ნეტფლიქსმა თურქეთის მთავრობის მოთხოვნით სერიალი გეი პერსონაჟის გამო გააუქმა
მსოფლიოში ცნობილი სტრიმინგ სერვისი ნეტფლიქსი ახალ თურქულ სერიალზე If Only იწყებდა მუშაობს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ცენზურის შემდეგ კომპანიამ დაგეგმილი სამუშაოები შეაჩერა.
როგორც სერიალის სცენარისტმა ეჩე იორენსმა განაცხადა, სერიალის გადაღებების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე თურქეთის ხელისუფლებამ მათ გადაღების ლიცენზია არ მისცა, რადგან სერიალის ერთ-ერთი პერსონაჟი გეია.
"გეი პერსონაჟის გამო სერიალის გადაღების უფლება არ მოგვცეს და ეს სამომავლოდ კიდევ უფრო ცუდის მოლოდინს გვიჩენს", — აღნიშნა ეჩე იორენსმა.
მომავალი შოუს სიუჟეტური ხაზი ძირითადად უბედურ ქორწინებაში მყოფი ტყუპების დედის, რეიჰანის ისტორიის ირგვლივ უნდა განვითარებულიყო. როგორც სცენარისტი ამბობს, მასში არ იქნებოდა სექსის სცენები ან ფიზიკური კონტაქტი სხვა პერსონაჟებს შორის.
თუმცა, როგორც ჩანს, გეი გმირის ხსენებაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ თურქეთის ხელისუფლება გაღიზიანებულიყო: BBC-ის ცნობით, რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ტვიტერზე გაავრცელა განცხადება, სადაც ის იმედოვნებს, რომ ნეტფლიქსი "თურქული კულტურისა და ხელოვნების მიმართ მეტ მგრძნობელობას გამოიჩენს სამომავლო თანამშრომლობისას".
ბოლო პერიოდში თურქეთის სახელმწიფოს სულ უფრო ხშირად ადანაშაულებენ ცენზურასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში. განსაკუთრებით გაიზარდა LGBT თემის მიმართ უთანასწორო მოპყრობაც: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სტამბოლში პრაიდის ჩატარებაც აკრძალულია.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნეტფლიქსი რომელიმე ქვეყნის ხელისუფლების მოთხოვნის გამო სხვადასხვა ფილმსა თუ სერიალზე გარკვეული ტიპის შეზღუდვებს ითვალისწინებს: მაგალითად ახალ ზელანდიაში აკრძალულია დოკუმენტური ფილმი The Bridge, რომელიც სან-ფრანცისკოში ოქროს კარიბჭის სახელით ცნობილ ხიდზე თვითმკვლელობების შემთხვევების შესახებ მოგვითხრობს. ასევე გერმანიაში აკრძალულია ცნობილი საშინელებათა ჟანრის ფილმი Night of the Living Dead.
ნეტფლიქსზე მსგავსად აკრძალული ფილმებისა და სერიალების სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რაც შეეხება თურქული სერიალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ნეტფლიქსმა დაადასტურა, რომ შოუზე მუშაობას აჩერებს:
"ნეტფლიქსი ჩვენი თურქული გუნდის შემოქმედებითი წევრების ერთგულია. ამაყი ვართ, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან გვიწევს მუშაობა. ჩვენ ამჟამად რამდენიმე პროექტზე ვმუშაობთ და მალე მათ ჩვენს მომხმარებლებს მთელ მსოფლიოში გავუზიარებთ".
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები