მივდივართ საქართველოში — ტერაბანკი შიდა ტურიზმის მხარდაჭერას აგრძელებს
ტერაბანკი შიდა ტურიზმის ხელშეწყობას აგრძელებს და მის მხარდასაჭერად ახალ საიმიჯო კამპანიას "მივდივართ საქართველოში" იწყებს.
კამპანიის ფარგლებში 4 შერჩეული ტერაგიდი ქვეყნის 4 რეგიონში — რაჭაში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში იმოგზაურებს. ისინი განსხვავებულ მარშრუტებს გაივლიან და მათ შესახებ მოკლე, შემეცნებითი გადაცემებით მაყურებელს ყველა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიან. ტერაგიდებს შორის მწერალი გიორგი კეკელიძე, ბროლის ბუს მფლობელი და მწერალი დათო გორგილაძე, წამყვანი და მოგზაური ნუცა გამცემლიძე და იაპონელი ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა იქნებიან.
კამპანიის მთავარი მიზანია, ის საინტერესო და ამავდროულად უცხო ადგილები თუ ღირსშესანიშნაობები წარმოაჩინოს, რომლებიც ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ან ნაკლებად ცნობილია, მსურველებს მეგზურობა გაუწიოს და მათ საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე ზაფხულის გატარებაში დაეხმაროს.
როგორც ტერაბანკში აღნიშნავენ, კამპანიის ინსპირაციად იქცა უცხო საქართველო, რომლის აღმოჩენაც ნებისმიერისთვის შთამბეჭდავი და საამაყო იქნება.
"ადამიანები საზღვრებს გარეთ მოგზაურობას ირჩევენ ხოლმე, თუმცა მათ საკუთარ ქვეყანაშიც არანაკლებ საინტერესო სანახაობები, ადამიანები და თავგადასავლები ელოდებათ. გვინდა, ამ ყველაფრის აღმოჩენის პროცესი მაქსიმალურად გავამარტივოთ და ქართული ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერაში, რომელსაც ახლა პანდემიის გამო ბევრი გამოწვევა აქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ", — აცხადებენ ტერაბანკში.
აღსანიშნავია, რომ მარშრუტების თვალსაჩინოებისთვის, აღმოჩენების გამარტივებისა და გაზიარებისთვის Google-ის რუკაზე ტერაგიდის პროფილიც შეიქმნება. მისი დახმარებით, გიდებსა თუ სხვა მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, მანამდე უცნობი ღირსშესანიშნაობები მონიშნონ, ფოტოები დაამატონ და საბოლოოდ ამ უცხო ადგილებით შედგენილი რუკა სხვა მოგზაურებსაც გაუზიარონ.
უკვე მეორე წელია ტერაბანკი ქართული ტურიზმის მხარდამჭერ კამპანიებს ახორციელებს. გასული წელს მან "ტერაბანკი მოგზაურებისთვის" წამოიწყო, რომელიც სხვადასხვა წამახალისებელ ინიციატივას აერთიანებდა და მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკის ფილიალები ტურისტული ცენტრების ფუნქციებს ითავსებდნენ, თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლსაც ასრულებდნენ. პარალელურად, ბანკი ტურისტულ ობიექტებსაც ეხმარებოდა და მათ საკუთარ საკომუნიკაციო რესურსს უსასყიდლოდ უთმობდა.
ტურიზმის მხარდაჭერა ტერაბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. კამპანია "მივდივართ საქართველოში" სწორედ მისი ნაწილია.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები