არაუშავს, თუკი კაცები ცოტა უფრო მეტს იწვალებენ ერთხელ მაინც — წულუკიანი ერთ ქალ კანდიდატზე
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ სავალდებულო კვოტირება მაჟორიტარებს არ ეხება, შესაძლებელი იყო, ქართულ ოცნებას დაესახელებინა მეტი ქალი. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ვალდებულების მიუხედავად შესაძლებელი იყო, რომ ყოფილიყო მეტი ქალი, მაგრამ არ იყო. იყო ერთი ქალი, რომელიც ყველაზე მეტს იღიმოდა და ყველაზე მეტად იყო მოწადინებული. სახეზე ეტყობოდა, რომ ხვალვე გაიმარჯვებს არჩევნებში", — თქვა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არაუშავს, თუკი "კაცები ცოტა მეტს იწვალებენ ერთხელ მაინც", რადგან მაჟორიტარული ოლქის მოგება ძალიან ძნელია.
"მე ცოტა ამას ირონიულად ვუყურებ [მაჟორიტარობის კანდიდატად კაცების დასახელებას] და ვფიქრობ რომ არაუშავს, თუკი კაცები ცოტა უფრო მეტს იწვალებენ ერთხელ მაინც, ვიდრე ქალები ვწვალობთ ხოლმე და წავლენ და ველზე იბრძოლებენ. მაჟორიტარული ოლქის მოგება არის ძალიან ძნელი", — თქვა მან.
თეა წულუკიანმა სავალდებულო კვოტირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "შვებით" გახდა მოწმე, სწორედ მისმა პარტიამ რომ მისცა ხმა ასეთ "ფუნდამენტურ საარჩევნო ცვლილებას".
"ამას ბევრი უყურებს, როგორც ქალის შეურაცხყოფას, ზოგი დასცინის, ზოგი აკრიტიკებს, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, ქალი, ვთვლი, რომ ეს არის დიდი ნაბიჯი იმისკენ, რომ იმ ახალგაზრდებმა, ვინც ახლა ამთავრებს უმაღლეს სასწავლებენს ან სულაც არ სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში და პროფესიას ეუფლება და შრომის სურვილი აქვს პოლიტიკურ ასპარეზზე და არის ქალი, მათ შევუწყოთ ხელი და თუ თქვენ არ გეწყინებათ, ვიტყვი, რომ ვაიძულოთ კაცები, იფიქრონ ქალებზე. პოლიტიკაში, თორემ ისე ქართველი კაცები ხშირად ფიქრობენ ქალებზე და ამ მხრივ პრობლემა არ აქვთ, მაგრამ როცა პოლიტიკაზე მიდგება საქმე, შემდეგ მარტო საკუთარი ახსოვთ ხოლმე. ეს ეხება ყველა პარტიას სხვათაშორის", — თქვა წულუკიანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ სჭირდება კვოტირება, მაგრამ უნდა "ვიფიქროთ ახალგაზრდა ქალებზე".
"ეს ყველას გვაიძულებს, რომ ჩემი ასაკის ქალებმა, რომელსაც ეს არ სჭირდება უბრალოდ, მე არ მჭირდება კვოტირება, კეთილი ვინებოთ და ვიფიქროთ ახალგაზრდა ქალებზე და არ ვიყოთ დაავადებული ავტობუსის სინდრომით, რომ მე ავედი და სხვა აღარ უნდა ამოვიდეს, ადგილი აღარ არის. შენ თუ ახვედი ავტობუსში, ჩამოსვლაც უნდა ისწავლო და სხვა აატარო", — თქვა წულუკიანმა.
ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარობის 30 კანდიდატს შორის მხოლოდ ერთი ქალი დაასახელა. ამასთან, ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ყველაფერს "წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას".
-დაახლოებით 2 კვირის წინ, 2 ივლისს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც გენდერულ კვოტებსაც ითვალისწინებს. ჩანაწერი პოლიტიკურ სუბიექტებს ავალდებულებს, პარტიულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად განსხვავებული სქესის წარმომადგენელი მიუთითოს. ეს წესი მომდევნო წლების არჩევნებზე ქალთა წარმომადგენლობის ეტაპობრივ ზრდას ითვალისწინებს. მმართველ პარტიას პროპორციული სია ჯერ არ წარუდგენია, თუმცა იქ ქალების ჩასმა მოუწევს, განსხვავებით მაჟორიტარებისგან, სადაც მსგავსი ვალდებულება კანონით არ არის.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები