ტირილის 8 სარგებელი: რატომ არის ცრემლები კარგი?
ტირილი ემოციების ტალღაზე ჩვენი ბუნებრივი საპასუხო რეაქციაა. ვტირით მოწყენილობისას, გლოვისას, ბედნიერებისას თუ იმედგაცრუებისას და ჩნდება კითხვა — მოაქვს კი ცრემლებს ჯანმრთელობისთვის სარგებელი?
ცხადია, ტირილი უჩვეულო არ არის და ორივე სქესის წარმომადგენლები იმაზე მეტს ტირიან, ვიდრე წარმოგიდგენიათ. როგორც მეცნიერები ამბობენ, ამერიკაში, ქალები თვეში საშუალოდ 3-4-ჯერ ტირიან, ხოლო კაცები 1-2-ჯერ.
ადამიანი ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც ტირილის უნარი აქვს. ამ სტატიაში კი ტირილის მიზეზებსა და სარგებელზე მოგითხრობთ.
რატომ ტირიან ადამიანები?
ადამიანი სამი სახის ცრემლს გამოყოფს:
- ბაზალური (ძირითადი) — საცრემლე ჯირკვლები ამ სახის ცრემლებს მუდმივად აწარმოებენ. ის პროტეინებით გამდიდრებული, ანტიბაქტერიული სითხეა, რომელიც დახამხამების საშუალებით თვალებს ტენიანობას უნარჩუნებს.
- რეფლექსური — ეს გამღიზიანებლისგან გამოწვეული ცრემლია, როგორებიცაა ქარი, კვამლი ან, თუნდაც - ხახვი. ამ სახის ცრემლები გამღიზიანებლის ამორეცხვისთვის და თვალის დასაცავად გამომუშავდება.
- ემოციური — ადამიანები ემოციის ტალღის მოწოლისას გამოყოფენ ცრემლს, ამგვარ სითხეში სტრესის ჰორმონის ბევრად მაღალი შემცველობაა, ვიდრე სხვა ტიპის ცრემლებში.
თუმცა, ყველაზე ხშირად, როდესაც ადამიანები ტირილზე საუბრობენ, ძირითადად, ემოციურ ცრემლებს გულისხმობენ.
ტირილის სარგებელი
ადამიანები ზოგჯერ ცრემლებს იკავებენ, რადგან ამას სისუსტის ნიშნად თვლიან, თუმცა მეცნიერთა აზრით, ტირილისგან თავის შეკავებით ბევრ რამეს ვკარგავთ.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ცრემლები:
1. გამოირჩევა დამამშვიდებელი ეფექტით
2014 წლის კვლევის თანახმად, ტირილს შესაძლოა მყისიერი თვით-დამშვიდების ეფექტი ჰქონდეს, ტირილი ააქტიურებს პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემას, რაც ადამიანს განტვირთვაში ეხმარება. თვით-დამშვიდება კი არის, როცა ადამიანები:
- არეგულირებენ საკუთარ ემოციებს
- ამშვიდებენ საკუთარ თავს
- ამცირებენ სტრესს
2. გვეხმარება სხვებისგან მხარდაჭერის მიღებაში
თვით-დამშვიდებაში დახმარების გარდა, ტირილის სარგებელი სხვების მხარდაჭერის მიღებაც შეიძლება იყოს.
ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ტირილი ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერის მოლოდინს ქმნის. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც ინტერპერსონალური ან სოციალური სარგებელი.
3. გვეხმარება ტკივილის დაძლევაში
მკვლევარების თანახმად, თვით-დამშვიდების მიზნით ემოციური ცრემლები ოქსიტოცინს და ენდორფინებს გამოათავისუფლებენ.
ეს ნივთიერებები ადამიანებს თავს კარგად აგრძნობინებს და შესაძლოა, დააცხროს როგორც ფიზიკური, ისე ემოციური ტკივილი. ამ გზით, ტირილს ტკივილის შემცირება და კარგად ყოფნის შეგრძნების მოგვრა შეუძლია.
4. აუმჯობესებს განწყობას
ტირილს ადამიანების სულისკვეთების აღდგენა და ემოციურად უკეთ მდგომარეობაზე დაყენება შეუძლია. ოქსიტოცინი და ენდორფინები ტკივილის შემცირების გარდა განწყობის გაუმჯობესებასაც ხელს უწყობენ, ამიტომ ეწოდებათ მათ კარგად ყოფნის ნივთიერებები.
5. გამოდევნის ტოქსინებს და ამცირებს სტრესს
როდესაც ტირილის მიზეზი სტრესია, ცრემლები სტრესის ჰორმონებს და სხვა ნივთიერებებს შეიცავენ.
მკვლევრებს სჯერათ, რომ ტირილი სხეულში ამ ნივთიერებების ოდენობას ამცირებს, რაც სტრესის შემცირებას იწვევს, თუმცა ამ საკითხის უკეთ შესასწავლად უფრო საფუძვლიანი კვლევებია საჭირო.
6. ხელს უწყობს ძილს
როგორც მეცნიერები ამბობენ, ტირილი ბავშვებს უკეთ დაძინებაში ეხმარება. იგივე ეფექტი აქვს თუ არა ზრდასრულ ადამიანებზე ეს მომავალი კვლევის საგანია.
თუმცა. ზემოთ ჩამოთვლილი დამამშვიდებელი ეფექტები, შესაძლოა, უკეთესი ძილის რეცეპტიც იყოს.
7. ებრძვის ბაქტერიებს
ტირილი ბაქტერიებს ანადგურებს და თვალს ასუფთავებს. ამის მიზეზი ცრემლის შემადგენლობაში ფლუიდ ლისოზიმის არსებობაა, რომელსაც იმდენად ძლიერი ანტიმიკრობული ეფექტი აქვს, რომ ჯილეხის გამომწვევი ბაქტერიის მიერ განვითარებული რისკების შემცირებაც კი შეუძლია.
8. აუმჯობესებს მხედველობას
ბაზალური ცრემლები, რომელიც თვალის ყოველი დახამხამებისას გამოიყოფა, თვალის ტენიანობას უზრუნველყოფს და მემბრანის გამოშრობას ხელს უშლის.
ბაზალური ცრემლების მპოხავი ეფექტი ადამიანებს უკეთ დანახვაში ეხმარება, რადგან მემბრანის გამოშრობა გამოსახულების გადღაბნას იწვევს.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს
ტირილი ემოციებზე პასუხია, მაგრამ ზოგჯერ ხშირი ტირილი შეიძლება დეპრესიის ნიშანი იყოს, ეს მდგომარეობა სავარაუდოა, როცა:
- ძალიან ხშირად ტირით
- გამომწვევი მიზეზის გარეშე ტირით
- ყოველდღიური აქტივობების შესრულებას ხელს გიშლით
- უკონტროლოა
დეპრესიის სხვა ნიშნებია:
- კონცენტრირების, მეხსიერების და გადაწყვეტილებების მიღების პრობლემები
- დაღლილობა, ენერგიის არ ქონა
- დანაშაულის და უსარგებლობის შეგრძნება
- პესიმისტური და უიმედობის განწყობები
- უძილობის ან ზედმეტად ბევრი ძილის პრობლემა
- გაღიზიანებადობა
- ინტერესის დაკარგვა ყველაფრის მიმართ, რაც სიამოვნებას განიჭებდათ
- უჭმელობა ან მადის მატება
- აუხსნელი წუხილები, ტკივილები და კუნთების დაჭიმვა
- მონელების პრობლემები, რომელიც მკურნალობის შედეგად არ რეგულირდება
- შფოთვა
- სუიციდური ფიქრები ან თვითდაზიანების სურვილი
რა უნდა გვახსოვდეს
ტირილი ნორმალური ადამიანური რეაქციაა დიდძალ ემოციებზე, რომელსაც ჯანმრთელობის და სოციალური სარგებლის მომტანი არაერთი თვისება აქვს.
თუმცა, თუ ტირილი ხშირია, უკონტროლოა და გამომწვევი მიზეზი არ აქვს, შესაძლოა დეპრესიის ნიშნებთან გვქონდეს საქმე, ამიტომ ასეთ დროს უმჯობესია, რაც შეიძლება მალე მიმართოთ ექიმს.
ტირილის სარგებელსა და ფორმებზე მთავარი არხის დილის გადაცემაში შენი დილა ფსიქოლოგმა ანა ჯუღელმა ისაუბრა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები