მე-40 დაბადების დღეზე ჟიზელ ბიუნდჰენი 40 ათას ხეს დარგავს
ჟიზელ ბიუნდჰენი წლევანდელ დაბადების დღეზე მშობლიური პლანეტისთვის სამადლობელი ხარკის გადახდას აპირებს. გასულ შაბათს გერმანული წარმომავლობის ბრაზილიელმა სუპერმოდელმა საკუთარი იდეა გაგვიზიარა, თუ როგორ სურს მოახლოებული მე-40 დაბადების დღის აღნიშვნა. იდეა კი ამაზონის ტყეში 40 ათასი ხის დარგვას მოიაზრებს.
"როგორც ზოგიერთმა თქვენგანმა იცის, ჩემი დაბადების დღე 20 ივლისსაა. და ეს დღე ყველა სხვა დაბადების დღისგან გამორჩეული იქნება! არც კი მჯერა, რომ 40 წლის ვხდები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი ცხოვრების ახალი თავი იწყება და მსურს, ეს თავი აზრიანი გზით დავიწყო, ამიტომ, გადავწყვიტე, 40 ათასი ხე დავრგო", — წერს ორი შვილის დედა ინსტაგრამზე.
ბიუნდჰენის შთამაგონებელ პოსტს ერთვის რამდენიმე ფოტო, სადაც ასახულია, როგორ რგავს იგი ხეებს ძველი და ამჟამინდელი პროექტების ფარგლებში. ფოტოებში ასევე ჩანს მოდელის ქმარი, NFL-ის ვარსკვლავი ტომ ბრეიდი და მათი ორი შვილი: ათი წლის ბენჯამინ რაინი და შვიდწლინახევრის ვივიენ ლეიქი, რომლებიც მშობლებს ეხმარებიან.
ბიუნდჰენი ამბობს, რომ "წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რგავდა ხეებს" და მისი აზრით, ეს "საუკეთესო გზაა, რომელიც მან იცის, მშობლიური დედამიწისთვის სამადლობელი ხარკის გადასახდელად".
თავდაპირველად, ბიუნდჰენი თავისი გამორჩეული დაბადების დღის აღსანიშნავად, თავად აპირებდა ოჯახთან ერთად ამაზონის ტყეში გამგზავრებას და ხეების დარგვას, თუმცა, როგორც ის ამბობს, კორონავირუსის პანდემიის გამო არსებულმა შეზღუდვებმა მისი გეგმა ჩაშალა.
"შემდეგ თავში სხვა ფიქრმა გამიელვა! რა იქნებოდა, რომ ხეების დასარგავად სხვებისთვის მეთხოვა დახმარება?", — ამბობს ვარსკვლავი, — "უკვე ველაპარაკე ჩემს ოჯახსა და მეგობრებს — და ისინი ჩემთვის განკუთვნილ საჩუქრებს დასარგავ ხეებად აქცევენ. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი პლანეტისთვის სამადლობლად რაიმე ვუძღვნათ მას".
ბიუნდჰენი უკვე დიდი ხანია, მდგარი განვითარების და გარემოს დამცველია. სულ ახლახან მან Marie Claire-თან ისაუბრა, თუ როგორ ასწავლის თავის შვილებს პლანეტაზე ზრუნვის მნიშვნელობას.
"ჩვენი ოჯახი მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლებს მოიხმარს და ამგვარად ბავშვებიც იგებენ, რომ ერთჯერადი პლასტმასა ჩვენი პლანეტისთვის საზიანოა", — ამბობს სუპერმოდელი, — "ვხედავ, როგორ ესაუბრებიან ისინი მათ მეგობრებს გარემოს დაცვაზე და როგორ აჩვენებენ საკუთარ წყლის ბოთლებს. იმედი აქვთ, რომ ისინიც მიბაძავენ და ასეთ ბოთლებს გამოიყენებენ".
ბიუნდჰენი ასევე აღნიშნავს, რომ "[თავის] შვილებს გარემოზე ზრუნვის სამ გზას ასწავლის: შემცირება, ხელმეორედ გამოყენება, გადამუშავება".
"როცა პროდუქტების მაღაზიაში მივდივართ, ყოველთვის საკუთარი ჩანთა მიგვაქვს, ხოლო ადგილობრივი ფერმერებისგან საკვების ყიდვით შესაფუთ მასალას ვზოგავთ", — ამბობს იგი, — "ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, თუმცა, ზოგჯერ რთულია, "მწვანედ" იცხოვრო — და ეს ნორმალურია. ჩემს შვილებს ყოველთვის ვახსენებ, რომ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილებები პლანეტაზე ზემოქმედებას ახდენს, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, მისთვის სასიკეთო მაქსიმუმი გავაკეთოთ. ეს არის მნიშვნელოვანი".
ბიუნდჰენის თქმით, "დედობის" მისი საყვარელი მომენტებია, როცა ისინი "ბუნებაში ატარებენ დროს და კეთებით სწავლობენ":
"მიყვარს, როცა ვხედავ, როგორ უხარიათ ჩემს შვილებს ქათმის კალათში ახალი კვერცხების პოვნა ან ჩვენი ბაღიდან ბოსტნეულის მოსავლის აღება".
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები