ABBA ბრუნდება! — 35 წლის შემდეგ პირველად ჯგუფი 5 ახალ სიმღერას გამოუშვებს
2021 წელს ლეგენდარული შვედური ჯგუფი ABBA ხუთი ახალი სიმღერით დაბრუნდება.
შვედური ჯგუფი — ბენი ანდერსონი, ანი-ფრიდ ლიუნგსტადი, აგნეტა ფელტსკუგი და ბიორნ ულვეისი — თავდაპირველად დაბრუნებისას მხოლოდ ორი სიმღერის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა და ხანგრძლივმა პაუზამ ჯგუფს იმის საშუალება მისცა, რომ დაგეგმილზე მეტი სიმღერით დაუბრუნდეს მსმენელებს. ეს ABBA-ს პირველი ახალი მუსიკა იქნება ბოლო 35 წელიწადში.
ჯერჯერობით ცნობილია ორი ახალი სიმღერის სათაური: I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down.
ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ 2019 წლისთვის გაზაფხულისთვის ABBA ავატარების ჰოლოგრამული ტურის ჩატარებას გეგმავდა. ტურში ჯგუფის წევრები მათი გვიანი 1970-იანების ტურზე დაფუძნებულ "ნამდვილის მსგავს" ავატარებად (გნებავთ, "აბბატარებად") უნდა წარდგენილიყვნენ.
"ABBA-ს ამაღელვებელი ავატარების ტურის პროექტის გაკეთების გადაწყვეტილებას მოულოდნელი შედეგი ჰქონდა. ოთხივემ ვიგრძენით, რომ 35 წლის შემდეგ კვლავ სახალისო იქნებოდა ძალების გაერთიანება და ხმის ჩამწერ სტუდიაში მისვლა", — თქვა ABBA-მ ახალი სიმღერების გამოცხადებისას.
ტურნეზე ABBA-ს წევრები თავიანთი ახალგაზრდული ვერსიების სახით გამოჩნდებიან. "ყველა შესაძლო კუთხიდან გადაგვიღეს, კამერის წინ ვიჯღანებოდით, ჩვენს სახეზე წერტილები დახატეს და ჩვენი თავები გაზომეს. როგორც ჩანს, თავისქალა წლებთან ერთად ისე არ იცვლება, როგორც დანარჩენი სხეული", — თქვა ბიორნ ულვეისმა.
ABBA 1982 წელს დაიშალა. ჯგუფი 2016 წელს კვლავ გაერთიანდა კერძო ღონისძიებაზე, რომელზეც ბიორნისა და ბენის პირველი შეხვედრის 50 წლის იუბილე აღინიშნებოდა.
ჯგუფის დაშლიდან დღემდე ძალიან დიდი დრო გავიდა, თუმცა მსმენელებში ჯგუფისადმი სიყვარულის ცეცხლი დღემდე გულმხურვალედ ანთია.
წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ, შესაძლოა, მომავალში Mamma Mia 3-იც ვიხილოთ. Mamma Mia!-სა და Mamma Mia: Here We Go Again!-ის პროდიუსერმა ჯუდი კრეიმერმა განაცხადა, რომ ტრილოგია შესაძლებელია. კრეიმერის თქმით, მას მიუზიკლზე მუშაობა COVID-19-ის კარანტინის დროს ჰქონდა ჩაფიქრებული.
"ჩემი წარმოდგენით, საქმე ამ თვეების განმავლობაში უნდა მიმეყვანა ბოლომდე, თუმცა შემდეგ კორონავირუსის ბურუსმა მომიცვა", — ამბობს პროდიუსერი.
მსგავს თემაზე:
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები