8 მიზეზი, თუ რატომ არის მეგობრებთან ერთად ლაშქრობა სასარგებლო
ლაშქრობის უპირატესობები მარტოოდენ ფიზიკური ჯანმრთელობით როდი შემოიფარგლება. მეტიც, ბუნებაში დროის გატარებას შეიძლება წარმოუდგენლად დადებითი შედეგი ჰქონდეს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე, ბედნიერებასა და სხვებთან ურთიერთობებზე.
ქვემოთ თქვენ წაიკითხავთ 8 მიზეზს, თუ რატომ არის ლაშქრობა სასარგებლოს თქვენს მეგობრებთან, ოჯახსა და მეორე ნახევართან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
1. ერთად გადაჭერით პრობლემები
არავინ იცის, გზად რას გადაეყრებით. ქარიშხლებით დაწყებული და მცდარი შესახვევებით დამთავრებული, აუცილებლად დაგჭირდებათ გუნდურად მუშაობის სწავლა. ამ უნარ-ჩვევების განვითარება ძალიან გამოადგებათ წყვილებსა და კოლეგებს. გარდა ამისა, პრობლემების გადაჭრის უნარი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დაგეხმარებათ.
2. მუდმივად დაამყარეთ კომუნიკაცია
განურჩევლად იმისა, საკუთარი ჰიდრატაციის მონიტორინგს აწარმოებთ თუ დასაბანაკებელ ადგილს ეძებთ, ლაშქრობა ფიზიკურადაც და მენტალურადაც საკმაოდ დამღლელია. ამის შედეგად, აუცილებელია, რომ მუდმივად აცნობოთ მოლაშქრე პარტნიორს თქვენი მდგომარეობის შესახებ. თქვენ უნდა შეატყობინოთ ერთმანეთს, თუ როდის გჭირდებათ დასვენება, და უნდა დარწმუნდეთ, რომ ლაშქრობის ტემპი ჯგუფის ყველა წევრისთვის მისაღებია. ამგვარად, თქვენ მთელი გზის განმავლობაში ჯანსაღად იქნებით.
3. დატკბით პატარა ბედნიერებებით
შვების მომგვრელი ხედები, ახლად აყვავებული ველური ყვავილი, გარეული ცხოველები ბუნებრივ საცხოვრებელში... თითოეულ ასეთ მომენტს კიდევ უფრო მეტი ფასი აქვს, როცა მას შენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად იზიარებ. სალაშქრო ბილიკზე სიარული თქვენ და თქვენს მეგობრებს ყოველდღიურობიდან დასვენების საშუალებას გაძლევთ. ლაშქრობისას თქვენ შეძლებთ, ერთად დატკბებთ ულამაზესი ხედებითა და ბუნების საოცრებებით.
4. ერთად შეეჯიბრეთ ბუნებას
ერთმანეთთან შეჯიბრის ნაცვლად, ლაშქრობისას შეგიძლიათ, თქვენს მეგობრებთან ერთად შეეჯიბროთ ბუნებას. დასახეთ სალაშქრო მიზნები და ერთად მიაღწიეთ მათ: გრძელი სალაშქრო ბილიკები, მაღალი მწვერვალები, რეკორდული სიჩქარეები და ბუნების მრავალი სხვა გამოწვევა.
5. გამოცადეთ საკუთარი თავი
როდესაც ლაშქრობაში მიდიხართ, აქამდე შეუცნობელში ეშვებით. ბუნებაში ყველაფერია შესაძლებელი. როდესაც დაუცველობის ამ გრძნობას სხვა ადამიანთან ერთად იზიარებთ, თქვენ ერთმანეთის ბევრად უკეთ გესმით და, შესაბამისად, თქვენი ურთიერთობაც სრულიად ახალ დონეზე ადის.
6. მოწყდით ონლაინ სივრცეს
დაფიქრებულხართ, დღის განმავლობაში რამდენად ხშირად იღებთ ხელში მობილურს? ლაშქრობა ძალიან კარგი გზაა იმისთვის, რომ მოწყდეთ ონლაინ სივრცეს და თქვენ გარშემო არსებული ბუნების სილამაზით დატკბეთ. "ოფლაინზე გასვლა" თქვენს მენტალურ ჯანმრთელობასაც შეუწყობს ხელს და ამის დადებით შედეგებს თქვენ და თქვენი მეგობრები მალევე შეამჩნევთ ერთად.
7. გაატარეთ კარგი დრო
ყოველდღიური რუტინის ალიაქოთი ჩვენთვის ძვირფას ადამიანებთან კარგი დროის გატარებაში ხშირად გვიშლის ხელს. ლაშქრობისას დროის გატარება მხოლოდ იმ ადამიანებთან მოგიწევთ, ვისაც თქვენვე შეარჩევთ სალაშქროდ. ეს საინტერესო საუბრების წარმოებისა და დიდი ხნის ნანატრი სიჩუმით ტკბობის საშუალებას იძლევა.
8. იყავით უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი
ლაშქრობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. წერტილი. ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. ის აუმჯობესებს ფიზიკურ ძალასა და ამტანობას, ამცირებს დეპრესიას და შფოთვას. WebMD-ისა და ჰარვარდის ჯანმრთელობის ექსპერტების თქმით, ლაშქრობა, პირდაპირი მნიშვნელობით, უფრო ჯანმრთელსა და ბედნიერს გხდით. და როდესაც ამ სიჯანსაღისა და ბედნიერების შეგრძნებებს თქვენს თანამოლაშქრეებს უზიარებთ, თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გახდება უფრო მტკიცე და გამორჩეული.
თუ როგორ დავგეგმოთ და რა უნდა გავითვალისწინოთ ლაშრობისას — ამ თემაზე ტელეკომპანია მთავარის გადაცემაში შენი დილა იყო საუბარი.
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
კომენტარები