წულუკიანის თქმით, შენგელია ანგაჟირებულობის გამო გაათავისუფლა — მოქმედი თავმჯდომარე ოცნების შემომწირველია
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ბაჩანა შენგელია ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარეობიდან პოლიტიკური ანგაჟირებულობის გამო, მისი ძალისხმევით გაათავისუფლეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოქმედი თავმჯდომარე ქართული ოცნების შემომწირველია.
მარიკა გოგოლაძე თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. 2014 წელს მან ქართულ ოცნებას 12 ათასი ლარი შესწირა.
On.ge მარიკა გოგოლაძეს დაუკავშირდა, რათა ეკითხა, რატომ შესწირა მან ქართულ ოცნებას სოლიდური თანხა, თუმცა მან განგვიცხადა, რომ არ ეცალა და ყურმილი გათიშა, რის შემდეგაც ჩვენს ზარებს არ უპასუხა.
ნოტარიუსთა საერთო კრებას თავმჯდომარის პოსტზე მარიკა გოგოლაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად თეა წულუკიანმა წარუდგინა. იმ დროისთვის გოგოლაძე უკვე იყო მმართველი პარტიის შემომწირველი. იუსტიციის სამინისტროს 2017 წლის განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარის კანდიდატურას არჩევს და ნოტარიუსთა საერთო კრებას ერთპიროვნულად იუსტიციის მინისტრი წარუდგენს, თეა წულუკიანმა ამაზე უარი თქვა და გოგოლაძის კანდიდატურა ელექტრონული პრაიმერისის შედეგად, ნოტარიუსებმა აირჩიეს.
On.ge ესაუბრა ბაჩანა შენგელიასაც, რომელიც ამბობს, რომ მინისტრის განცხადებები სინამდვილეს არ შეესაბამება და 2013 წელს თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
"ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ განიხილებოდა სისტემისთვის საწინააღმდეგო კანონპროექტი. ამას ვაპროტესტებდით, არ მოგვწონდა და არასწორი იყო. ამას მოჰყვა უთანხმოება და ჩემი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა", — ამბობს შენგელია.
მისივე თქმით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია და პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე საუბარი, ასევე, არასწორია.
"მე ვარ პოლიტიკურად ანგაჟირებული, როცა ფეისბუქპოსტების გამო დისციპლინური აღძრეს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით შემოაქვთ ბრძანება და ჩემ წინააღმდეგ იყენებენ?! მე ყველა ეტაპზე სამართლებრივ პასუხს ვცემდი. ახლაც არ ვაკეთებ პოლიტიკურ შეფასებას. როგორც ჩანს, ქალბატონი თეა ამ პროცესს სულ პოლიტიკურად უყურებდა.
თუ მაქვს ჩემი პოლიტიკური მოსაზრებები, ეს სამსახურსა და ჩემს თანამდებობას არ უკავშირდება. ბოდიში, მაგრამ სამსახურის მერე თუ არ მომწონს რომელიმე პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება, ეს ჩემი საქმეა. ესენი კიდევ პოლიტიკაზე მე მეუბნებიან, როცა დადასტურებული პოლიტიკური დევნით დედაჩემზე ისეთი ზეწოლა განახორციელეს, რომ სიკვდილამდე მიიყვანეს და სტრასბურგშია საქმე", — აცხადებს ბაჩანა შენგელია.
21 ივლისს თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ შენგელია "ნაციონალების მიერ დატოვებული ნოტარიუსთა პალატის" თავმჯდომარე იყო და თანამდებობიდან მისი ძალისხმევით გათავისუფლდა.
წულუკიანის ამ განცხადებას წინ უძღოდა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერება. 29 ივნისს შენგელიამ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შენგელიას ფეისბუქს ერთი თვის განმავლობაში ამოწმებდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ის "ახორციელებდა მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდა პოლიტიკურ შეფასებებს".
თუმცა პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა შენგელიას საჩივრის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროს მისთვის სანოტარო საქმიანობის აღდგენა დაავალა. თავდაპირველად წულუკიანის უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებდა, 15 ივლისს კი შენგელიას სანოტარო საქმიანობა აღუდგინეს. შენგელია აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და შემზღუდავი ნორმა გააპროტესტოს.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
კომენტარები