საგარეო უწყება უარყოფს აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციას, რომ სომხეთში იარაღი საქართველოს გავლით შედის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ აზერბაიჯანული გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მტკიცებითაც, სომხეთში საბრძოლო იარაღები სერბეთიდან საქართველოს გავლით შევიდა.
"ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედია საშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობას. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოსდა სერიოზული ინტერნეტ გამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას", — აცხადებენ უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტატია ტენდენციურ ხასიათს ატარებს და ორ სტრატეგიულ პარტნიორ შორის პრობლემების ხელოვნურად შექმნისკენაა მიმართული.
"კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და ორი ერის ხანგრძლივი მეგობრობა, რომელიც ვითარდება და ღრმავდება. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და მათ შორის, ერთობლივად ახორციელებს მრავალმნიშვნელოვან რეგიონულ და საერთაშორისო პროექტს", — აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ერთ-ერთი აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.azz სარედაქციო წერილს ავრცელებს. რედაქციის მტკიცებით, აქვთ ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე დაიწყო და საბრძოლო დახმარება სერბეთიდან საქართველოს გავლით მიიღო. თუმცა, ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ოფიციალური აზერბაიჯანის განცხადება.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რედაქცია წერს, რომ იმავე დღეებში სომხეთმა, ამჯერად უკვე რუსეთიდან, ისევ საქართველოს გავლით, კამაზის მარკის ავტომობილები მიიღო, რომელიც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის დასამონტაჟებელი მოწყობილობითა და ნაღმმტყორცნი საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. მათი მტკიცებით, სომხეთმა თავდასხმისას სწორედ სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნებით გაუხსნა აზერბაიჯანულ სოფლებს ცეცხლი, რამაც აზერბაიჯანული მხარის აღშფოთება გამოიწვია. აღსანიშნია, რომ სომხური მხარე სოფლების დაბომბვას უარყოფს და ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა სამხედროებმა სოფელი ცოცხალ სამიზნედ აქციეს.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ სხვადასხვა დროს აზერბაიჯანი სომხეთსა და სერბეთს ეხმარებოდა. მათ შორის, 2008 წლის ომის დროს, მიუხედავად საგარეო პოლიტიკის რისკებისა, აზერბაიჯანი საქართველოს დაეხმარა. რედაქციის პოზიციით, ამ მოვლენების ფონზე, "კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას იწვევს საქართველოს, მათი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, ქცევა".
"საქართველომ ხომ რამდენიმე წლის წინ აკრძალა ქვეყნის გავლით სომხეთის მიმართულებით საბრძოლო ტვირთვის შეტანა. მაშ, ამჯერად რა მიზეზით დაეშვა სერბეთისთვის გამონაკლისი? ნუთუ თბილისმა არ იცოდა, საით გადაისვრიდა მთელ ამ საბრძოლო მასალას სომხეთი?" — ნათქვამია სარედაქციო წერილში.
დასასრულს გამოცემა აცხადებს, რომ ქართულ მხარეს აზერბაიჯანის წინაშე არაერთი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორი ქვეყნის მეგობრობა საუკუნებითაა გამოცდილი და მისი განადგურება არც ისე იოლია. ბოლოს რედაქცია აღნიშნავს, რომ ელოდება, როდის მოითხოვს ბაქო მომხდართან დაკავშირებით საქართველოსგან ოფიციალურ განმარტებას.
12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტოვუზის რაიონში სამხედროებ შორის დაპირისპირება დაიწყო. უცნობია, პირველად რომელმა მხარემ გახსნა ცეცხლი, რადგან სროლის პროვოცირებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს.
ბოლო მონაცემებით, საზღვარზე დაპირისპირება გრძელდება.
დაღუპულია რამდენიმე ათეული სამხედრო, მათ შორის მაღალი რანგის წარმომადგენლები. დაღუპულთა და დაჭრილთა ზუსტი რაოდენობაც უცნობია, რადგან მხარეები ერთმანეთს ინფორმაციის ფალსიფიკაციასა და რეალური ციფრების დამალვაში ადანაშაულებენ.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები