სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული კალანდია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ მიიჩნია
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ მიიჩნია.
მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია განმარტავს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ისინი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.
"არავითარ მოულოდნელობას არ ჰქონია ადგილი, ესენი ხომ მონები, მარიონეტები არიან. გასაჩივრებას აზრი იმის გამო აქვს, რომ სტრასბურგში წავიდეთ, თორემ აქ რომ შედეგი არ დადგება, ვიცი. ესენი არიან მონები", — ამბობს თენგიზ კალანდია
ჟურნალისეტბთან ისაუბრა მიხეილ კალანდიას ძმამაც და ამბობს, რომ "ბრძოლას განაგრძობს"
"არავის შევარჩენთ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვის ვადით ციხეში გაშვებას", — განაცხადა ლუკა კალანდიამ
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე კალანდიას 15 წელი მიესაჯა, თუმცა იმ დროისთვის ის არასრულწლოვანი იყო, რის გამოც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, საბოლოო სასჯელად 11 წელი და 3 თვე განესაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ ეს სასჯელიც ძალაში დატოვა.
მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით თითქმის ორწლიანი გამოძიების შემდეგ 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მანამდე, სააპელაციო სასამართლომ საქმეში დამნაშავედ ცნო არასრულწლოვანი გ.ჯ.
ხორავას საქმეზე მიხეილ კალანდიას საქმის განხილვა მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა 21 თებერვალს დაასრულა. ბოლო სხდომაზე კალანდიას დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას მოუსმინეს. ადვოკატი ზურაბ თოდუა საქმეში კალანდიას ბრალეულობას გამორიცხავდა და აცხადებდა, რომ ფარდულში მას სარალიძისთვის რაიმე ბასრი ნივთი არ დაურტყამს.
საბოლოო სიტყვის წარმოთქმის უფლებით ისარგებლა მიხეილ კალანდიამ. იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ "პროკურატურა პოლიტიკურად ანგაჟირებულია".
"მე რომ ციხეში წავიდე, თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ თქვენ თავთან რომ დარჩებით, გააანალიზოთ ის, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვით?! იფიქრეთ ამაზე, ჩემი ძალიან დიდი თხოვნაა", — მიმართა ბრალდებულმა დარბაზში მჯდომ პროკურორებს.
დასკნით სიტყვაში ადვოკატი ზურაბ თოდუა პოლიტიზირებულ და არაკვალიფიციურ გამოძიებაზე მიუთითებდა. მისი თქმით, კალანდიას წინააღმდეგ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.
სხდომაზე წარდგენილი მკვლელობის ამსახველი გრაფიკული ვერსიით, იგი ამტკიცებდა, რომ დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა არა მიხეილ კალანდიამ, არამედ, გიორგი მენაბდემ (მღვდლის შვილი) მიაყენა. ადვოკატის განცხადებით, გიორგი მენაბდე ზურგში დაჭრეს, მანამდე კი ის იმ მხარეს იდგა, საიდანაც დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
პროკურორი არ აკონკრეტებს დაიწყება თუ არა კიდევ სხვა პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა. ჟურნალისტებთან საუბარში, იგი განმარტავს, რომ ამისათის მტკიცებულებათა ერთობლიობაა საჭირო:
"ნებისმიერი პირის მიმართ, ვის მიმართაც იქნება საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ჩაიდინა დანაშაული, ყველა პირის ქმედება შეფასდება სამართლებრივად".
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს საქმე ყველაზე ხმაურიან გამოძიებად იქცა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში.
მკვლელობიდან მეოთხე დღეს გახარიამ საზოგადოებას აცნობა, რომ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დადგენილი და გამოვლენილი იყო. ერთ კვირაში კი იმდროინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგამოძიებო უწყებები შეაქო და თქვა, რომ ყველას გაუქრა ეჭვი ვინმეს დაუსჯელად დატოვების შესახებ.
მკვლელობიდან მხოლოდ 6 თვის შემდეგ და სარალიძის მასშტაბური საპროტესტო აქციის დაწყების მეორე დღეს განაცხადა შსს-მ, რომ არსებობდა ეჭვი საქმეზე ზემოქმედების შესახებ. შვილმოკლული მამა კონკრეტულ პიროვნებას, პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსან მირზა სუბელიანს ადანაშაულებდა დანაშაულის დაფარვაში, შვილის მკვლელობაში დამნაშავედ კი მიხეილ კალანდიას მიიჩნევდა. მეორე დღეს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს მირზა სუბელიანიც.
შვილმოკლულმა მამამ განაცხადა, რომ სუბელიანის დაკავება "მისთვის გადაგდებული საკენკია". ის ამტკიცებდა, რომ სუბელიანი მთელ ამ საქმეს აკონტროლებდა და მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობა არ უნდა დადებოდა ბრალად. მოგვიანებით, სარალიძის ვერსია დაამტკიცა რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულმა "მირზა სუბელიანის ჩანაწერებმაც", სადაც, სავარაუდოდ, ყოფილი მაღალჩინოსანი მთავრობის ინტერესებისთვის საქმეების გაყალბებაზე საუბრობს.
გახარიას მოუწია აღიარება, რომ მის უწყებაში ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა, რამაც საქმეზე გავლენა იქონია. მანვე აღნიშნა, რომ ზოგადად, საგამოძიებო ნაწილში კვალიფიკაციის პრობლემა აქვთ.
სარალიძემ აქციები განაახლა და გახარიას გადადგომა მოითხოვა. მაშინ, სულ სხვა მიზეზით, მაგრამ გადადგა არა გახარია, არამედ პრემიერი კვირიკაშვილი.
ვინ არის მიხეილ კალანდია
მიხეილ კალანდია 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილეა. კალანდიამ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ჩვენება არაერთხელ შეცვალა. მან პირველად თქვა, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონიათ. მომდევნო პროცესზე კი მოწმემ ჩვენების შეცვლა გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრების დაცვის სურვილით ახსნა. კალანდიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა დანას. მან ასევე თქვა, რომ თავად მოგვიანებით, რამდენიმე წამით შევიდა ფარდულში გასაშველებლად. კალანდიას მიერ შეცვლილი საბოლოო სცენარი ემთხვევა პროკურატურის ვერსიას.
პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი რეკომენდაციით მიმართა, რომ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა კალანდიას მიმართ, დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში თანამონაწილეობის საქმეზე.
2018 წლის ივნისში შსს-მ დააკავა მერაბ მორჩაძე, რომელიც საქმეში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია. უწყება მას მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავებოდა. მორჩაძემ ბრალი აღიარა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შსს-ში აცხადებდნენ, რომ მორჩაძემ სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მათივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით და გადასცა მათ გარკვეული თანხა.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
კომენტარები