბარი, ოდიშარია, ვოლსკი და სხვა — ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები თბილისში
- პრემიერმინისტრის სპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინა
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი ქართულმა ოცნებამ ისნის მაჟორიტარად წარადგინა
- ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი "ოცნების" მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს;
- პრემიერმინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი ქართულმა ოცნებამ სამგორში მაჟორიტარად წარადგინა
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. საპროტესტო აქციების, პარლამენტის პიკეტირებების, აქციების დაშლისა და ფასილიტატორი ელჩების ჩართვის შემდეგ, ოპოზიცია და მმართველი გუნდი ახალ "თითქმის პროპორციულ" საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში საარჩევნო სიით 120 დეპუტატი შევა, 30-ს კი მაჟორიტარულ ოლქებში აირჩევენ. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში სწორედ ამ სისტემით ჩატარდება.
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
კომენტარები